ნივთები, რომლებიც მიწიდან არ უნდა აიღოთ, თუნდაც ძალიან გინდოდეთ

0
1182

„თუ ფულით სავსე საფულე იპოვე, გაფიცებ, სახლში არ მიიტანო!“ – მითხრა ერთხელ ბალახების მცოდნე ბებიამ ჩვენი სოფლიდან. „ზოგიერთ ნივთს ცხოვრების დანგრევა შეუძლია!“ – მაფრთხილებს ის. Paparazzi გიზიარებთ ნივთების სიას, რომლებიც მიწიდან არ უნდა აიღოთ, თუნდაც ძალიან გინდოდეთ. სხვისი ნივთის აღება აკრძალულია!

ბავშვობაში მშობლები მეჩხუბებოდნენ, როცა მიწიდან ყოველგვარ „ნაგავს“ ვიღებდი. ნაწილობრივ ეს დაკავშირებული იყო ბაქტერიებთან, რომელიც ნაპოვნ ნივთებთან ერთად შემეძლო მიმეღო. ნაწილობრივ შესაძლო უსიამოვნების შესახებ მაფრთხილებდნენ.

პირველ რიგში, პირადი ნივთები მფლობელის ენერგეტიკას ატარებს. უსიამოვნებები, ნეგატიური ფიქრები და პრობლემები, რომლებიც წინა მფლობელს აწუხებდა, ახალ მფლობელზე შეიძლება გადავიდეს. მეორეც, ნივთი ქუჩაში ჯადოსგან თავის დასაღწევად შეიძლება იყოს დადებული. სწორედ ამიტომ, ნაპოვნი ნივთი ბნელი ენერგიით სავსეა. თუ აიღებთ, ჯადო თქვენზე გადმოვა. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, თან ახალი ტექნოლოგიების ეპოქაში, ზოგიერთ ნივთს სპეციალურად ტოვებენ. მფლობელს თითქოს ნივთი ავიწყდება იმ იმედით, რომ ვინმე იპოვეს: ასე უსიამოვნების მოშორებას ცდილობს, წარუმატებლობა სხვაზე გადააქვს.

საუკუნეების წინ ჯადოქრები ხალხს აფრთხილებდნენ: ნაპოვნი რკინის ფული სამჯერ მეტ ძალას, მატერიალურ რესურსს და ჯანმრთელობას წაგართმევთ. მიწიდან აიღეთ, ანუ სიღარიბე ხელში აიღეთ! ქაღალდის ფულსაც სახლში უბედურების მოტანა შეუძლია. თუ ასეთი ფული თქვენს სახლში აღმოჩნდა, რაც შეიძლება მალე დახარჯეთ.

ჯვარი, რომელსაც ადამიანი ნათლობისას იკეთებს, მის ბედთან მჭიდრო კავშირშია. გამოდის, რომ სხვისი ჯვრის მორგებით, სხვის ბედს „იცვამთ“. ასე ადამიანის ყველა ქმედება, მისი ცოდვები თქვენი ხდება. თუ ქუჩაში ნემსი ან ქინძისთავი დაინახეთ, სავარაუდოდ, წინა მფლობელმა თავისი ამულეტი დაკარგა. ასეთი ნივთი ნეგატიური ენერგიით სავსეა, რადგან ყველა ენერგეტიკულ დარტყმას საკუთარ თავზე იღებს.

ჯადოსნურ რიტუალებში გასაღები ხშირად გამოიყენება უბედურების „ჩასაკეტად“, შემდეგ აგდებენ. ადამიანი, რომელიც ნივთს პოულობს, დახურულ კარს „აღებს“ და ცხოვრებაში უსიამოვნებას იზიდავს. აღმოჩენა განსაკუთრებით საშიშია, თუ გასაღები ტბასთან იპოვეთ. ოქრო და ვერცხლი ჯადოსნურ გავლენას ადვილად ემოქმედება, ამიტომ სამკაულს ჯადოსა და ავი თვალისთვის ხშირად იყენებენ. ბეჭედს, განსაკუთრებით ნიშნობის, ქუჩაში ტოვებენ, რომ პირად ცხოვრებაში პრობლემებს დაემშვიდობონ.

მობილური ტელეფონი, განსაკუთრებით გატეხილი ეკრანით, ჯადოს გადაცემის ახალი სახეობაა. ნივთის ამღებს სამსახურში, კომუნიკაციებსა და მეგობრებში პრობლემები შეექმნება. ასეთი აღმოჩენის შემდეგ სხვებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიძლება გაუარესდეს. ხელნაკეთი სათამაშო და თოჯინა, ე.წ. მოტანკა, ყველაზე საშიში ნივთია. ადამიანის შემცირებული გამოსახულება თოჯინის სახით კეთდება იმისთვის, რომ ზიანი მიაყენოს მას, ვინც სათამაშოს სახლში წაიღებს.

მთავარი მიზეზი, რატომ არ უნდა აიღოთ რაიმე პირადი ნივთი მიწიდან, იმაშია, რომ ასეთი ნივთები მფლობელის ენერგიას ატარებს. გამოდის, რომ აღმოჩენასთან ერთად მის ფიქრებს, პრობლემებს, უსიამოვნებებს მიიღებთ. ახლა იცით, როგორ მოიქცეთ, თუ ქუჩაში ფულით სავსე საფულე იპოვეთ. პირადად, მსგავსი ცრურწმენების მჯერა, თქვენ თავად გადაწყვიტეთ, როგორ გრძნობთ.