ახალი წელი ახლოვდება. დღესასწაულს კარგი განწყობით რომ შეხვდეთ, მომზადება უკვე უნდა დაიწყოთ. Paparazzi გთავაზობთ ფსიქოლოგიურ ტესტს, რომელიც თქვენი მდგომარეობის გამოვლენაში დაგეხმარებათ. შედეგი გაგაოცებთ და გაგახარებთ. წარმოიდგინეთ, რომ სტუმრად მიგიწვიეს. ახლობლები, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ, ერთ მაგიდაზე შეიკრიბნენ. ოთახი სავსეა თბილი სანთლებით, გირლანდების ციმციმით, მანდარინის და ახალი წიწვის არომატით. დიდი ბროლის სასალათეები მაგიდის ცენტრშია მოთავსებული. დაუფიქრებლად გვიპასუხეთ. რომელ სადღესასწაულო სალათს აირჩევთ მისართმევად?
სალათი მიმოზა – თუ ახალი „მიმოზა“ აირჩიეთ, გილოცავთ. შესაშური დახვეწილი სულიერი ორგანიზაცია გაქვთ. ალბათ, ლექსებს წერთ, ბლოგს მართავთ, ფოტოების გადაღება გიყვართ. სხვების ემოციების მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ. სხვებს ყოველთვის თანაუგრძნობთ და ეხმარებით, როგორც შეგიძლიათ. ბევრი მეგობარი, დიდი სანაცნობო წრე გყავთ, ხალხს იზიდავთ. ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ. შეგიძლიათ გახდეთ წიგნის ავტორი „როგორ შევაყვაროთ ადამიანს თავი 15 წუთში“. ლამაზად დგომა და თქვენი ტანის ღირსეულად ტარება იცით, ბუნებრივი სილამაზის არ გრცხვენიათ.
დღევანდელი რჩევა: ყვავილები იყიდეთ და ლამაზ ლარნაკში ჩადეთ (ეს უფრო ეხებათ ქალებს, რომლებიც კიდევ ერთ ქოთანს ან ნერგს სიამოვნებით შეიძენდნენ). არომატული სანთელი აანთეთ, მის ალს უყურეთ და დამამშვიდებელი არომატი შეისსუნთქეთ. ონლაინ მაღაზიებს ეწვიეთ და დაათვალიერეთ ნივთები, რომელთა შეძენა დიდი ხანია გსურთ (ყიდვა აუცილებელი არაა. ზოგჯერ ფსიქიკისთვის სასურველი ნივთების ყურებაც საკმარისია. მაშინვე თავს უკეთ იგრძნობთ).
სალათი „შუბა“ – წვნიან „შუბას“ ირჩევს ადამიანი, რომლისთვისაც ოჯახი მთავარი ღირებულებაა. მუდმივად ოჯახზე ზრუნავთ, მათი ცხოვრების გაუმჯობესებას ცდილობთ. მთელ ძალას ოჯახის კეთილდღეობაზე ხარჯავთ. ცუდი არაა, თუ ახლა მთელი თქვენი ოჯახი მხოლოდ ერთი კატაა. სულის სიღრმეში იცით, რომ ლოყებღაჟღაჟა შვილიშვილებს აუცილებლად შეხვდებით, რადგან თქვენი ცხოვრების გზა ამ ბედნიერი შეხვედრისკენ მიდის. ყველაფერი სახლში მიგაქვთ, მყუდროებაზე გიჟდებით, შეიძლება ითქვას, რომ შინაყუდა ხართ. გახსოვდეთ, რომ ზოგჯერ მოგზაურობა დიდი ენერგიით გვმუხტავს, ოთხ კედელში არ გამოიკეტოთ.
რჩევა თქვენთვის: მშვიდ მუსიკას მოუსმინეთ. თუ მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა იცით, დაუკარით (ოღონდ არ ითამაშოთ ოჯახის წევრების ნერვებზე, რომლებმაც ოთახში მთელი მთა გაურეცხავი ჭურჭელი დატოვეს ან ნივთები მიმოფანტეს. პატარა სისულელე აპატიეთ). თუ შესაძლებელია, ბუნების ხმას მოუსმინეთ, ზოგჯერ ყვავების ჩხავილიც შთაგონებას გვჩუქნის. იმღერეთ საყვარელი სიმღერა, კარაოკეს ვარიანტი საუკეთესოა. ასე თქვენი განწყობა ცამდე გაიზრდება.
სალათი „ოლივიე“ – ვინ არის მთავარი ოპტიმისტი? ამ სალათს ირჩევს მხოლოდ ის, ვისაც მოვლენების საუკეთესოდ დასრულების სჯერა. თქვენი დევიზი: „თუ თავს ცუდად გრძნობთ, დაფიქრდით მათზე, ვინც თქვენზე ცუდადაა!“ გასაოცარია, მაგრამ ეს წინსვლაში გეხმარებათ. სამყაროს მადლობას უხდით ყველაფრისთვის, რაც გაქვთ. ის კი მეტი სიურპრიზებით გპასუხობთ. დარწმუნებული ხართ, თუ რაღაც ისე არ დამთავრდა, როგორც ჩაფიქრებული გქონდათ, კარგია და უკეთეს შედეგს მოგიტანთ. უბრალოდ სხვა გზა გაქვთ. ცხოვრებას საინტერესო თავგადასავლად აღიქვამთ, ამის გამო სხვები გაფასებენ.
დღევანდელი რჩევა: თქვენი თავი სასიამოვნო სუნებით გაახარეთ. სხვადასხვა სუნამოს არომატი მორიგეობით შეისუნთქეთ. დააკვირდით, როგორი ნაზი არომატი აქვს ახალგახსნილ ყავას. სამზარეულოში სხვადასხვა სანელებლები აიღეთ და მათი არომატი შეისუნთქეთ (ძალიან ფრთხილად იყავით, ზოგ ადამიანს დარიჩინზე ალერგია აქვს). ყვავილების მაღაზიაში შეიარეთ და სხვადასხვა ყვავილის და თაიგულის სურნელი შეიყნოსეთ. ცხოვრება მშვენიერია და ყველაფრის მიუხედავად გრძელდება.
იმედი გვაქვს, ჩვენი საახალწლო ტესტი საინტერესო იყო. შეგახსენებთ, ახალი წლის სუფრაზე შუბა არ უნდა დადოთ. კირკიტა და საკმაოდ გულღრძო კურდღელი ამას არ მოითმენს. „შუბის“ დანახვისას ბეწვი ყალყზე დაუდგება. კურდღლის გულის მოსაგებად მოამზადეთ კორეული სტაფილო, სტაფილოს ღვეზელი, რომელიც არასდროს გაგასუქებთ, კურდღლის ფორმის წასახემსებლები. კურდღელი თქვენზე აუცილებლად იზრუნებს, უბრალოდ მასთან კონტაქტი უნდა დაამყაროთ.