პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.ორი დღის წინ ჩემს დედამთილს დაბადების დღე ჰქონდა. მან ეს კარგ და ძვირადღირებულ რესტორანში აღნიშნა და უამრავი ადამიანი დაპატიჟა. არც მე და არც ჩემი ქმარი დაბადების დღეზე არ წავსულვართ. მე იმიტომ არ წავედი, რომ ცუდად ვიყავი, ჩემი ქმარი კი დედამისთან ნაჩხუბარი იყო. ის დარწმუნებულია, რომ დედამისი ცდება და ამიტომაც არ სურს ბოდიშის მოხდა. მეც ასე მგონია, რომ ჩემი დედამთილი ტყუის და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ქმარი სწორად იქცევა.
ჩემი დედამთილი დიდი ხანია რემონტს გეგმავს საკუთარ სახლში. რემონტი, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ის რემონტის გაკეთებას საკუთარი შვილის ფულით აპირებს. ის მოითხოვს, რომ ლექსო ფულითაც დაეხმაროს და თავადაც მიიღოს უშუალო მონაწილეობა რემონტის გაკეთებაში.
ჩვენ ზედმეტი ფული არ გვაქვს. ორ სესხს ვიხდით. ლექსოს უნდოდა, რომ კიდევ ერთი სესხი აეღო და რამე სხვა სამსახურიც მოეძებნა დამატებით. მე არ დავთანხმდი. ის ისედაც ბევრს მუშაობს და ძალიან იღლება. მე ქმარი მჭირდება, ჩვენს შვილებს კი – მამა. უქმეებზე მაინც ხომ უნდა იყოს სახლში. თუ ამ დღეებშიც იმუშავებს, მაშინ ჩვენ ერთად დროს საერთოდ ვერ გავატარებთ.
ზოგადად, მე ვთვლი, რომ თუ ჩემს დედამთილს დავეხმარებით, მაშინ ჩემს მშობლებსაც უნდა დავეხმაროთ. ეს სამართლიანი იქნება.
მე და ჩემმა ქმარმა გადავწყვიტეთ, რომ იმ ფულიდან, რომელიც მანქანის საყიდლად გვქონდა გადადებული, ექვს ათას ავიღებდით და სამ-სამ ათასს ჩვენს დედებს ვაჩუქებდით დაბადების დღისთვის. მათ შეუძლიათ ეს ფული რემონტისთვის გამოიყენონ.
ასეც მოვიქეცით. ჩემმა ქმარმა დედამისს ეს ფული დაბადების დღის წინა დღეს აჩუქა. მან მადლობა გადაუხადა და ისევ რემონტზე დაიწყო ლაპარაკი. ლექსომ აუხსნა, რომ ეს ფული სწორედ რემონტისთვის მისცა და ის მეტს ვეღარ მისცემდა და ვერც ფიზიკურად დაეხმარებოდა. სწორედ ამის გამო იჩხუბეს. ჩემი დედამთილი ყვიროდა, რომ მას ცოლი უკრძალავდა დედამისისთვის ფულის მიცემას. ყვიროდა, რომ ეს რემონტისთვის ძალიან მცირე თანხა იყო.
მაგრამ, ჩვენ ზედმეტი ფული არ გვაქვს, ჩვენ ორი სესხი გვაქვს გადასახდელი და ორი შვილი გვყავს. ზოგადად, ადამიანები არ იწყებენ რემონტს, როდესაც საამისო ფული არ აქვთ.ჩემმა ქმარმა და დედამისმა იკამათეს. ის მასზე ძალიან ნაწყენია და რესტორანში ამიტომ არ წავიდა.დაბადების დღის მეორე დღეს, დილაუთენია, ჩემმა დედამთილმა ლექსოს დაურეკა და უთხრა, რომ ის ცუდი და უმადური შვილია, უთხრა, რომ მან იმედები გაუცრუვა.
ჩემი ქმარი ამას არ ელოდა და კიდევ უფრო მეტად განაწყენდა დედამისზე.არც კი ვიცი, როგორ განვითარდება ჩვენი ურთიერთობა მომავალში. ბოლო დროს, ჩემი დედამთილი ძალიან უცნაურად და გაუგებრად იქცევა.