რა ფერები უნდა ამშვენებდეს ნაძვის ხეს 2023 წელს, რომ გრძელყურა ფუმფულა თქვენ მიმართ კეთილგანწყობილი იყოს და მხოლოდ სიხარული და ბედნიერება მოგიტანოთ? ეზოთერიკოსები და ასტროლოგები მთელი წელი ამ საკითხზე მუშაობენ. Paparazzi გიამბობთ, როგორ არ შეიძლება და როგორ მორთოთ ნაძვის ხე 2023 წლისთვის. ზოგიერთ საახალწლო დეკორაციას თავი აარიდეთ.
ნაძვის ხის მორთვა 2023 წლისთვის – 2023 წლის მფარველი წყლის შავი კურდღელია (ან კატა). ამ კეთილ და სტუმართმოყვარე ცხოველს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია. ეზოთერიკოსები ერთხმად ამბობენ, რომ დამდეგი წელი ჩვენ მიმართ უფრო კეთილგანწყობილი იქნება, ვიდრე ვეფხვის და ხარის წლები. სახლის და ნაძვის ხის დეკორაციები წინასწარ მოიფიქრეთ, რომ საყვარელ ცხოველს ნამდვილად მოეწონოს. ეს წყლის შავი კურდღლის წელია, ამიტომ შავი და წყლის ყველა ელფერი (ლურჯი, ცისფერი, ნაცრისფერი) შესაფერისია. დიახ, ამ შემთხვევაში შავი არა პირქუში, არამედ გონივრული ფერია. განსაკუთრებით ოქროსფერთან ან ვერცხლისფერთან კომბინაციაში. წითელი ან ლურჯი ფერები შეგიძლიათ შეუხამოთ. ძალიან ლამაზი გამოვა.
კურდღელი ყველა ბუნებრივ ფერს მოიწონებს. ესაა თეთრი, ყავისფერი, ყვითელი, ნარინჯისფერი და მწვანე. იღბლიანი ფერებია წითელი (მაგრამ არა ძალიან გაჯერებული), ვარდისფერი, იისფერი და ლურჯი. ნაძვის ხე 4 ფერიდან ერთის გამოყენებით გააფორმეთ ან კომბინაციაში გამოიყენეთ.
ნაძვის ხის ფერები 2023 წელს – ხელოვნურ ნაძვის ხეზე უარი თქვით, ხოლო ჩვეულებრივი ფიფქები ფოლგით გაკეთებული კურდღლით ჩაანაცვლეთ. საერთოდ, ინტერიერის კარდინალური ცვლილებები და ბევრი დეკორი საჭირო არაა, რადგან კურდღელს სტაბილურობა მოსწონს.
ჩვეულებრივი სათამაშოების გარდა ხელნაკეთი სათამაშოც შეგიძლიათ გააკეთოთ. ამ მიზნით ქაღალდი, ხე, თექა, ქეჩა ან პაპიემაშე გამოიყენეთ. ლამაზად რომ გამოიყურებოდეს, მაქმანით, ლენტით, მძივით და სხვა ელემენტებით გააფორმეთ. ასეთი ხელნაკეთი სათამაშოები წლის მფარველს ნამდვილად მოეწონება. საახალწლო ნაძვის ხეზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ პომპონები და ფერადი ძაფებით გაკეთებული ბურთები, ქისები სურვილებით და სიურპრიზებით. ხელნაკეთი წვრილმანები დღესასწაულს განსაკუთრებულ ატმოსფეროს შემატებს.
რა თქმა უნდა, წლის სიმბოლო, კურდღელი ან კატა, არ უნდა დაივიწყოთ. რბილი სათამაშო მარტივად შეგიძლიათ გააკეთოთ. ასეთი ფიგურა სინტეპონით ან სხვა შემავსებლით გაავსეთ. წინა წლის სიმბოლოც ნაძვის ხეს უნდა მოაშოროთ. ვეფხვი კურდღლის მეგობარი არაა, არც ხარი.
გასაფორმებლად ნაძვის ხის გირჩები, ნიგოზი ფოლგაში, კანფეტები, მანდარინი, ფორთოხალი და სხვა ხილი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ფინანსური კეთილდღეობისთვის ნაძვის ხეზე დაკიდეთ დეკორატიული მონეტები, ქისა მონეტებით ან კუპიურები.
სათამაშოები ცხოველური პრინტით არ გამოიყენოთ. კურდღელს ნაძვის ხეზე ბევრი პლასტმასი არ მოეწონება. ის ბუნებრივი ტექსტურების და მასალების მომხრეა. არის ფერი, რომელიც წლის სიმბოლოს არ მოსწონს. ლიმონისფერ, მჟავე ყვითელ, კაშკაშა ნეონისფერ და ჟანგისფერ ელფერებს მოერიდეთ. მისაღებია ყველაფერი ბუნებრივი, ეკოლოგიური და ხელნაკეთი. ეს შეიძლება იყოს ხელნაკეთი გირლანდი, ნაძვის ხის სათამაშო, საჩუქარი.
ნაძვის ხეზე ან ოთახის კარზე შეგიძლიათ დაკიდოთ ნალი, ნაძვის ტოტებით, ფიფქებით და ზიზილპიპილებით მორთული. მასზე შეგიძლიათ დაწეროთ სურვილი: „გილოცავთ ახალ წელს“. ნაძვის ხეს ზიზილპიპილებით და ნაცრისფერი, ლურჯი, ოქროსფერი ან ვერცხლისფერი წვიმებით ბზინვარება მიანიჭეთ. მათი განთავსების მრავალი მეთოდი არსებობს. მაგალითად, წრეზე, დიაგონალურად, ზემოდან ქვემოთ ან ჯვარედინად.