6 მიზეზი, რატომ არ ღირს დაქორწინება

288

ქალისგან განსხვავებით კაცისთვის მარტოხელობა საპატიოდ ითვლება. გაიხსენეთ, როგორ იყო ყველა აღფრთოვანებული ჯორჯ კლუნით. სიმპათიური მამაკაცი, რომელიც მეგზურებს ხელთათმანივით იცვლიდა. ბევრი მამაკაცი ქორწილს გაურბის და ეჭვობს, ღირს თუ არა დაქორწინება, თუნდაც პარტნიორი უყვარდეს. Paparazzi გიზიარებთ 6 მიზეზს, რატომ არ ღირს დაქორწინება.

  1. სოციალური ზეწოლა – ზოგჯერ ოჯახის შექმნის მიზეზი სოციალური ზეწოლაა. როცა ყველა ქორწინდება და მარტო ხართ, ეს გაიძულებთ ფიქრს: „იქნებ რაღაც რიგზე არ მაქვს?“ საკუთარ თავში არ დაეჭვდეთ. ის, რომ ყველა მეგობარი დაოჯახებულია, არ ნიშნავს, რომ თავად სასწრაფოდ უნდა დაქორწინდეთ. ეს ნაბიჯი თქვენს შინაგან მოტივს და სურვილს უნდა ემთხვეოდეს და არა სხვების მაგალითს.
  2. ნათესავების სურვილი – დედა ყოველთვის კითხულობს: „როდის ველოდო შვილიშვილს?“ მამა ამბობს, რომ თქვენს ასაკში უკვე დიდი ხნის დაქორწინებული იყო? რა თქმა უნდა, ასეთი საუბარი გულგრილს არავის დატოვებს. თუ ნათესავები ოჯახის შექმნისკენ გიბიძგებთ, მხოლოდ მათი სურვილის გამო დათანხმება სისულელეა. დაე, ოჯახს თქვენთვის საუკეთესო სურდეს, მაგრამ მხოლოდ თქვენ იცით, რა გსურთ სინამდვილეში.
  3. ქორწილი ყველა პრობლემას მოაგვარებს – ბევრი ფიქრობს, რომ ქორწინება მათ პრობლემებს მოაგვარებს. პრობლემები დოკუმენტზე ერთი ხელის მოწერით არ მოგვარდება. როგორც წესი, თქვენი პირადი უსიამოვნებები საერთო გახდება. ალბათ, პარტნიორს საკუთარი შფოთვები აქვს. თუ პრობლემებს ქორწილამდე არ მოაგვარებთ, დაოჯახების შემდეგ გაორმაგდება.
  4. ულტიმატუმი – ალბათ, გყავთ საყვარელი ადამიანი, რომელსაც რამდენიმე წელი ხვდებით. გამორიცხული არაა, რომ ის ქორწილზე ოცნებობდეს. შეიძლება თქვენზე ზეწოლას ახდენდეს, რომ ნანატრი ხელის თხოვნა მიიღოს. ზოჯერ ქალი, რომელიც  სასოწარკვეთილი ელოდება, რადიკალურად იქცევა. ულტიმატუმს აყენებს: „არ დავქორწინდეთ ან დავშორდეთ“. ულტიმატუმის გამო დაქორწინება არ ღირს. თავად გადაწყვიტეთ, რატომ არ გინდათ საყვარელ ადამიანთან ოჯახის შექმნა. იქნებ არც ისეთი შეყვარებული ხართ?
  5. ურთიერთობის დასადასტურებლად – ახლა ურთიერთობის დაკანონების გარეშე ერთად ცხოვრება ნორმალურია. არიან ადამიანები, რომლებიც ქორწინდებიან, რომ სხვებს მათი ერთად ყოფნა დაუმტკიცონ. ღირს ამის გაკეთება სხვების დასარწმუნებლად? ვთვლით, რომ მსგავსი სტრატეგია წამგებიანია. ქორწინების საკითხი მარტივი უნდა იყოს: თუ გსურთ, დაქორწინდით, თუ არა – სურვილების წინააღმდეგ არ წახვიდეთ.
  6. მარტო რომ არ იყოთ – კიდევ ერთი გავრცელებული მცდარი მოსაზრება. ქორწილი გარანტიას არ გაძლევთ, რომ მარტოსული აღარ იქნებით. პირიქით, ზოგჯერ ქორწინებაში ორი ადამიანი ერთმანეთისგან განცალკევებულად გრძნობს. ამას მეზობლური ურთიერთობა ჰქვია. როცა ცხოვრობთ არა როგორც ცოლი და ქმარი, არამედ ორი მეზობელი, რომელთაც საერთო ყოფა აერთიანებთ. სწორედ ამიტომ, ქორწინება მარტოობის პანაცეა არაა.

თუ ფიქრობთ, ღირს თუ არა დაქორწინება, მხოლოდ ამ მიზეზის გამო დაოჯახებაზე უარი თქვით. რა თქმა უნდა, თუ ეს თქვენს შინაგან სურვილს არ ემთხვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში უბედური იქნებით და განქორწინების სტატისტიკას შეემატებით. თქვენ ხომ დაოჯახების გადაწყვეტილება ზეწოლის ქვეშ მიიღეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს