ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ასე ძალიან შემჯავრდებოდა ჩემი საუკეთესო მეგობრის ქალიშვილი

11291

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ პრობლემაზე საუბრობს.ამას წინათ, ჩემი მეუღლე სახლში ძალიან გაბრაზებული დაბრუნდა და მაშინვე მითხრა:

  •  მე და შენ, ამ ქვეყნად ყველაზე საშინელი შვილი გვყავს! სწორედ ასე მითხრა დღეს შენმა საუკეთესო მეგობარმა, ნათიამ.

იმ დღეს გიორგის ეზოში ჩემი მეგობარი ნათია შეხვედროდა, რომელსაც მისთვის ჩვენს ქალიშვილზე საყვედური უთქვამს. მისი თქმით, ჩვენი ელენე ანას მუდმივად ჩაგრავს.ანა – ჩემი საუკეთესო მეგობრის ქალიშვილია. მე ეს ბავშვი არ მიყვარს.თქვენ ალბათ გაიფიქრეთ, რომ მე არ ვარ ნორმალური? არა! მე ნორმალური ვარ, ჩემი მეგობრის ქალიშვილი კი მართლაც უცნაურად იქცევა.

აი, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი.ნათიამ ჩემზე ხუთი თვით ადრე იმშობიარა. ორსულობის დროს ერთად ვსეირნობდით ხოლმე და იმაზე ვოცნებობდით, რომ ჩვენი შვილებიც ჩვენსავით იმეგობრებდნენ.ჯერ ანა დაიბადა, შემდეგ კი – ჩემი ელენე. მე და ნათია ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებოდით, მაგრამ მეგობრობას მაინც ვაგრძელებდით.

ზოგჯერ ბავშვები ჩემთან რჩებოდნენ და ნათია თავის საქმეებზე დადიოდა და ზოგჯერ პირიქით, ბავშვებთან ნათია რჩებოდა და მე მივდიოდი ჩემი საქმეების მოსაგვარებლად.უკვე დიდი ხანია მივხვდი, რომ ანა მზაკვარია, თვალთმაქცობს ხოლმე და ყოველთვის ცდილობს საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას.გგონიათ ვაჭარბებ? როგორ უნდა ითვალთმაქცოს 2 წლის ბავშვმა? სულაც არ ვაჭარბებ! ძალიან კარგად!

ელენე სხვა ბავშვებს ყოველთვის აძლევს თავის სათამაშოებს – ის ძუნწი არ არის. ანა კი აი როგორ იქცევა: ელენეს სათამაშოს ძალით ართმევს და სადმე მალავს. შემდეგ კი ბოროტი ღიმილით უყურებს, თუ როგორ ტირის ელენე და როგორ ეძებს თავის სათამაშოს.გავიდა დრო. გოგონები წამოიზარდნენ. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ანას და რამდენიმე სხვა ბავშვს სკოლის ეზოში კატა დაეჭირათ და აწვალებდნენ. თურმე კატა საცოდავად კნაოდა, ისინი კი იცინოდნენ.

მე და ჩემი მეუღლე ელენესთვის ყოველთვის კარგ სათამაშოებს ვყიდულობთ: თანამედროვეს და ხარისხიანს. ანა რომ მოდის, ყოველთვის საზიზღრობებს ამბობს ანას სათამაშოებზე.

  • რა ულამაზო სათამაშოა! მე ბევრად უკეთესი სათამაშოები მაქვს.

ნათიასთან ურთიერთობის გაფუჭება არ მინდა, მაგრამ ვეღარ ვიტან მის აუტანელ ქალიშვილს, უბრალოდ ძალა აღარ მყოფნის.ძალიან მომბეზრდა ის, რომ ანა მუდმივად ამცირებს და ატყუებს ჩემს გოგონას.ზოგჯერ ძალიან ცუდად იქცევა და მუდმივად თვალთმაქცობს. თანაც, ეს ძალიან ხშირად ხდება.მთელი ამ წლების განმავლობაში, ანას ჩემი ელენესთვის ერთი კარგი სიტყვა არ უთქვამს და არ შეუქია. ბავშვები უკვე 6 წლისები არიან.

და აი, ბოლო შემთხვევა. ბავშვები ოთახში თამაშობდნენ. უცებ ანა ოთახიდან გამოვარდა  და მაშინვე სახლში წავიდა. გავიგე, რომ მათ ეჩხუბათ და ანას პირველს შეეფურთხებინა ელენესთვის სახეში. ელენესაც იგივე გაუკეთებია.

ანა სახლში მივიდა და დედამისს სულ სხვა რამ უამბო. უთხრა, რომ ისინი ოთახში თამაშობდნენ და ელენემ პირველმა შეაფურთხა ანას. აი ასე.ნათია თავის შვილს ყოველთვის უჯერებს. დღეს კი ადგა და ჩემს ქმარს საყვედური უთხრა.ჩემი ქმარი დაჟინებით მოითხოვს, რომ მე და ელენემ მათთან ურთიერთობა შევწყვიტოთ. უბრალოდ, არ ვიცი, როგორ მოვიქცე.ერთხელ უკვე ვცადე ნათიასთან ანაზე დალაპარაკება, მაგრამ მას არავისი არ სჯერა და არავის მოსმენა არ უნდა.

ანას ხმის გაგონება აღარ შემიძლია. ძალიან ვწუხვარ, რომ მისი მავნე და საზიზღარი შვილის გამო, ჩემს მეგობართან აღარ ვიმეგობრებ. თუმცა, ჩემი შვილის სიმშვიდე ჩემთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს