შვილის გაჩენას ამ ასაკში აპირებთ? თქვენ ახალა შვილიშვილებს უნდა ელოდებოდეთ!

445

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.მე ლია მქვია. ვარ ორმოცდასამი წლის. მე და ჩემი მეუღლე პატარა სოფელში ვცხოვრობთ. ჩვენ უკვე გვყავს ზრდასრული ვაჟი, ლექსო. ის ძალიან კარგ გოგოზეა დაქორწინებული, ანაზე. ახალგაზრდები ცხოვრობენ ბინაში, რომელიც მე და ჩემმა ქმარმა ვუყიდეთ ჩვენს შვილს, როდესაც მან უნივერსიტეტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო.ახალგაზრდები ძალიან კარგად ცხოვრობენ. ისინი სამი წელია დაქორწინებულები არიან, მაგრამ ანა ჯერ-ჯერობით ვერ ორსულდება. ის ამის გამო ძალიან ნერვიულობს. ეშინია, რომ ლექსო მიატოვებს.

ახლახან გავიგე, რომ ისევ ორსულად ვარ. ეს გამაოგნებელი ამბავი იყო. საქმე ისაა, რომ ლექსო ძალიან ადრე გავაჩინე – თვრამეტი წლისაც არ ვიყავი. მე და ჩემი ქმარი მთელ ჩვენს ძალებს და დროს ჩვენს შვილს ვუთმობდით. როდესაც ის გაიზარდა, აღმოჩნდა, რომ ჩვენ უკვე ძალიან ცოტა რამ გვქონდა საერთო. ჩემმა ქმარმა სხვა ქალი გაიჩინა. მე ვიცოდი, მაგრამ ყველაფერს ვითმენდი. უბრალოდ, მარტო დარჩენა არ მინდოდა. ვიმედოვნებდი, რომ მალევე გადაუვლიდა. უცებ კი, ეს მოულოდნელი ამბავი გავიგე. ჩემს ქმარს რომ ვუთხარი, მას ძალიან გაუხარდა. მითხრა, რომ ბავშვი აუცილებლად გამეჩინა.

კონსულტაციაზე ქალაქში წავედი, კარგ ექიმთან. რაც არ უნდა იყოს, პატარა აღარ ვარ.ჩემი შვილისთვის და რძლისთვის საჩუქრები მოვამზადე და ჯერ მათთან მივედი. კარი რძალმა გამიღო, რომელსაც ნამტირალევი სახე ჰქონდა. მას დაველაპარაკე და აღმოჩნდა, რომ ორსულობის ტესტი გაიკეთა და ძალიან იმედოვნებდა, რომ პასუხი დადებითი იქნებოდა, თუმცა უარყოფითი აღმოჩნდა. ჩემი რძალი დაინტერესდა, თუ რა იყო ჩემი ქალაქში მოულოდნელი ჩასვლის მიზეზი. ძალიან უხერხულად ვგრძნოდი თავს, რომ ჩემი ორსულობის შესახებ მეთქვა, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ამის გაკეთება.

  • ასე ნუ ნერვიულობ, შვილები აუცილებლად გეყოლებათ. ღმერთი ბავშვებს აძლევს იმ დროს და იმ ადამიანებს, რომელთაც ისინი ძალიან სჭირდებათ. აი მაგალითად, შენი მამამთილი მე მღალატობდა. ახლა კი ფეხმძიმედ ვარ და ის ხელის გულზე მატარებს, ცივ ნიავს არ მაკარებს. გამოდის, რომ ამ ბავშვმა მე ქმარი დამიბრუნა.
  • ეს შეუძლებელია! ამ ასაკში აპირებთ შვილის გაჩენას? თქვენ ახლა შვილიშვილებს უნდა ელოდებოდეთ! – მითხრა გაოცებულმა ანამ.
  • მართალი ხარ, მაგრამ რადგან ღმერთმა შვილი მომცა, ესე იგი, ასეა საჭირო და მე მას გავაჩენ. კარგი, მეჩქარება. ექიმთან დავაგვიანებ, – ვუთხარი მას და წამოვედი.

საღამოს ჩემმა შვილმა დამირეკა. ძალიან გაბრაზებული იყო. ყვიროდა, რომ მე და მამამისი გავგიჟდით! რაში გვჭირდებოდა შვილი ამ ასაკში?ძალიან უსიამოვნო იყო საკუთარი შვილისაგან ამ ყველაფერის მოსმენა. მე ცუდი არაფერი გამიკეთებია. არ ვიცი, შეიძლება ჩემი შვილი ეჭვიანობის გამო ამბობდა ამას, ან იქნებ ცოლმა განაწყო ჩემს წინააღმდეგ.

მე გადავწყვიტე, რომ კიდევ ერთხელ გავმხდარიყავი დედა და ჩემს ამ გადაწყვტილებაზე ჩემი შვილის საქციელმა არავითარი გავლენა არ იქონია.ბავშვი გავაჩინე. მართალია, ორჯერ ნაყოფის შესანარჩუნებლად საავადმყოფოში ვიწექი, მაგრამ მაინც შევძელი ჯანმრთელი გოგოს გაჩენა.ჩემს ბიჭთან ურთიერთობა არ მქონდა, არც კი ვურეკავდით ერთმანეთს. ამის გამო ძალიან ვნერვიულობდი. ერთ დღეს კი მოულოდნელად გვეწვია. აღმოჩნდა, რომ ის თავის ცოლს დაშორებულიყო. ის თურმე ჩემზე ათას საზიზღრობას ამბობდა. ლაშამ ვეღარ აიტანა.

  • ის საშინელი ადამიანი აღმოჩნდა. მე მისი ნამდვილი სახე დავინახე.
  •  ნუ ნერვიულობ, შვილო. ესე იგი, თქვენ ერთად ყოფნა არ გეწერათ. აუცილებლად შეხვდები კარგ ქალს, იქორწინებთ და შვილებიც გეყოლებათ. მე და მამაშენი შენი შვილიშვილების მოვლასაც მოვასწრებთ!
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს