მოპარულ ბედნიერებას ჯერ არავინ გაუბედნიერებია

315

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდლ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე ლალი მქვია. ახლა 32 წლის ვარ. ლაშა 12 წლის წინ გავიცანი. ის დაქორწინებული იყო და ორი შვილი ჰყავდა. ეს ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ისე შემიყვარდა, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. მისი ცოლის გრძნობებზე და იმაზე, რომ ბავშვები მამის გარეშე დარჩებოდნენ, საერთოდ არ მიფიქრია.

მე მხოლოდ საკუთარ თავსა და საკუთარ გრძნობებზე ვფიქრობდი. დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჩემს ქმართან ერთად ცხოვრება დიდი შეცდომა იყო, ისევე როგორც ის, რომ ჩემი საყვარელი მამაკაცი სხვა სხვა ქალზე იყო დაქორწინებული.მე და ლაშა ერთმანეთს ერთი წლის განმავლობაში ვხვდებოდით. მე ვეღარ გავუძელი და ჩემს ქმარს ყველაფერი ვუთხარი. განქორწინება მოვთხოვე. ქმარი მემუდარებოდა, რომ არ მიმეტოვებინა და მემუქრებოდა, რომ სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა. ძალიან მებრალებოდა, მაგრამ განქორწინებაზე უარი არ მითქვამს.

ჩვენ დავშორდით. ლაშამ ჩემთვის ბინა იქირავა. მას ვარწმუნებდი, რომ ცოლს გაშორებოდა. მინდოდა, რომ მხოლოდ ჩემთან ყოფილიყო.ორი თვის შემდეგ, მისმა ცოლმა ყველაფერი გაიგო. ის ცდილობდა ქმრის დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა და ის დანებდა. ნივთები ჩაულაგა და სახლიდან გამოაგდო.

ლაშა, რა თქმა უნდა, ჩემთან მოვიდა. რომ იცოდეთ, რა ბედნიერი ვიყავი: ბოლოს და ბოლოს, ჩემი საყვარელი მამაკაცი მხოლოდ მე მეკუთვნოდა. ლაშას თავისი შვილები არ მიუტოვებია. ხშირად მიდიოდა მათთან და ფულით ეხმარებოდა.მე და ლაშა დავქორწინდით. ის შესანიშნავი  მეუღლე იყო: ყურადღებიანი, მოალერსე და ნაზი.ცოტა ხანში გოგონა შემეძინა. ძალიან ბედნიერი ვიყავი! ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ერთი პრობლემა გაჩნდა: ლაშამ სმა დაიწყო. ჩვენ ამ პრობლემას, როგორც შეგვეძლო ისე, ვებრძოდით.

ჩვენი ქალიშვილი ორი წლის იყო, როდესაც საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედით. შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემი ქმრის სასიყვარულო მიმოწერა ვიღაც ქალთან. ეს ჩემთვის საშინელი დარტყმა იყო. ვერ ვიჯერებდი, რომ ლაშა მღალატობდა, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ვუყვარდი და ჩემს გარდა არავინ სჭირდებოდა. მე მას ძალიან ვენდობოდი.

ლაშამ ყველაფერი აღიარა და დამპირდა, რომ იმ ქალს აღარ შეხვდებოდა. გავიდა დრო. ლაშა იმ ქალს არ დაშორებულა, მე ეს საშინელ ტკივილს მაყენებს.მხოლოდ ახლა მივხვდი, რა ჩავიდინე. ჩემი ოჯახი დავანგრიე და ჩემს ქმარს ტკივილი მივაყენე. ლაშაც ოჯახიც დაინგრა და მისმა ცოლმაც დიდი ტკივილი გადაიტანა, ბავშვებიც მამის გარეშე დარჩნენ. ახლა კი ამის გამო თავად ვიტანჯები. კიდევ კარგი, რომ ჩემმა ქმარმა კარგი გოგო გაიცნო და დაქორწინდა. მათ ბიჭი შეეძინათ.

ჩემი მშობლები ძალიან მკაცრად მზრდიდნენ, რატომ არ დაუჯერე მათ რჩევებს? ძალიან მტკივნეულია იმ ფაქტის გაცნობიერება, რომ ჩემი ქმარი სხვა ქალს ხვდება.ტკივილი, რომელიც სხვა ადამიანებს მივაყენე, ბუმერანგივით დამიბრუნდა.ეკლესიაში დავიწყე სიარული, იქ თავს უკეთესად ვგრძნობ.ახლა მესმის, რომ ლაშა თავის ცოლს არ დაშორდებოდა, მას რომ არ გამოეგდო.

ყველაფერს ვითმენ და ვლოცულობ. თავად ვარ ყველაფერში დამნაშავე.ჩემი ქმრის საყვარელს შეტყობინება მივწერე. მივწერე, რომ ჩემი ქმარი ძალიან მიყვარდა და ვთხოვე, რომ ჩვენი ოჯახი არ დაენგრია.მან მომწერა, რომ ჩემი მშვენივრად ესმოდა, რადგან ქმარი მასაც ღალატობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და იგი მას ამიტომ დაშორდა. მან პატიება მთხოვა. თუმცა, ცოტა ხანში მომწერა, რომ ლაშა თავად გადაწყვეტდა ვისთან იცხოვრებდა. აი ასე.

ქმრის ღალატს განიცდიდა, თუმცა თავადაც ცოლიან მამაკაცს დაუკავშირდა. რას გაუგებ ადამიანს…გოგოებო და ქალებო, ნუ შეიყვარებთ ცოლიან მამაკაცებს! ნუ მიაყენებთ ტკივილს სხვა ქალს და ნუ დატოვებთ ბავშვებს მამის გარეშე! ეს ბედნიერებას არ მოგიტანთ. მოვა დრო და პასუხის გაცემა მოგიწევთ, რადგან ბუმერანგის კანონი არავის გაუუქმებია.

მოპარულ ბედნიერებას ჯერ არავინ გაუბედნიერებია!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს