ეფექტური მეთოდი საყინულით, რომელიც შალის ნივთებს გადაარჩენს

0
74

ლამაზი თბილი მაისურის შეძენისას დროთა განმავლობაში საკმაოდ უსიამოვნო სიურპრიზს ვაწყდებით – ბუსუსების კვალი, რომელსაც ნივთი ტოვებს. ზოგჯერ შალის სვიტერს ბუსუსები ცვივა და სხვა ნივთების, განსაკუთრებით შავი შარვლის გარეგნობას აფუჭებს. თუ მომაბეზრებელი ბუსუსების გაწმენდით დაიღალეთ, Paparazzi პრობლემის მოსაშორებლად ერთ ხრიკს გიზიარებთ. ასე აღარ იდარდებთ, როცა შალის სვიტერს დანარჩენ ნივთებთან ერთად შეინახავთ. ნივთებზე ბეწვი აღარ დარჩება და მათ მოსაშორებლად წებოვანი ლენტის გამოყენება არ მოგიწევთ. ყველაფერი მარტივია.

ცივი მეთოდი – თუ ხედავთ, რომ შალის სვიტერს ბუსუსი ძალიან ცვივა, მისი ჩაცმა არ იჩქაროთ, რომ განწყობა არ გაიფუჭოთ. პირველ რიგში, ერთი ხრიკი გამოიყენეთ. შალის მაისური საჭირო ზომის პარკში ჩადეთ. მჭიდროდ შეკარით. ეს საჭიროა, რომ სვიტერი საყინულეში პროდუქტების სუნით არ გაიჟღინთოს.

პარკი საყინულეში 3-4 საათით შეინახეთ. თუ მაისური სხვა ნივთებზე ბევრ ბუსუსს ტოვებს, მაშინ სიცივეში მთელი ღამე გააჩერეთ. შემდეგ პარკიდან ამოიღეთ, გაშალეთ და სვიტერს გათბობა აცადეთ, რომ მისი ჩაცმა შეძლოთ. ასეთი დამუშავების შემდეგ ბუსუსების შეგროვება აღარ მოგიწევთ. დაძლევთ შიშს, რომ შალის მაისური სხვადასხვა ზედაპირზე კვალს დატოვებს და უხერხულობაში ჩაგაყენებთ.

სასარგებლოა იცოდეთ – ეფექტის გასაძლიერებლად დამატებით დაამუშავეთ ნივთი, რომლის ჩაცმას შალის სვიტერთან ერთად აპირებთ. მას ტანსაცმლის ანტისტატიკური სპრეი შეასხურეთ. ასე ბუსუსები ვერ შეაშინებს.

ამ ხრიკის ეფექტურობა აუცილებლად გამოსცადეთ, თუ შალის სვიტერს თქვენი გეგმა ერთხელ მაინც ჩაუშლია. შალის ნივთები მომაბეზრებელი ბუსუსებით თქვენს საქმიან შეხვედრას, პაემანს და სეირნობას ვეღარ ჩაშლის. შედეგი გარანტირებულია!