ექიმებმა თქვეს, რომ ბავშვს უბრალო გაციება ჰქონდა. ორ დღეში დედამ საკუთარი შვილი დამარხა…

191

ცოტა ხნის წინ, ტესი მაკელისტერს უბედურება დაატყდა თავს. ოთხი შვილის დედას საკუთარი ქალიშვილის დაკრძალვა მოუხდა და მას სიტუაციის გამოსწორება არ შეეძლოო. ამერიკელმა ქალმა ექიმებს მაშინ მიმართა, როცა ახალშობილ ქალიშვილს ტემპერატურა არ დაეწია.

პირველად, პატარა ბლეიკი ექიმთან სიცოცხლის მეხუთე კვირას მოხვდა. მაშინ ექიმებმა სიმპტომები ჩვეულებრივ გაციებას მიაწერეს და მშობლები სახლში გაუშვეს. ტესის დედობრივი ინტუიცია სულ სხვას ამბობდა, ამიტომ მეუღლეები მკურნალ ექიმთან გაემართნენ, რომელსაც არაერთი წელი იცნობდნენ.

სამწუხაროდ, მანაც კი ვერ შეძლო ბლეიკისთვის დიაგნოზის დასმა. რეალურად, ბავშვს შიგნიდან კლავდა რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსი, რომლის სიმპტომების გაციებას ჰგავს. ვირუსების ეს ტიპი იწვევს სასუნთქი გზების ინფექციებს, ბრონქიტსა და პნევმონიას.

როცა მშობლებმა შვილის დაავადების შესახებ გაიგეს, მაშინვე მიმართეს ადგილობრივ კლინიკას. აღმოჩნდა, რომ საავადმყოფო გადავსებულიყო გრიპის ეპიდემიის გამო. ამიტომაც, ექიმმა ჰანსმა წყვილი სახლში გაუშვა უთხრა, მეორე დილით მისულიყვნენ.

გაღვიძებისას, ახალგაზრდებს ექიმთან ვიზიტზე აღარ უფიქრიათ, რადგან უმცროს ქალიშვილს სიცოცხლის ნიშნები აღარ ჰქონდა. მაშინ ტესი მიხვდა, რომ ხელში გარდაცვლილი ბავშვი ეჭირა.

-“არასდროს ვაპატიებ თავს, რომ იმ ღამით დავიძინე.” – ამბობს გაუბედურებული დედა, რადგან ვერ შეძლო შვილის დახმარება და დაკარგა იგი. საავადმყოფოში თქვეს, რომ უბრალოდ ვერ გაუგეს ერთმანეთს, თორემ არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებდნენ სახლში ბავშვს, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებოდა.

ტესის კიდევ სამი მცირეწლოვანი გოგონა ჰყავს, რომლებიც მუდმივად ეკითხებიან, თუ როდის დაბრუნდება მათი და, ბლეიკი, საავადმყოფოდან. მშობლები სიტყვებს ვერ პოულობენ მომხდარის ასახსნელად…

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს