აირჩიეთ ქალი ყვავილების გვირგვინით და ნახეთ, რა ჯადოსნურ ძალას ფლობთ

0
806

ყვავილები ნებისმიერ ქალს ჯადოსნურ ძალას ანიჭებს. ერთხელ მეგობარმა სეირნობისას მოხუც ქალთან ულამაზესი თაიგული შეიძინა. გამიკვირდა და ახსნა ვთხოვე. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი საკუთარი თავისთვის ყვავილებს ხშირად ყიდულობს, რადგან ქორწინების გაძლიერებაში ეხმარება. მისმა ქმარმა შეამჩნია, როგორ ზრუნავდა ცოლი ახალ თაიგულზე და როგორ კარგ ხასიათზე დგებოდა მათი დანახვისას. ყველაფერი კარგად გაიაზრა და მას შემდეგ ცოლს ყვავილებს უმიზეზოდ ჩუქნის. მათი ცხოვრება საოცრად შეიცვალა. ქალის ენერგიის გაზრდამ მათ ცხოვრებაში ურთიერთგაგება და სიმდიდრე მოიტანა.

შეამოწმეთ, რამდენად ძლიერ ენერგიას ფლობთ და რა ძალა იმალება თქვენში. ფოტოზე მოცემული ქალებიდან ერთ–ერთი აირჩიეთ. დიდხანს არ იფიქროთ.

ყვავილების მაგია

  • ქერათმიანი ქალი თეთრი ვარდების გვირგვინით – თქვენში ძალიან ბევრი ენერგიაა. იმდენად ბევრი, რომ მზად ხართ, სხვებს გაუზიაროთ. რთულ წუთებში ცდილობთ, რომ სხვებს განწყობა აუმაღლოთ. არასდროს წუწუნებთ. ადამიანი თავად ირჩევს, რაზე გაამახვილოს ყურადღება. საზრიანი და მხიარული ქალები და კაცები პოზიტივზე ფოკუსირებას ირჩევენ, ნებისმიერი მოვლენის პოზიტიურად დანახვას ცდილობენ. ასე რესურს ინახავთ და სხვისთვის ყოველთვის საინტერესო და მიმზიდველი რჩებით. თქვენი ძალა ყველაფრის იუმორით დანახვის უნარია. ხშირად იხუმრეთ და ცხოვრება გამარტივდება.
  • ქალი კრემისფერი ვარდების გვირგვინით – კრემისფერი ვარდი სტაბილურობის მოყვარულს მოსწონთ. ცვლილებების გეშინიათ და ენერგიას კარგავთ, როცა ცხოვრებაში რაღაც მოულოდნელი ხდება. ბევრი ენერგია გაქვთ, მაგრამ სხვებისთვის გაზიარებას არ ჩქარობთ. მშვიდი და გაწონასწორებული ხართ. საქმეს ხარისხიანად, მაღალ დონეზე ასრულებთ. თქვენი ძალა ორგანიზების და დაგეგმვის უნარია. თქვენი დღის დეტალური განრიგი შეადგინეთ. ასე ენერგიას არ დაკარგავთ და სტაბილურობას შეინარჩუნებთ.
  • ქალი ყაყაჩოს გვირგვინით – ეს შემოქმედებითი ადამიანის არჩევანია. თქვენთვის შემოქმედებით მუშაობას და გარშემო სილამაზეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ენერგია ხშირად გიმთავრდებათ, მაგრამ თვითორგანიზაციის უნარის წყალობით ენერგიის შევსებას ახერხებთ. მასაჟი, ვარჯიში და სეირნობა ენერგიის სწრაფად აღდგენაში დაგეხმარებათ. თქვენი ჯადოსნური ძალა პრობლემის შემოქმედებითად მოგვარების უნარია. ეს ძალა ყოველდღიურად გამოიყენეთ, საქმე უჩვეულოდ შეასრულეთ. ასე ცხოვრებას უკეთესობისკენ შეიცვლებით და ბოლომდე გაიხსნებით.
  • ქალი ხელოვნური ყვავილების გვირგვინით – თუ ეს ვარიანტი აირჩიეთ, თქვენი ენერგია უკვე იწურება. როგორც კი განწყობის გაუარესებას და ენერგიის ამოწურვას შეამჩნევთ, სათანადო ზომები მიიღეთ, რომ ენერგეტიკული ბალანსი აღადგინოთ. მოიშორეთ მთელი ნეგატივი, რომელიც სუნთქვაში ხელს გიშლით. ეს ეკოლოგიურად გააკეთეთ, ოჯახში კამათის გარეშე. ზოგჯერ ტირილი სასარგებლოა. ცრემლებით მთელი დაღლილობა, დარდი მოიშორეთ. დარწმუნდით, რომ სითბოში ხართ, არ გშიათ და უსაფრთხოდ ხართ. ძირითადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შემდეგ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე იზრუნეთ. შთაგონებისთვის პირად წყაროს მიმართეთ. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ხალხის ისტორია, რომლებიც მძიმე წუთებში არ ნებდებიან. თქვენი ძალა ხალხის დახმარებაშია. რაც უფრო მეტს ეხმარებით, მით უკეთ გრძნობთ თავს. გახსოვდეთ: ჯერ საკუთარ თავზე იზრუნეთ, სანამ სხვების დახმარებას ეცდებით, რომ თავი უკეთ იგრძნოთ და კომფორტულად იცხოვროთ.