2023 წლის სიმბოლო, მოუსვენარი კურდღელი ფხვიერი „გირჩებით“ აღფრთოვანებული იქნება

0
250

ფხვიერი ორცხობილა სუპერ მარტივად მზადდება: ყველაფერი აურიეთ, ლამაზი ფორმა მიეცით და ღუმელში მოათავსეთ. 20 წუთში არომატული და გემრიელი სადღესასწაულო ორცხობილა სუფრაზე თავს მოიწონებს. ორცხობილა „გირჩები“ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსებს 100%–ით მოეწონებათ. Paparazzi გიამბობთ, როგორ გამოაცხოთ საახალწლო ორცხობილა „გირჩები“ მოუსვენარი კურდღლისა და ხმაურიანი სტუმრებისთვის.

ინგრედიენტები:

  • 2 ს/კ თაფლი
  • 2 კვერცხი
  • 1 ჩ/კ თაფლაკვერის სანელებლები
  • 100 გ შაქარი
  • 120 გ კარაქი
  • 420 გ ფქვილი
  • 2 ჩ/კ გამაფხვიერებელი
  • 2 ჩ/კ ფორთოხლის ცედრა
  • მწიკვი მარილი და ვანილი

მომზადების წესი:

  1. რბილი კარაქი, კვერცხი, შაქარი, თაფლი, ვანილი და მწიკვი მარილი ათქვიფეთ.
  2. თაფლაკვერის სანელებლები და ფორთოხლის ცედრა დაუმატეთ. ფორთოხლის ცედრის ნაცვლად ლიმონის ან გრეიფრუტის ცედრა შეგიძლიათ გამოიყენოთ. აურიეთ. სანელებლებლად გამოგადგებათ დარიჩინი, კოჭა, ილი და მიხაკი. სანელებლები შეგიძლიათ არ გამოიტანოთ. ფქვილი და გამაფხვიერებელი დაუმატეთ.
  3. რბილი ცომი მოზილეთ. ხელზე არ უნდა გეწებებოდეთ. ცომის პატარა ნაწილს კაკაო შეგიძლიათ აურიოთ, რომ ყავისფერი ორცხობილა მიიღოთ.
  4. ცომის პატარა ნაწილები დააგუნდავეთ ისე, რომ ზომით ნიგოზზე ოდნავ დიდი იყოს. დანით გირჩის ფორმა მიეცით (დიაგონალურად).
  5. გირჩები საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ და კვერცხის გული წაუსვით. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 20 წუთით მომზადებამდე აცხვეთ.
  6. მზა ცხელ ორცხობილას შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით.

ასეთი ორცხობილა სტუმრებს ჭკუიდან გადაიყვანს. ყველა რეცეპტს მოგთხოვთ. ოჯახის წევრები ორიგინალური დესერტით გაახარეთ. ცომს ცოტა პიტნა შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე მწვანე გირჩებს მიიღებთ.