ყველაზე იღბლიანი: რას მოგიტანთ წყლის შავი კურდღელი 2023 წელს

1658

მომავალი 2023 წელი ოჯახური ატმოსფეროთი მოცული იქნება. კარგი დროა პირად ცხოვრებაში საბედისწერო გადაწყვეტილებების მისაღებად და საცხოვრებლის საკითხის მოსაგვარებლად. 2023 წლის სიმბოლო წყლის შავი კურდღელია. საახალწლო ღამეს ფუმფულა ცხოველის გული შეგიძლიათ მოიგოთ. კარგ განწყობაზე მყოფი კურდღელი თითოეულს სიხარულს და ბედნიერებას მოუტანს. Paparazzi ასტროლოგის, ჩინური მეტაფიზიკის ექსპერტის, ელენა ეგოროვის პროგნოზს გიზიარებთ. გაიგეთ, რა გელით ახალ წელს და როგორ მოიზიდოთ წარმატება.

როგორი იქნება წყლის შავი კურდღლის წელი – კურდღლის წელი ჩინური ჰოროსკოპის 12 წლიან ციკლში მე-4 ადგილს იკავებს და აღმოსავლურ კალენდარში ყველაზე ბედნიერად ითვლება. კურდღლის მთავარი ღირებულება ოჯახია, ამიტომ ახალ წელს აქცენტი უნდა გააკეთოთ პირად ურთიერთობებზე, ახლობლებთან მეტი დრო გაატაროთ. თუ მეორე ნახევარს ეძებთ, ახალ წელს მისი შეხვედრის შანსი იზრდება. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ბედნიერ ქორწილს და ოჯახში მატებას ელოდეთ.

„ოჯახის მოყვარულობა კურდღლის ერთ–ერთი მთავარი თვისებაა. როგორც წესი, ბავშვების დაბადების ბუმი სწორედ კურდღლის წლებშია. 2023 წელი გამონაკლისი არაა“ – ამბობს ასტროლოგი.

საცხოვრებლის საკითხშიც წარმატებას ელოდეთ. ყველა, ვისაც საკუთარი საცხოვრებელი ჯერ არ შეუძენია, ახალ 2023 წელს მომგებიან შეთავაზებას მიიღებს. მოგზაურობისთვის კარგი დროა. ნათესავები, რომლებიც სხვა ქალაქში ცხოვრობენ, აუცილებლად მოინახულეთ. კურდღელი ნათესავებთან სიახლოვის სურვილს დააფასებს და წარმატებას მოგიტანთ. 2023 წელს მოულოდნელი კარიერული რყევები მოსალოდნელი არაა, მაგრამ შრომას და მონდომებას დააფასებს. ითვლება, რომ როცა წვეულებას კურდღელი მართავს, ადვოკატებს, მდივნებს, ხელმძღვანელი პირების თანაშემწეებს და მოსამართლეებს ძალიან უმართლებთ.

კამათი და სპონტანური გადაწყვეტილებები წარმატებას დააფრთხობს. ახალ წელს ყველა კონფლიქტი მარტივად, შეთანხმებით და კომპრომისზე წასვლით უნდა მოაგვაროთ. არ დაგავიწყდეთ, რომ 2023 წლის სიმბოლო კატაც არის. ეს იმიტომ მოხდა, რომ ჩინურ ენაში ორივე ცხოველი ერთი იეროგლიფით გამოისახება. ორივე ცხოველს მსგავსი ხასიათი აქვს. კატაც და კურდღელიც მარჯვე და ცნობისმოყვარეა, სიმარტივე და სახლის სიმყუდროვე უყვარს.

როდის დადგება კურდღლის წელი – ჩინური ჰოროსკოპი მთვარის კალენდართან მიბმულია, ამიტომ აზიის ქვეყნებში ახალ წელს უფრო გვიან აღნიშნავენ, ვიდრე ევროპაში. ზამთრის მზებუდობიდან მეორე ახალმთვარეზე აღინიშნება. აღმოსავლური ჰოროსკოპით კურდღლის წელი 2023 წლის 22 იანვარს იწყება და 2024 წლის 9 თებერვალს სრულდება.

ჩინურ ჰოროსკოპში 12 ცხოველი და 5 სტიქიაა, ამიტომ სრულიად იდენტური წლები ყოველ 60 წელიწადში ერთხელ გვხვდება. მანამდე წყლის შავი კურდღლის წელი 1963 წელს იყო, უფრო ადრე – 1903 წელს. ჩინური კალენდრის მიხედვით თითოეულ წელს მართავს სტიქია, რომელსაც გარკვეული ფერი აქვს:

  • ხე – მწვანე
  • წყალი – ლურჯი და შავი
  • ლითონი – თეთრი
  • მიწა – ჟანგმიწისფერი და ყვითელი
  • ცეცხლი – წითელი

გარდა ამისა, კენკტი და ლუწი წლებიც არსებობს. ისინი დომინანტი ენერგიის ტიპით განსხვავდებიან. ერთ პერიოდში დომინირებს აქტიური იანი (მამაკაცის სიმბოლო), მეორეში – პასიური ინი (ქალის სიმბოლო). მათი მონაცვლეობა ერთი და იმავე ელემენტის სხვადასხვა მხარის გამოვლენას ხელს უწყობს. ახალი 2023 წელი ინის ენერგიის გავლენის ქვეშ ჩაივლის, ამიტომ მშვიდი და ზომიერი პერიოდი გველოდება.

როგორ შევხვდეთ კურდღლის წელს – კალენდარში განსხვავებების მიუხედავად კურდღლის წელს 31 დეკემბრიდან 1 იანვრის ჩათვლით შეგიძლიათ შეხვდეთ. 2023 წლის სიმბოლოს ეს გაუხარდება. ახალი წლის მფარველი სტუმართმოყვარე და მხიარული ნიშანია, ამიტომ დღესასწაული ახლობლებთან ერთად გაატარეთ. ერთად მოემზადეთ. სადღესასწაულო სუფრაზე აქცენტი გააკეთეთ ბოსტნეულის სალათებსა და წასახემსებლებზე. ახალი წლის სიმბოლოს კურდღლის ხორცი არ გაახარებს, ამიტომ მასზე უარი თქვით. არ დაგავიწყდეთ, რომ ორმაგი წელია, ამიტომ კერძებით მეორე სიმბოლოც უნდა გაახაროთ. კატისთვის სუფრაზე თევზი გაიტანეთ. გაუხარდება, თუ ქათმის ან ღორის ხორცს მოამზადებთ.

რა ჩავიცვათ ახალ 2023 წელს – გახსოვდეთ, კურდღელს რთული და ზედმეტად მორთული სამოსი არ უყვარს. მოუხერხებელ სამოსს თავი აარიდეთ. დაივიწყეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ფეხზე გიჭერთ და მოძრაობაში ხელს გიშლით. რთული ვარცხნილობის გაკეთებაც არ ღირს. ახალი წლის ღამეს სველი თმის ეფექტს უპირატესობა მიანიჭეთ. საახალწლო ღამისთვის შეარჩიეთ რბილი მასალის კომფორტული ტანსაცმელი. აქსესუარებით არ გადატვირთოთ. თუ ძალიან გსურთ, წყლის სტიქიის, მაგალითად, ბზინვარე ელემენტის მქონე სამკაული შეარჩიეთ.

შავი სამოსი შეგიძლიათ ჩაიცვათ. თუ კლასიკური სტილი მოგწონთ, თეთრ ან ნაცრისფერს კაბას და კოსტუმს გადახედეთ. კურდღელს ვარდისფერი, წითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი სამოსი მოეწონება. სამოსის არჩევისას მეორე სიმბოლოც უნდა გაითვალისწინოთ. არსებობს ნიშანი: სამფერიანი კატის დანახვა წარმატების მომტანია. თუ შეძლებთ, წითური, თეთრი და შავი ელემენტებით სამოსი ააწყვეთ. ახალი წლის სიმბოლო შემოქმედებით მიდგომას დააფასებს და საქმეში დაგეხმარებათ.

„ტანსაცმელში სასურველია ფერებია შავი, ლურჯი, ცისფერი, მწვანის ნებისმიერი ელფერი. კარგია პასტელური, ნატურალური, ბუნებრივი ფერები. ტანსაცმელი მძივებით ან ბზინებით შეგიძლიათ გააფორმოთ. სამკაული ტალღოვანი ან არასწორი აბსტრაქტული ფორმის შეარჩიეთ. სტილს იდუმალება და სექსუალურობა შემატეთ“ – გირჩევთ ასტროლოგი.

რა ვაჩუქოთ ახლობლებს კურდღლის წელს – მისაღებია საჩუქრები, რომლებიც სახლს უკავშირდება და ყოფას უფრო კომფორტულს ხდის. მაგალითად, ჩაის სერვიზი, ბალიში, რბილი პლედი, ნახატი და ფოტოს ჩარჩო. კეთილ კურდღელს ხელნაკეთი საჩუქარი გაუხარდება. შემოქმედებაში შეზღუდვა არაა. მისალოცი ბარათი გააკეთეთ, ინტერიერის სათამაშო შეკერეთ, პანო ან გაზეთიდან ამოჭრილი დეტალებით და ფოტოებით სასაცილო კოლაჟი გააკეთეთ. ახალი წლის სიმბოლო დააფასებს, თუ საჩუქრად ჯანჯაფილის თაფლაკვერს გამოაცხობთ, ლამაზად შეფუთავთ და გემრიელი ჩაის ნაკრებთან ერთად საჩუქრად გადასცემთ. კურდღელს მისი ფორმის საჩუქარი გაახარებს. მაგალითად, აქსესუარი საყვარელი კურდღლის ფორმით, ტანსაცმელი და სამკაული.

ახალ წელს საჩუქრად არ აირჩიოთ მაგნიტები სურვილებით, ვაფლის პირსახოცი საახალწლო პრინტით, სანთებელა, ჰიგიენის საშუალება და სამზარეულოს საჩუქრები (ქვაბი, ტაფა და ა.შ.)

როგორ მოვიზიდოთ წარმატება ახალ 2023 წელს – კურდღელი სისუფთავის მოყვარული ცხოველია, ამიტომ ახალი წლის დადგომამდე სახლი იდეალურად დაალაგეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში სიმბოლო სახლში არ შემოვა და ბედნიერებას არ მოგიტანთ. სახლის მორთვაზე წინასწარ იზრუნეთ. გამხმარი ყვავილები კეთილდღეობას და ფულს მოგიტანთ. გასაფორმებლად მწიფე ხორბალი ან ჭვავი გამოიყენეთ. სახლი ცოცხალი ყვავილებით შეგიძლიათ გააფორმოთ. წარმატების მოსაზიდად საახალწლო სუფრაზე კურდღლის სტატუეტი დადეთ. ფინანსური კეთილდღეობისთვის შეიძინეთ ცხოველის ფიგურა, რომელიც მონეტაზე ზის, და ფანჯრის რაფაზე დადეთ.

ახალ წელს კამათისა და სკანდალის თავიდან ასაცილებლად შეიძინეთ კურდღლის ფიგურა, რომელსაც პირი ზემოთ აწეული აქვს. ის მფლობელს მოთმინებას და მოსმენის უნარს მიანიჭებს. ახალ წელს ბიზნესში წარმატებისთვის შეიძინეთ კურდღელი, რომელსაც თათებით სტაფილო უჭირავს. სახლის გასაფორმებლად კურდღლის ფიტული არავითარ შემთხვევაში გამოიყენოთ.

კურდღლის წელში დაბადებული ადამიანების დახასიათება – კურდღლის წელში დაბადებულ ადამიანს დიდი შემოქმედებითი პოტენციალი აქვს. ხელსაქმისა და ხატვისკენ მიდრეკილია. სხვებს კარგად უგებს და ყველგან კუთხეების მომრგვალებას ცდილობს. კონფლიქტურ სიტუაციაში კომპრომისს ეძებს. „ნებისმიერი სიტუაციის მოსაგვარებლად ოპტიმალურ და მშვიდობიან მეთოდს ეძებს. აგრესიას და ძალადობას ვერ იტანს. მშვიდია და სხვებს ეხმარება“ – ამბობს ექსპერტი ელენა ეგოროვა.

კურდღლის წელში დაბადებული ადამიანი ყურადღებიანი, ნაკითხი და განათლებულია. სალაპარაკო ყოველთვის აქვს. დეტალებს დიდ ყურადღებას აქცევს და ახლობლების გახარებას ცდილობს. კურდღლის წელში დაბადებული ბავშვი თავდაჯერებული, იღბლიანი და ძლიერი ინტუიციის მქონეა.

კურდღლის წელში დაბადებულია ბევრი ნიჭიერი და ცნობილი ადამიანი: მეცნიერები ალბერტ აინშტაინი და მარი კიური, მომღერლები ედიტ პიაფი და უიტნი ჰიუსტონი, რეჟისორი კვენტინ ტარანტინო, მსახიობი ბრედ პიტი, მწერალი ჯორჯ ორუელი, ფეხბურთელები დევიდ ბექჰემი და ლიონელ მესი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს