2023 წელს რეტროგრადული მერკურით ვხვდებით. ის 29 დეკემბერს იწყება 18 იანვრამდე გრძელდება. საახალწლო გეგმები შეიძლება შეიცვალოს, საქმე შეფერხდეს, ხელმოწერილი დოკუმენტების და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადახედვა საჭირო გახდეს. ეს ცელქი მერკურის ყველა სიურპრიზი არაა. Paparazzi გიამბობთ, რას მოგიტანთ რეტროგრადული მერკურის პერიოდი.
რეტროგრადული მერკური 2023 წელს – 2022 წლის 29 დეკემბერს იწყება და 2023 წლის 18 იანვრამდე რეტროგრადული მერკურის პერიოდია. მერკური თხის რქის ნიშანშია. თავად თხის რქა გეგმაზე პასუხისმგებელია. გეგმები ნამდვილად შეიცვლება, თან ყველაზე მოულოდნელად.18 იანვრის შემდეგ საქმე ნელ–ნელა წინ წაიწევს, თუმცა მნიშვნელოვანი საქმე მხოლოდ 8 თებერვლიდან დაიწყეთ: სანამ მერკური არ დატოვებს ჩრდილის პერიოდს, სადაც ის ტრიალდება.
შეგახსენებთ, რომ მერკური ყველა სახის კომუნიკაციასთან კავშირშია. ესაა ზარი, შეტყობინება, მოძრაობა, ფრენა. ეს არის ინფორმაციის ათვისების, მოლაპარაკებების, საქმიანი ხელშეკრულებების დადების უნარი. მერკურს ეხება შეძენა და გაყიდვები (ვაჭრობა). რეტროგრადულ პერიოდში აქტივობა მცირდება, ბევრი დაწყებული საქმე ჩერდება, ხშირად დაწყებული საქმის დასრულება გარე მიზეზების გამო რთულდება.
ამ პერიოდში მიღებული დასკვნები საბოლოო არაა და განმეორებით გადახედვას და დამუშავებას საჭიროებს. წესები შეიძლება შეიცვალოს, კონტრაქტები გადაიხედოს, ვადები გადაიწიოს, დოკუმენტების გაფორმებისას სირთულეები წარმოიქმნას. ბუღალტურ აღრიცხვაში შეცდომის დაშვების ალბათობა იზრდება, მნიშვნელოვანი პუნქტები შეიძლება გამოგრჩეთ, ახალი მასალის ათვისება გაგიჭირდებათ. ახალ ადგილას და ახალი მიზეზით მივლინება ხშირად უშედეგოა, მოგზაურობაში ხშირია გაუგებრობა, რეისის დაგვიანება.
ამ პერიოდში კომუნიკაციის და ინფორმაციის გაცვლის სფეროში, შეთანხმებებში, გადაწყვეტილებებში, მარკეტინგში, მონაცემების დამუშავებასა და შენახვაში პრობლემებია მოსალოდნელი. ამ დროს ხშირია მუშაობის გაუმართაობა, საკომუნიკაციო კავშირების, ტრანსპორტის და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზიანება. ასევე დაუფიქრებელი შესყიდვები, საქონლის და ფულის დაბრუნების პროცესი დიდ დროს მოითხოვს.
კარგი პერიოდია დასაფიქრებლად, გადასაკეთებლად, გადასახედად. რემონტი შეგიძლიათ დაასრულოთ ან შეაკეთოთ, ხარახურა გადაყაროთ. სწავლა განაახლოთ ან ძველ სამსახურს დაუბრუნდეთ. ქონება გადააფასეთ. ბაზარი შეისწავლეთ, ივაჭრეთ, მაგრამ არ იყიდოთ (ფასდაკლებით ყიდვა შეიძლება). შეიძლება იპოვოთ ის, რაც დაკარგეთ. მაგალითად, დაკარგული ამანათი. შერიგება, ყოფილთან დაბრუნება, მოლაპარაკება შეიძლება, მაგრამ მნიშვნელოვან დოკუმენტებს ხელი არ უნდა მოაწეროთ. კარგია ბავშვობის საყვარელი ადგილის მონახულება, ძველ მეგობრებთან დარეკვა, დოკუმენტების გადახედვა და მანქანის ტექნიკური შემოწმება, შეცდომების გამოსწორება.
ყურადღება მიაქციეთ, რომ საქმე, რომლის დასრულებაც 12 დეკემბრამდე ვერ მოასწარით, შეიძლება 2023 წლის 7 თებერვლამდე გაგრძელდეს. 2023 წელს რეტროგრადული მერკურის პერიოდი 21 აპრილიდან 15 მაისამდეც იქნება (15°–დან 5°–მდე კურო), ასევე 24 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე (21°–დან 8°–მდე ქალწული) და 13 დეკემბრიდან 2024 წლის 2 იანვრამდე (8°–დან თხის რქა 22°–მდე მშვილდოსანი). თარიღები, როცა 2023 წელს მერკური რეტროგრადულია, ნეგატიურად აღიქმება და უარესისკენ მომზადებას გვაიძულებს. ასე არაა. ეს გამოცდის პერიოდია, რომლის ჩაბარებისას ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ.