ფერების ინსტიტუტმა Pantone 2023 წლის მთავარი ფერი დაასახელა. ეს გახდა Viva Magenta 18-1750. ესაა კაშკაშა ვარდისფერი იისფერი ელფერით, რომელიც წითელი და შინდისფერი ჩრდილების ოჯახს მიეკუთვნება. ნიუ–იორკში მოდის ჩვენების შემდეგ წლის 10 ტრენდული და 5 ძირითადი ფერი დაასახელეს. Paparazzi გიამბობთ, რომელ ფერებში შეარჩიოთ სამოსი კურდღლის წელში. „მთვრალი ალუბალი“, შინდისფერი, მარსალისფერი, ბურგუნდისფერი.
2023 წლის მთავარი ფერი – ფერების ინსტიტუტი Pantone 2000 წლიდან წლის მთავარ ფერს ირჩევს. ყოველწლიურად ფერების ექსპერტები მსოფლიოში ახალ ფერს ეძებენ. გართობის, კინოს ინდუსტრიის, ხელოვნების და ახალი მხატვრების კოლექციებს, მოდას, დიზაინის ყველა სფეროს და პოპულარულ ტურისტულ მიმართულებებს იკვლევენ. ზოგჯერ ფერის არჩევაზე ახალი ტექნოლოგიები, მასალები და ტექსტურები გავლენას ახდენს. ასევე მთელი პლანეტის ცხოვრების ახალი სტილი და სოციალურ–ეკონომიკური პირობები.
როგორც ცნობილია, 2022 წლის მთავარი ფერი გახდა Very Peri იასამნისფერი ელფერით. აი, 2023 წლის მთავარი ფერი გახდა კარმინისფერი წითელი ელფერი 18-1750, რომელსაც Viva Magenta უწოდეს. ნამდვილად თავდაჯერებულობის ფერია. არა აგრესიის, ის შედარებულია „მუშტთან ხავერდის ხელთათმანში“.
„ტექნოლოგიების ეპოქაში ბუნებიდან და რაღაც რეალურიდან შთაგონების აღებას ვცდილობთ. 18-1750 Viva Magenta წითელის ოჯახიდან არის და შთაგონებულია ბუჟღენდის წითელი ფერით, მსოფლიოში ცნობილი ერთ–ერთი ყველაზე ღირებული, ძლიერი და კაშკაშა ნატურალური საღებავით. 18-1750 Viva Magenta თავისი ფესვებით პირველყოფილთან მიდის, საწყისებთან გვაბრუნებს. 18-1750 Viva Magenta ენერგიით გვავსებს, შინაგან ძალას აძლიერებს“ – ამბობს ლეატრის ეისმანი, ფერების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ახალი ფერის შესახებ.
Pantone ახასიათებს ფერს, როგორც წითელის თამამი და გაბედული ელფერი, რომელიც ენერგიით და სასიცოცხლო ძალებით ჩქეფს. ეს ფერი გარდერობს შემატეთ, რომ ტრენდში იყოთ და ყველაფერი შეძლოთ.
ძირითადი ფერის გარდა 2023 წელს მოდაში იქნება ცეცხლოვანი წითელი, თამამი ფუქსია, ფორთოხლისფერი, ვარდისფერ–ატმისფერი, ღია ყვითელი, ნაზი ვარდისფერი, კლასიკური მწვანე, სალათისფერი, ლურჯი და ჭუჭყიანი ცისფერი. ასევე 5 პასტელური ფერი: ღია ფირუზისფერი, კრემისფერი ნუდი, ღია იასამნისფერი ნაცრისფერი ელფერით, ზეთისხილისფერი, რომელიც ღია ყავისფერში გადადის, და რძიანი შოკოლადის ფერი.
Pantone–ს ექსპერტები ამბობენ, რომ მათი არჩევანი განპირობებულია სურვილით შეგახსენოთ თავიდან მოპოვებული თავისუფლების და სიახლის წინაშე მღელვარების შესახებ. ცდილობდნენ შეექმნათ პალიტრა, რომელშიც შეიძლებოდა კონტრასტული სტილების შექმნა და ინდივიდუალურობის გამოხატვა.
მათი გადაწყვეტილებით დაიცვეს მიდგომა, რომელსაც უშიშარი შეიძლება ვუწოდოთ. „ეს ფერი ასახავს ახალ ეპოქას, რომელშიც შევდივართ. ჩვენ ვაერთიანებთ ესკაპიზმს და განწყობაში ექსტრემალური კონტრასტებისკენ სწრაფვას და ფერს რეალობასთან და ყოველდღიურ ცხოვრებასთან. გვსურს, რომ მასში ბევრი სიხარული იყოს“ – ამბობს ფერების ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი.
ვფიქრობთ, რომ ამ წელს Pantone–ის არჩევანი შესანიშნავია. ყველა ფერი თვალისთვის სასიამოვნო და საკმაოდ მოსახერხებელია. ძირითადი ფერები გარდერობში მარტივად შეგიძლიათ ჩართოთ, ხოლო კაშკაშა ფერებით ითამაშოთ, აქცენტად გამოიყენოთ. მაგალითად, ჩანთა, თავშალი.