ფენშუის წესები. რა უნდა დაალაგოთ სახლში ახალ 2023 წლამდე, რომ ფული მოიზიდოთ

2169

როგორ აღვნიშნოთ ახალი კურდღლის წელი ისე, რომ მთელი წელი სიმდიდრესა და წარმატებაში ვიბანაოთ? მდიდრებს საკუთარი საიდუმლოებები აქვთ, რომლებიც ბედნიერების ჩიტის დაჭერასა და სიუხვის რქის შევსებაში ეხმარებათ. Paparazzi გიამბობთ, რა უნდა დაალაგოთ სახლში 2023 წლამდე, რომ ფული მოიზიდოთ.

კურდღლის წელი – რეგულარული შემოსავალი რომ გქონდეთ და ფინანსებზე არ იდარდოთ, სახლი რეგულარულად უნდა დაალაგოთ. სხვათა შორის, ამის შესახებ ფენშუის ყველა ექსპერტი საუბრობს. ახალ წლამდე სახლის გენერალურად დალაგება და ხარახურის გადაყრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ფული რომ მოიზიდოთ, 2023 წლამდე რამდენიმე მნიშვნელოვანი ადგილი გაწმინდეთ. სამზარეულო, სააბაზანო ოთახი და დერეფანი ყოველთვის სუფთად უნდა იყოს. სახლის სისუფთავე კეთილდღეობის და ფულის მაგნიტია.

სახლში ფულის ზონები სისუფთავით უნდა ბრწყინავდეს. შემოსასვლელი და დერეფანი იდეალურად უნდა მოაწესრიგოთ. ხალიჩას მტვერი მოაშორეთ. თუ ძველი და დალაქავებული ხალიჩაა, ახალი შეიძინეთ. წითელი ან შინდისფერი ხალიჩა იყიდეთ. შემოსასვლელში ასეთი ფერი სახლში ფულს იზიდავს. დერეფანში მიმოფანტული გაუწმენდავი ფეხსაცმელები მოიშორეთ. ფეხსაცმლის კომოდი შეიძინეთ და ყველა წყვილი მასში შეაწყვეთ. სეზონური ფეხსაცმელი ყუთებში ჩააწყვეთ და კარადაში შეინახეთ. სარკე გაწმინდეთ და გასაღების ყუთზე იზრუნეთ. გასაღებს საკუთარი ადგილი უნდა ჰქონდეს.

წმინდა ადგილზე, სამზარეულოზე გადავიდეთ. დროის დიდ ნაწილს სწორედ აქ ვატარებთ: საჭმლის მომზადება, ტრაპეზი, გულითადი საუბრები მაგიდასთან. პატარა, მაგრამ ფუნქციურ სამზარეულოში წესრიგის შენარჩუნება რთულია, თუმცა შესაძლებელი. დრო გამოყავით, რომ კარადები და მაცივარი გაწმინდოთ. ძველი, ვადაგასული, ზედმეტი და უსარგებლო მოიშორეთ. სანელებლების და კონსერვების თარიღებს გადახედეთ. ზედმეტი დანა–ჩანგალი და ჭურჭელი შეინახეთ. არანაირი გამხმარი ყვავილი სამზარეულოში. ნიჟარაში გასარეცხი ჭურჭელი არ დააგროვოთ. ქურის სისუფთავე შეინარჩუნეთ. ასე ფულს მოიზიდავთ და სიმყუდროვეს შექმნით. სახლში ნაგავი არ დააგროვოთ. რაც შეიძლება ხშირად გარეთ გაიტანეთ. ძველი შეფუთვები არა მხოლოდ უსიამოვნო სუნს ქმნის, არამედ ფენშუის მიხედვით სახლიდან დადებით ენერგიას აქტიურად შთანთქავს.

ახლა სააბაზანო ოთახი. იქ წესრიგი უნდა იყოს. ამ ზონაში მტვერი, ჭუჭყი და საპნიანი ზოლები არ დაუშვათ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოჯახის წევრი სისუფთავის შენარჩუნებას ცდილობდეს. ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ სააბაზანო ოთახში ჭუჭყი და მიკრობები ფულს და ფინანსურ კეთილდღეობას აფრთხობს. უზრუნველყეთ, რომ სახლში ყველა სანტექნიკა გამართულად მუშაობდეს. თუ ონკანიდან წყალი ჟონავს, ახლით ჩაანაცვლეთ.

ერთ–ერთი მნიშვნელოვანი წესი ისაა, რომ სიმდიდრის ზონა სუფთა, განიავებული და კარგად განათებული უნდა იყოს. ამისთვის გადაყარეთ ყველა ხარახურა, ძველი და უსარგებლო ნივთი. გატეხილი ნივთები შეაკეთეთ. თუ სახლში რაღაც ჭრაჭუნობს, შეზეთეთ ან შეაკეთეთ. კარის, კარადის და ტუმბოს ანჯამების შეზეთვის დროა. ძველი ჭრაჭუნა იატაკის შეცვლაზე დაფიქრდით. მომავალი კეთილდღეობისთვის კარგი ინვესტიციაა. ითვლება, რომ ჭრაჭუნი ფულს აფრთხობს, ჩვენ ეს არ გვჭირდება.

ფუმფულა კურდღელი სისუფთავეს აფასებს. მთელი წელი სიმდიდრეში რომ იცურაოთ, არ იზარმაცოთ და სახლში ეს ადგილები დაალაგეთ. ფული ენერგიაა, ამიტომ მის მოძრაობას ხელს არაფერი უნდა უშლიდეს. ყველა ონკანი შეაკეთეთ, რადგან მუდმივად მწვეთავი წყალი თქვენს კეთილდღეობას რეცხავს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს