დედამთილი მოტყუებით ცდილობდა თავისი ქალიშვილის ჩვენთან დასახლებას, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდისთვის

0
1523

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.მე ელენე მქვია. ხუთი წელია გათხოვილი ვარ. მე და ჩემს ქმარს შვილები ჯერ არ გვყავს, მაგრამ უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ მშობლები გავხდეთ. ქორწილიდან ექვსი თვის შემდეგ მე და გიორგიმ კარგი ოროთახიანი ბინა შევიძინეთ ჩვენი ქალაქის პრესტიჟულ რაიონში.

ამ ბინის საყიდლად თანხის უმეტესი ნაწილი მე დავდე. ეს თანხა ერთოთახიანი ბინის გაყიდვის შედეგად მივიღე, რომელიც დიდი ხნის წინ მემკვიდრეობით მერგო დეიდაჩემისაგან. თანხის დანარჩენი ნაწილი გიორგიმ გადაიხადა, ის მრავალი წლის მანძილზე აგროვებდა ფულს ბინის საყიდლად.ბინა გავარემონტეთ, ავეჯი ვიყიდეთ და მშვიდად ვცხოვრობდით მთელი ოთხი წლის განმავლობაში.

ერთ დღეს მოულოდნელად ჩემი დედამთილი გვეწვია. მან გადაწყვიტა, რომ ჩვენთან ორის კვირის მანძილზე დარჩენილიყო. მე არ შევწინააღმდეგებივარ. მე და ჩემს დედამთილს გულგრილი ურთიერთობა გვქონდა. შეხვედრისას ერთმანეთს არ ვეხუტებოდით, მაგრამ დიდად არც ვჩხუბობდით.ჩემმა დედამთილმა ყველაზე პატარა ოთახი დაიკავა. ის ცდილობდა, რომ ჩემთვის ესიამოვნებინა, სამზარეულოშიც მეხმარებოდა და სახლსაც ალაგებდა.

ერთი კვირის შემდეგ ჩემი მული ჩამოვიდა. მან სკოლა წელს დაამთავრა. თქვა, რომ სახლში ჯდომა მოსწყინდა, დედამისი მოენატრა და ამიტომ ჩამოვიდა.ეს ძალიან არ მომეწონა, მაგრამ არაფერი მითქვამს. ანამ თქვა, რომ მხოლოდ ერთი კვირით ჩამოვიდა, თუცა თან ძალიან ბერი ტანსაცმელი ჰქონდა წამოღებული.ერთი კვირა ძალიან მალე გავიდა. ჩემი დედამთილი სამსახურში უნდა გასულიყო და გასამგზავრებლად მზადება დაიწყო. მე ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. თუმცა, მომერიდა და ანას ვერ ვკითხე, თვითონ რატომ არ ემზადებოდა გასამგზავრებლად.

საღამოს ჩემი დედამთილი გაემგზავრა, მისი ქალიშვილი კი სახლში დარჩა და ოთახში შევიდა.

  • რა ხდება? ვერაფერი გამიგია! – ვუთხარი გიორგის.
  • იცი, რა არის? ანა უნივერსიტეტში აბარებს. მან საბუთები უკვე შეიტანა. ჩაბარების პერიოდში მას საერთო საცხოვრებელში არ მიიღებენ. ამიტომ, ჯერ-ჯერობით ჩვენთან იცხოვრებს.

ამ ამბავმა გამაოგნა. ძალიან არ მომეწონა ის, რომ ეს ყველაფერი ჩემს ზურგს უკან გადაწყვიტეს, ჩემთვის არაფერი უკითხავთ.მალე ანა სტუდენტი გახდა. ჩვენ ეჭვიც არ გვეპარებოდა, რადგან მან საბუთები ფასიან განყოფილებაში შეიტანა. იქ ყველას ღებულობენ. და ეს უნივერსიტეტი ძალიან პრესტიჟული არ არის.ანამ ჩააბარა, მაგრამ სახლში არ დაბრუნებულა.

დადგა სექტემბერი. ანა ძველებურად ჩვენთან ცხოვრობდა და არსად წასვლას არ აპირებდა. ანას დაველაპარაკე, მან არაფერი მიპასუხა, მაგრამ მაშინვე დაურეკა თავის ძმას, ანუ ჩემს ქმარს.ქმარმა სამსახურიდან დამირეკა და მითხრა, რომ ყველაფერს ამიხსნის, როდესაც სამსახურიდან დაბრუნდება. სანამ დაბრუნდებოდა ძალიან ვნერვიულობდი.ვახშმობისას გიორგიმ მიამბო, რომ საერთო საცხოვრებელი ძალიან ცუდი იყო და უნივერსიტეტამდე მოსასვლელად ანას თითქმის 2 საათი დასჭირდებოდა.

  • ანა ცდილობს, რომ სხვა საერთო საცხოვრებელი მონახოს, რომელიც უნივერსიტეტთან უფრო ახლოს იქნება.
  • ეს როდის გაიგე?
  • დღეს დილით! დედამ დამირეკა და მიამბო!

მე და ჩემმა ქმარმა ვიჩხუბეთ. ვცდილობდი ჩემი ქმრისთვის ამეხსნა, რომ ანას არც კი უცდია საერთო საცხოვრებელში დასახლება, რომ ეს ყველაფერი ჩემი დედამთილის დაგეგმილი იყო.

  • ეს ტყუილია! ანა მალე წავა! ის ჩვენთან მაქსიმუმ ერთი თვის მანძილზე იცხოვრებს.

ანამ ჩვენთან კიდევ ორი თვე იცხოვრა და არსად წასვლას არ აპირებდა. მე ეს ყველაფერი ძალიან მომბეზრდა. გადავწყვიტე, უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებელში მივსულიყავი და სიმართლე გამეგო.უბრალოდ გავოგნდი. საერთო საცხოვრებელი უნივერსიტეტთან ძალიან ახლოს მდებარეობდა. საერთო საცხოვრებელი სრულიად ნორმალური იყო და თავისუფალი ადგილებიც ჰქონდათ.

ანუ, ანა და ჩემი დედამთილი მთელი ამ ხნის განმავლობაში გვატყუებდნენ მე და გიორგის.სახლში მოვედი და ჩემს ქმარს ყველაფერი ვუამბე,ის ძალიან გაკვირვებული იყო, მომხდარის გამო. მე კიდევ ერთხელ მომიწია საერთო საცხოვრებელში წასვლა, რათა ანას ოთახის ამბავი მომეგვარებინა.ანას ოთახი მისცეს. საღამოს ჩემი დახმარება შევთავაზე ნივთების შესაგროვებლად.ამ დროს ჩემმა დედამთილმა გიორგის დაურეკა და მაგრად ეჩხუბა: შენი ცოლი რატომ ერევა ყველაფერში? მას ვინ კითხავს?დედამთილი ტელეფონში გაჰკიოდა, რომ მისი ქალიშვილი იქ დაიღუპება, სმას დაიწყებს და ნარკომანი გახდება!

გიორგი მიხვდა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე დედამისი უბრალოდა მას ატყუებდა და იყენებდა. ამის გამო, ის ძალიან განაწყენდა.სამი დღის შემდეგ ანა საერთო საცხოვრებელში გადავიდა.ახლა ჩემი დედამთილი ძალიან იშვიათად გვირეკავს. უკვე ასჯერ გვითხრა, რომ მისმა ბიჭმა საშინელი საქციელი ჩაიდინა და ის მისგან ამას არ ელოდა. თუმცა, ბოროტი და ძუნწი რძლისგან, ანუ ჩემგან, ელოდა!