მესამე შვილზე ორსულად ვარ, ქმარს კი სხვა შეუყვარდა და მიმატოვა

0
653

ქეთის ისტორია ისეთივე ძველია, როგორც სამყარო. ქმარმა პასუხისმგებლობას ვერ გაუძლო და სხვასთან წავიდა. ახლა ორი შვილით სახლში და მესამეზე ორსულად მყოფი ქალი ფიქრობს, როგორ იცხოვროს ქმრის გარეშე. წინ ცივი ზამთარი და უიმედობაა. Paparazzi გიამბობთ, შეძლებს თუ არა ქეთი ყველა პრობლემის გამკლავებას.

„ჩემი ცხოვრება გაუთავებელი ირონიაა. სოფლელი გოგონა, რომელიც ცხოვრების მოწყობაზე ოცნებობდა. ბიჭებზე არასდროს ვფიქრობდი, ქორწილი არ მინდოდა. უნივერსიტეტის წლებში ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა წარმოსადეგი ახალგაზრდა, რომელმაც შემდეგ ხელი მთხოვა. ნამდვილად დავფიქრდი, სანამ ვეტყოდი „დიახ“. ვფიქრობდი, რომ ოჯახისთვის შექმნილი არ ვიყავი. შოთა სხვა რამეს მარწმუნებდა. არ სურდა, რომ მემუშავა. ჩემში იდეალურ დიასახლისს და მომავალ დედას ხედავდა. ქორწილიდან 1 წლის შემდეგ დავორსულდი. სამუშაო დავივიწყე: თავით დედობის შესწავლაში გადავეშვი.

ბავშვის დაბადებიდან 1 წლის შემდეგ შევამჩნიე, რომ მე და შოთა ერთმანეთს ვშორდებოდით. მაშინ ამას დიდი მნიშვნელობა არ მივანიჭე. დროც არ მქონდა, რადგან დაუგეგმავად ისევ დავორსულდი. დედა ბედნიერი იყო, რადგან ერთი წლით უფროს–უმცროსი ბავშვები სასწაულია. ასე ამბობდა. თავად ადგილს ვერ ვპოულობდი. დედობა მომწონდა, მაგრამ ამის თავიდან გასავლელად მზად არ ვიყავი. როცა ორსულობის შეწყვეტის სურვილი გამოვთქვი, ქმარმა თითქმის ჩემზე ხელი აწია. ასეთი ჯერ არ მინახავს. მაშინ მივხვდი, რომ გავაჩენდი.

დროთა განმავლობაში ყველაფერს შევეგუე. გამიხარდა, როცა გვითხრეს, რომ გოგოს ველოდებოდით. ბიჭი და გოგო, კიდევ რაზე შეიძლება იოცნებონ ახალგაზრდა მშობლებმა? გამიმართლა, რომ ფინანსური პრობლემა არ გვქონდა. შოთას კარგი შემოსავალი ჰქონდა, ბინა მისი იყო, ამიტომ ქირის გადახდა არ გვიწევდა. ახლა ჩემი ბიჭი 9 წლისაა, გოგო – 8 წლის. ისევ ორსულად ვარ. ამ წლებში ბევრი რამ ვისწავლე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილი დედა გავხდი. სამსახური არ დამიწყია. ქმარი დაჟინებით ითხოვს, რომ ბავშვებთან ერთად სახლში ვიყო.

მესამე შვილს არ ვგეგმავდით. თითქოს ყველა ზომას ვიღებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ღმერთმა უკეთ იცის. ოღონდ ჩემს ქმარზე ცუდად ზრუნავდა. ახლახანს გავიგე, რომ მღალატობს. მთელი ეს წლები ჩვენი ურთიერთობა ძირისკენ მიდიოდა., მაგრამ ბოლო თვეები წამებას ჰგავდა. ღამე სახლში ხშირად არ ათევდა, მუდმივად მატყუებდა. ურთიერთობის გარკვევა მსურდა, უბრალოდ სიმართლის მოსმენა მინდოდა. ქმარი ყოველთვის მიზეზს პოულობდა. რაღაც მომენტში სახლიდან ნივთების გაქრობა დაიწყო. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ მოვიდა და მითხრა, რომ მიდიოდა.

სხვა ქალი შეუყვარდა და ჩვენთან ცხოვრება აღარ შეუძლია. დეტალების მოყოლა არ მსურს. ახლა ამას აზრი არ აქვს. ქმარი წავიდა, მაგრამ მითხრა, რომ მე და შვილებს ბინას გვიტოვებს. ესეც განქორწინების საჩუქარი! მართალია, პრობლემა იმაშია, რომ ბინა სიმამრის სახელზეა. ნებისმიერ წუთს ჩვენი გაგდება შეუძლიათ. ჯერ არ ვმუშაობ, არ ვიცი, რა ფულით ვიცხოვრებთ. კარგი მე არაფერი, ბავშვები? ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ახალგაზრდობაში გათხოვება ტყუილად არ მინდოდა, მაგრამ შოთა დაჟინებით მთხოვდა. მჯეროდა, რომ ნამდვილი სიყვარული ვიპოვე, რომლის გამოც რაღაცის მსხვერპლად გაღება შეიძლებოდა. როგორ ვცდებოდი! რა გამოვიდა? ორი პატარა ბავშვი, მესამე მალე გაჩნდება, სახლში დენი მუდმივად არაა, სამსახური არ მაქვს, არც ფული. ახლა რატომ გადაწყვიტა ქმარმა ჩემი მიტოვება?“

თუ გრძნობთ, რომ ქორწინებაში პრობლემები თავს იჩენს, ეს თვითნებაზე არ უნდა მიუშვათ. რთული სათქმელია, რისი იმედი ჰქონდა ქეთის. ხშირად ცოლ–ქმარი ფიქრობს, რომ შვილები მათ ოჯახურ პრობლემას მოაგვარებენ. თითქოს, ოჯახში ბავშვი გაჩნდება და ყველაფერი დალაგდება. ეს ილუზიაა, რომელიც ქეთიმ საკუთარ თავს დააჯერა.