მე და ჩემს მეუღლეს აუტანელი შვილიშვილები გვყავს. მათი დანახვა აღარ გვინდა

2192

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – მამაკაცი საკუთარ შვილიშვილებზე საუბრობს.მე და ჩემი მეუღლე ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდით. არ ვიცი, იქნებ, თავადაც ვართ ამაში დამნაშავე. შესაძლოა, დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ ჩვენი ქალიშვილის აღზრდისას რაიმე შეცდომა დავუშვით.

აი, რაშია პრობლემა: მე არ მიყვარს ჩემი ცელქი და გაუგონარი შვილიშვილები და არ მსურს მათი ჩემს სახლში დანახვა.ელენეს გათხოვების შემდეგ, მე და ჩემი ცოლი მოუთმენლად ველოდით მომენტს, როდესაც ბებია და ბაბუა გავხდებოდით. დარწმუნებულები ვიყავით, რომ ძალიან კარგი ბებია და ბაბუა ვიქნებოდით. ამიტომ, როდესაც ჩვენმა ქალიშვილმა თავისი ორსულობის შესახებ შეგვატყობინა, ძალიან გაგვიხარდა. ხოლო, როდესაც გავიგეთ, რომ ის ტყუპებს ელოდებოდა, ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

შვილიშვილების დაბადების შემდეგ მე და ჩემი მეუღლე ჩვენს ქალიშვილის როგორც შეგვეძლო, ისე ვეხმარებოდით. შვილიშვილები ოდნავ წამოიზარდნენ და ახლა ჩვენს ქალიშვილს უქმეებზე ისინი ჩვენთან მოჰყავს.ახლა ნიკა და გიგა 7 წლისები არიან. მე და ჩემი მეუღლე შეშინებულები ველოდებით შაბათ-კვირას. რატომ? იმიტომ რომ ამ დღეებში ჩვენთან ჩვენი შვილიშვილები მოდიან – ძალიან ცელქი და გაუგონარი ბავშვები.

კვირას, როდესაც მშობლებს ისინი სახლში მიჰყავთ, ჩვენი ბინა ბრძოლოს ველს გავს. ისინი ჩვენთან ყველაფერს აკეთებენ, რაც მოესურვებათ. ყველგან დაძვრებიან, ყველაფერს აფუჭებენ. სახლში ფეხბურთს თამაშობენ. ვეუბნებით, რომ შეწყვიტონ, მაგრამ არაფრად გვაგდებენ.

რა აღარ ვცადეთ მე და ჩემმა ცოლმა, ვცდილობდით, რომ მათთვის საუბრით აგვეხსნა, მაგრამ ვერაფერს ვაგებინებდით. ამის შემდეგ მათი დასჯა დავიწყეთ, მაგრამ ჩემმა ქალიშვილმა ეს აგვიკრძალა. ამ შემთხვევაში, როგორ გავუმკლავდეთ?

ცოტა ხნის წინ 1000 ლარი დაგვეკარგა. ალბათ დამეთანხმებით, რომ შვიდი წლის ბავშვებისთვის ეს საკმაოდ სოლიდური თანხაა. ბიჭები გვიმტკიცებენ, რომ მათ ეს ფული არ აუღიათ. მაგრამ, მათ გარდა ამ ფულს ვერავინ აიღებდა! უბრალოდ, ჩვენთან სხვა არავინ მოდის! ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფული სწორედ ჩვენმა შვილიშვილებმა აიღეს.მოთმინება ამომეწურა და ჩემს ქალიშვილს ვუთხარი, რომ თავისი შვილები ჩვენთან აღარ მოეყვანა. თავად გაზარდოს, ისინი ხომ მისი შვილები არიან.

ვშიშობ, რომ ჩვენს სახლს დაანგრევენ. თუ ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ ეს ურჩი ბიჭები აღვზარდოთ, მაშინ ეს მათმა მშობლებმა გააკეთონ. თუ არასწორად აღზრდიან, საკუთარ თავს დააბრალონ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს