საზრიანმა მდგმურმა ფანჯრები დაათბუნა: ძველი ბინის მეორე სიცოცხლე

0
490

როგორ გავხადოთ ბინა უფრო თბილი ცივ ზამთარში? საკითხს უფრო კონკრეტულად შეხედეთ. Paparazzi გიზიარებთ საინტერესო ხრიკს, რომელიც ბინაში სითბოს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ლამაზი ფანჯრები – ხშირად, ფანჯრების იზოლაციის წესები ჩარჩოებთან მუშაობით შემოიფარგლება. ეს ხრიკი ყურადღებას მინაზე ამახვილებს. ალბათ, იკითხავთ, შეიძლება ძველ ფანჯრებში მინის დათბუნება? შეიძლება და გიამბობთ, როგორ. დაგჭირდებათ მაკრატელი, წყალი სპრეის ბოთლში, პაერ–ბუშტოვანი შესაფუთი რულონი. შესაფუთი რულონი ონლაინ შეგიძლიათ შეიძინოთ ან სპეციალურ მაღაზიებში იყიდოთ. საბედნიეროდ, დიდი მოთხოვნით არ სარგებლობს, ამიტომ მისი ფასი არ იკბინება.

ეფექტური ხრიკი – სასურველია, ფანჯრების მინები გაწმინდოთ, სანამ მის იზოლირებას დაიწყებთ. რა თქმა უნდა, ფირით დაფარული იქნება და ერთი შეხედვით, ასეთ ქმედებას აზრი არ აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რამდენ სინათლეს გაატარებს ფირაკრული მინა. შესაფუთი რულონი ჰაერის მსხვილი ბუშტებით მოძებნეთ. ასე ოთახში მეტი სინათლე შემოვა.

თქვენი მინის ელემენტები გაზომეთ და შესაფერისი ზომის ფირები გამოჭერით. ფირი ფანჯარას იდეალურად ეკვრის. ამაში წყალი დაგეხმარებათ. მინას ცოტა წყალი შეასხურეთ, რომ ფირი მიეკრას. თუ გარკვეული პერიოდის შემდეგ ფირი ჩამოვარდა, უბრალოდ მანიპულაცია გაიმეორეთ. თუ შესაფუთი ფირი თქვენს მინაზე არ მაგრდება, წყალს ცოტა გლიცერინი დაუმატეთ. სითხე მინას შეასხურეთ და ფირი მიაკარით. უარეს შემთხვევაში, ორმაგი სკოჩი გამოიყენეთ, რომ შესაფუთი ფირი მინაზე კარგად დააფიქსიროთ. სკოჩის პატარა ნაჭერი გადაჭერით, რომ შემდეგ მინიდან მისი ნარჩენების მოშორებაზე არ იწვალოთ.

საინტერესო სიახლე – სიტყვაზე, თანამედროვე ბაზარზე სპეციალური თბოსაიზოლაციო ფირები შეგიძლიათ იპოვოთ. ისიც მინაზე მაგრდება, მაგრამ ფანჯრიდან გახედვისას დამატებით დაბრკოლებას არ ქმნის. ასეთი მასალა გაცილებით ძვირია, ვიდრე ჰაერ–ბუშტოვანი შესაფუთი რულონი. გარდა ამისა, ასეთი შესაფუთი რულონი სხვადასხვა გზავნილიდან ან საფოსტო ნივთებიდან შეგიძლიათ შეაგროვოთ. თითქმის უფასო მათბუნებელი გამოვა.

ბინის იზოლაცია: აქცენტი ფანჯარაზე – ფანჯრების იზოლაციისთვის ერთ–ერთი საკმაოდ მკაცრი, მაგრამ ეფექტური მეთოდია ფანჯრების ფირით მთლიანად დაფარვა. ეს შიგნიდან შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ ხშირად გარედან კეთდება. თავად შეგიძლიათ აირჩიოთ ფირის სიმკვრივე, რომელიც ფანჯარას წვიმისა და ქარისგან დაიცავს. შემდეგ ფირი საჭირო ზომებზე დაჭერით და ფანჯრის ჩარჩოებზე პატარა ლურსმნით ან ავეჯის სტეპლერით დაამაგრეთ. ეს მეთოდი აუცილებლად გამოიყენეთ სოფლის ძველ სახლში, ფარდულში, საკუჭნაოში. ფანჯრები აუცილებლად დაათბუნეთ იქ, სადაც შინაური ცხოველები ცხოვრობს. მათ სითბოსა და კომფორტზე აუცილებლად იზრუნეთ.