ძალიან არ მომეწონა ჩემი სასიძო, რომელსაც არც მეგობრები ჰყავს, არც ეწევა, არც სვამს და თითოეულ თეთრს უფრთხილდება 

0
615

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ სასიძოზე საუბრობს.

ორი ქალიშვილი მყავს. უფროსი დიდი ხნის წინ გათხოვდა. მისი მეუღლე ჩვეულებრივი ბიჭია. მათ ერთი ბიჭი ჰყავთ. ისინი იმ ქალაქში ცხოვრობენ სადაც მისი ქმარი დაიბადა და გაიზარდა. ჩემი უფროსი ქალიშვილის მეუღლე ძალიან მომწონს და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ხშირად ვურეკავთ ერთმანეთს და საჩუქრებსაც ვუგზავნით.

დღეს მინდა გიამბოთ ჩემს უმცროს ქალიშვილზე და მის საქმროზე.ელენე 24 წლის არის, მან უნივერსიტეტი დაამთავრა და სამსახურში მოეწყო, სადაც ერთი ბიჭი გაიცნო. მას ირაკლი ჰქვია.ელენე და ირაკლი ერთმანეთს 1 წლის მანძილზე ხვდებოდნენ, შემდეგ კი – დაქორწინება გადაწყვიტეს. ელენემ საჭიროდ ჩათვალა, რომ თავისი რჩეული ჩვენთვის გაეცნო. მას შემდეგ, რაც მათ რეესტრში განცხადება შეიტანეს, ჩვენ ირაკლი სტუმრად მოვიწვიეთ.

ქალიშვილს ვკითხე, რა მომემზადებინა, მან კი მითხრა, რომ ყველაფერი საკუთარი სურვილის მიხედვით გამეკეთებინა და თქვა, რომ ისინი ძალიან მშივრები მოვიდოდნენ.მოვამზადე ის, რასაც ჩვეულებრივ ვამზადებ ხოლმე სადღესასწაულო სუფრებისთვის. გავაკეთე ორი სალათიც “ოლივიე” და “მიმოზა”.

არ ვიცოდი სპირტიანი სასმელებიდან რომელი უნდა მეყიდა და ამიტომ ვიყიდე ღვინო, შამპანიური და კონიაკი. რა თქმა უნდა, წვენიც ვიყიდე და ლიმონათიც.დანიშნული დროისთვის ყველაფერი მოვასწარი, სუფრა გავშალე და სტუმრებს ველოდი.ირაკლი და ელენე მოვიდნენ. მან სიამაყით გაგვაცნო თავისი საქმრო.ერთმანეთი გავიცანით და მაგიდას მივუსხედით. ჩემმა ქმარმა ირაკლის ჰკითხა:

  • რა დაგისხა?
  • არაფერი არ მინდა! მე არ ვსვამ და არც თქვენ არ გირჩევთ!

ეს უკვე არ მომეწონა. რატომ უნდა გვირჩიოს მან ზრდასრულ ადამიანებს, რა უნდა გავაკეთოთ და რა არა? ეს ლამაზი არ არის. თუ არ უნდა დალევა, ნუ დალევს, მაგრამ ჩვენ რჩევა არ გვიკითხავს. თავად გავერკვევით!მას არ მოეწონა ჩემი სალათი “მიმოზა”. თქვა, რომ სისულელეა კონსერვებით სალათის გაკეთება. ძალიან მეწყინა და ვუთხარი, რომ ეს სალათი ჩემს სტუმრებს ყოველთვის მოსწონთ.

“ოლივიეც” არ მიირთვა, რადგან მე ის ჩვეულებრივი მაიონეზით მქონდა მომზადებული და არა დიეტურით.მან მხოლოდ ბოსტნეული და პიურე გადაიღო.კატლეტიც არ მიირთვა და თქვა, რომ თევზის ჭამაა საჭირო, რადგან ის ხორცზე უფრო სასარგებლოა. ლიმონათი არ დალია, რადგან ის ძალიან მავნეა. მხოლოდ წვენი დალია.საკუთარი თავი იმით დავამშვიდე, რომ ჩემს ქალიშვილს უნდა ეცხოვრა მასთან და არა მე. რადგან ცოლად მიყვება, ესე იგი უყვარს და მზადაა ეს ყველაფერი ითმინოს.

ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ აივანზე  გასულიყო მოსაწევად. ჩემს სასიძოს არც ეს არ მოეწონა. რატომ? ის საკუთარ სახლშია და კვამლი არავის აწუხებს.საუბარი განვაგრძეთ. მის მიერ წარმოთქმული თითოეული სიტყვის შემდეგ – ის უფრო მეტად არ მომწონდა.აღმოჩნდა, რომ ის დედამისთან ერთად ცხოვრობდა. დედა გამცილებლად მუშაობდა მატარებელზე და როდესაც სახლში იყო, მხოლოდ თავისი პირადი ცხოვრებით იყო დაკავებული.

ირაკლი IT სპეციალისტია. ადრე ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობდა, ახლა კი სახლში მუშაობს. კარგი შემოსავალი აქვს. მაშინ, რატომ მოვიდა სტუმრად ხელცარიელი? არც ყვავილები, არც ტორტი არ უყიდია. ასე შეიძლება?ირაკლიმ სიამაყით გამომიცხადა, რომ ფულს დაზოგვა სჭირდება.

ქორწილზე დავიწყეთ საუბარი. ირაკლიმ სინანულით თქვა, რომ კაფეში უნდა შევიკრიბოთ, რადგან ელენეს ასე უნდა. მისი მხრიდან მხოლოდ დედამისი იქნება, ისიც ზუსტად არ იცის, რადგან მაგ დროსთვის შეიძლება სამსახურში იყოს.

მეგობრები არ იქნებიან. რატომ? იმიტომ, რომ მას არ ჰყავს. ჰყავდა ერთი მეგობარი, მაგრამ მასთან ნაჩხუბარია. ასე რომ, ქორწილში ნათესავები მხოლოდ პატარძლის მხრიდან იქნებიან და ამიტომ თანხა პატარძლის მშობლებმა უნდა გადაიხადონ. აი ასე.

მთელი საღამოს მანძილზე ჩემს სასიძოს ერთხელაც კი არ გაეღიმა. ვერ ვიგებდი, ასეთი ქედმაღალი იყო, თუ ასეთი პირქუში.ჩემი ქმარი დაინტერესდა, სად აპირებდნენ ცხოვრებას ქორწილის შემდეგ.ირაკლიმ თქვა, რომ თავის სახლში, რადგან დედამისი სახლში მუდმივად არ არის, სახლს კი დიასახლისი სჭირდება.

სუფრასთან ვიჯექი, ლიმონათს ვსვამდი და ჩემი ქალიშვილის მომავალს წარმოვიდგენდი: როგორ უმზადებდა იგი მას დიეტურ კერძებს და ის კი ამ დროს კომპიუტერთან იჯდა. ჩემი ქალიშვილის ცხოვრებაში არ იქნება არც დღესასწაული, არც სტუმრები, რადგან მისი ქმარი არ სვამს და მეგობრები სრულიად არ სჭირდება. ეს ყველაფერი რაღაცნაირად მოსაწყენია!

იქნებ რაიმე არ მესმის, მაგრამ, ჩემი აზრით, ჩემი სიძე ძალიან უცნაური ადამიანია. მგონია, რომ ჩემი შვილი მასთან ბედნიერი არ იქნება.და საერთოდაც, ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ასეთ ადამიანთან ცხოვრება. ის ძალიან ძუნწია და საშინელი ხასიათი აქვს. ის აქედანვე ცდილობს ყველაფერზე დაზოგვას, ელენეს საჩუქრებზეც, ქორწილზეც. მომავალში რა იქნება?

ჩემს მომავალ სიძეში კარგი ვერაფერი აღმოვაჩინე. რა მოეწონა ჩემს ქალიშვილს? რა იქნება მომავალში, არც კი ვიცი…