ვერაფრით გადავაჩვიე ჩემი რძალი ჩემი ნივთების აღებას. ის იტყუება, რომ არაფერს იღებს, მაგრამ მე ვხედავ, რომ ეს ასე არ არის

0
462

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს.ყოველთვის ვფიქრობდი, რომ როდესაც ჩემი ბიჭი დაქორწინდებოდა მე კარგი დედამთილი ვიქნებოდი. თავდაპირველად ყველაფერი ზუსტად ასე იყო, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. ამ ყველაფერში ჩემი რძალია დამნაშავე. გიამბობთ, თუ რა ხდება ახლა.

ლექსომ ცოლად მოიყვანა გოგონა, რომელსაც ანა ჰქვია. ანა გაჭირვებული ოჯახიდან არის. მისი მშობლები მსმელები არიან, უფროსი ძმა ქურდობის გამო ციხეში ზის, დამ კი შვილი გააჩინა და მასთან ერთად სადღაც გაემგზავრა.თავად ანა ძალიან გამხდარი და დატანჯული გოგოა. მან სკოლის დამთავრების შემდეგ მაშინვე დაიწყო მუშაობა, რადგან სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.

ანა ძალიან მებრალებოდა. ქორწილი არ გადაგვიხდია. მე და ლექსოს მამა ძალიან დიდი ხანია ერთმანეთს დაშორებულები ვართ, მაგრამ ორივემ ერთად ორი საგზური შევიძინეთ ახალგაზრდებისთვის.

ლექსო და ანა ზღვიდან ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები დაბრუნდნენ.ჩვენ ერთად ვცხოვრობდით. როდესაც აცივდა და გათბობა ჯერ კიდევ არ იყო ჩართული, ლექსომ ანასთვის თბილი საღამური მომთხოვა. მე არ მინდოდა ჩემი საღამურის სხვა ადამიანისთვის მიცემა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. რძალს საღამური მივეცი, მაგრამ ერთი პირობით, რომ ლექსო ცოლს ახალს უყიდიდა და ჩემ საღამურს მე დამიბრუნებდნენ. მაგრამ… საღამური არ დამიბრუნეს.

მე ნივთი არ მენანება, მაგრამ ეს ჩემთვის არასასიამოვნო იყო.ამის შემდეგ ანამ უკითხავად ჩემი ხალათი ჩაიცვა. მე ვთხოვე, რომ ჩემი ხალათი აღარ ჩაეცვა. ის დამპირდა, რომ ამას აღარ გააკეთებდა, თუმცა ისევ იცვამდა. მე მას ზუსტად ასეთი ხალათი ვუყიდე, მაგრამ ის მაინც ჩემსას იცვამს. ეს საშინლად არ მომწონს.

ახლა ანა ჩემი ნებართვის გარეშე ჩემს კოსმეტიკურ საშუალებებს და სუნამოებს იღებს. როდესაც ვეკითხები, თუ რატომ აკეთებს ამას, ის მპასუხობს, რომ არაფრისთვის ხელი არ უხლია.არაფერს ვიტყოდი საკუთარი კოსმეტიკა რომ არ ჰქონოდა, მაგრამ მას ყველაფერი აქვს. მე და ლექსო მისთვის ყველაფერს ვყიდულობთ. მუდმივად ჩემს ნივთებს რატომ იღებს?!

მასთან ჩხუბი არ მინდა, მაგრამ ძალიან არ მომწონს ის, რაც ხდება. და კიდევ, ძალიან არ მომწონს ის ფაქტი, რომ ის მუდმივად ცრუობს და ამბობს, რომ ჩემი ნივთები არ აუღია.