დაქალის შვილმა ხელი მთხოვა. მიყვარს, მაგრამ მეშინია, რას იტყვის ხალხი

0
315

ნორმალურია, როცა ცოლი უფროსია, ქმარი უმცროსი? ტრადიციული ღირებულებების მომხრეები იტყვიან, რომ არა. ანა ასე არ თვლის. ქალი აპირებს დაქორწინებას მამაკაცზე, რომელიც მასზე ბევრად ახალგაზრდაა. საუკეთესო დაქალის ვაჟზე ქორწინდება. Paparazzi გიამბობთ, როგორ მოხდა მსგავსი რამ და რით დასრულდა.

„რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ვერ ვიტყვი, რომ რჩევა მჭირდება. თავიდან მოვყვები. 52 წლის ვარ, მაგრამ ახალგაზრდულად გამოვიყურები. ისე მოხდა, რომ გენეტიკურად გამიმართლა და მოზარდობის პერიოდიდან თავს ვუვლი. ჩემს თავზე ბევრ ფულს ვხარჯავ. ეს ამად ღირს, რადგან შედეგი სახეზეა. ჩემს ცხოვრებაში მამაკაცის გარეშე პერიოდი არ ყოფილა. ოჯახი არასდროს შემიქმნია, მაგრამ პირად ფრონტზე ყოველთვის სტაბილურად კარგად ვიყავი. ვაღიარებ, ასაკის მატებასთან ერთად უფრო ახალგაზრდა კაცებს დავუწყე ყურება. უბრალოდ არარეალური ძალით მიზიდავს. მათაც ჩემ მიმართ გრძნობები აქვთ. რომელიმე ბიჭთან ოჯახის შექმნაზე არასდროს დავფიქრებულვარ, მაგრამ ახლა ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა.

ერთი საუკეთესო მეგობარი მყავს. მასთან ერთად ჭირი და ლხინი გამოვიარე. როცა ბავშვი გაუჩნდა, არასოდეს მოვშორებივარ. ვხედავდი, როგორ იზრდებოდა მისი ბიჭი. შემდეგ საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა. მას შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს. კოტე გაიზარდა, დაკაცდა. ახლა 28 წლისაა და პატარა დედიკოს ბიჭი არაა, როგორც ადრე იყო. როცა წლების შემდეგ პირველად შევხვდი, მეტყველების უნარი დავკარგე. მასში იყო რაღაც მიმზიდველი. ის, რაც ადრე არც ერთ მამაკაცში მინახავს. არ შევიმჩნიე. მაინც დაქალის ვაჟია!

მე და თამარი თანატოლები ვართ, მაგრამ ჩემგან სრულიად განსხვავდება. ალბათ, დიდი როლი ითამაშა იმან, რომ თავად ბავშვი გააჩინა, მე არა. თამარს სილამაზის სალონები არ უყვარს. სახლში ზის და შვილიშვილს ელოდება. ძალიან სურს, რომ ბებია გახდეს. მე კი, თავად უკვე იცით!

როცა კოტე სამშობლოში დაბრუნდა, თამარმა დიდი წვეულება მოაწყო. მეც დამპატიჟა. იქ წლების შემდეგ პირველად ვნახე. როგორი გაოცებული ვიყავი, როცა გაირკვა, რომ დიდად არ ვახსოვდი. ან წლების შემდეგ უფრო გავლამაზდი ან მაშინ ყურადღებას არ მაქცევდა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. საღამო დასრულდა იმით, რომ კოტემ სახლში მიცილება შემომთავაზა. დამშვიდობებისას ლოყაზე გაუბედავად მაკოცა და მითხრა, რომ უფრო არაფორმალურ გარემოში საუბარს სიამოვნებით გააგრძელებდა. ოჰ, ის, რაც შემდეგ მოხდა, ჯობია არ იცოდეთ. დავიკარგე!

ერთმანეთს ჩუმად ვხვდებოდით. არ მინდოდა, რომ თამარს ჩვენს შესახებ გაეგო. ვიცოდი, რომ ვერ გაიგებდა. ხომ არ ვეტყოდი, რომ სტატისტიკის მიხედვით ქალი უფრო ბედნიერია, როცა ცოლი უფროსია, ხოლო ქმარი უმცროსი. არ დამიჯერებს. არადა რამდენი მაგალითია? ბევრი! რამდენიმე წლიანი სხვაობა წყვილს ერთმანეთის სიყვარულში ხელს არ უშლის. როგორც მე და კოტეს. ის 28 წლისა, მე – 52. მხოლოდ 24 წლიანი სხვაობაა. ხელი მთხოვა. ძალიან მინდა კაბა, ფატა, პოზიტიური ცვლილებები. არ ვთვლი, რომ უნდა მრცხვენოდეს, მაგრამ თამარის რეაქციის მაინც მეშინია.“

ამბობენ, რომ სიყვარულს ასაკი არ აქვს. ანამ ეს იცის და ვერ ხედავს ცუდს 24 წლით უმცროს მამაკაცთან ურთიერთობაში. თუმცა დაქალს ვერ უმხელს, რადგან იცის, ეს მათ მეგობრობას გაანადგურებს. უფრო სწორად, ასე ფიქრობს. და მაინც, მისი ცხოვრება გარკვეული ცრურწმენებით შეზღუდულია, მაგრამ ამის გამოსწორება შეიძლება!