სანტექნიკოსმა მაჩვენა, როგორ ანადგურებს სარეცხ მანქანას კაფსულების არასწორი გამოყენება

0
454

დიდი ხნის განმავლობაში თეთრეულის გასარეცხად კაფსულებს ვიყენებდი. ვფიქრობდი, რომ პრაქტიკული და მოსახერხებელი იყო. ერთხელ ოჯახის მეგობარმა და გამოცდილმა სანტექნიკოსმა მითხრა, რომ ამ უვნებელ კაფსულებს სარეცხი მანქანის დაზიანება შეუძლიათ. ამის შესახებ შეფუთვაზე არ წერენ. Paparazzi გიამბობთ, რა უნდა იცოდეთ, თუ სარეცხ კაფსულებს ხშირად იყენებთ.

სარეცხი კაფსულები – კაფსულის შიგნით სითხეში საშიში არაფერია. ეს ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებაა. კაფსულის გარსი წყალში ხსნადი მასალისგან მზადდება. ამ გარსმა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს. კაფსულები ყოველთვის არ იხსნება. გარსის ფრაგმენტები ტანსაცმელზე და დოლურის კედლებზე რჩება. რეცხვის შემდეგ კაფსულის ნარჩენების ტანსაცმლიდან მოშორება რთულია. თან მოულოდნელ პრობლემებს მალავს. მის გამო უსიამოვნო სუნი ჩნდება და მილები იჭედება. სანტექნიკოსმა მითხრა, რომ კაფსულის ნარჩენებით გაჭედილი ათობით სარეცხი მანქანა უკვე შეაკეთა. ამ წვრილმანის გამო სარეცხი მანქანის მფლობელი დიდ ზარალს განიცდის.

რა გავაკეთოთ? – ერთი შეხედვით, პასუხი ნათელია, სარეცხი კაფსულა არ გამოიყენოთ. თუმცა კატეგორიულობა საჭირო არაა. კაფსულა შესანიშნავი საშუალებაა. უბრალოდ სწორად უნდა გამოიყენოთ. პირველ რიგში, შეფუთვა შეისწავლეთ. იქ მითითებულია, რომელ ტემპერატურაზე ღირს მისი გამოყენება. კაფსულა წყლის დაბალი ტემპერატურის გამო ბოლომდე არ იხსნება. წყლის ტემპერატურა 30 გრადუსზე დაბალი არ უნდა იყოს, ხოლო რეცხვა მინიმუმ 1 საათი უნდა გრძელდებოდეს. 15 წუთიანი რეჟიმი საკმარისი არაა, რომ კაფსულა ბოლომდე გაიხსნას. აირჩიეთ რეჟიმები „ხელით რეცხვა“ ან „დელიკატური რეცხვა“. ასე ნივთები კარგად გაირეცხება და კაფსულაც მთლიანად გაიხსნება. კაფსულის გამოყენებისას დოლურა ტანსაცმლით არ გადაავსოთ. არსებობს დიდი ალბათობა, რომ კაფსულა ნივთებს შორის გაიჭედოს და სათანადოდ ვერ გაიხსნას. შედეგად, ტანსაცმლიდან კაფსულის ნარჩენების მოშორება და თავიდან გარეცხვა მოგიწევთ. ეს მარტივი არაა.

ღირს თუ არა სარეცხი კაფსულების გამოყენება – შეგვიძლია ვთქვათ, რომ კაფსულა საკმაოდ უსაფრთხოა. ტანსაცმლის ლაქების მარტივად მოსაშორებლად კარგი მეთოდია. კაფსულაში ხომ კონცენტრირებული საშუალებაა, რომელიც შესანიშნავად მუშაობს. აუცილებლად სწორად გამოიყენეთ. თუ ყველა წესს დაიცავთ, პრობლემები არ შეგაწუხებთ. ჩვეულებრივი ფხვნილიც შეიძინეთ. ნივთებს მაღალ ტემპერატურაზე და დიდხანს რეცხვა ყოველთვის არ სჭირდება. კაფსულები ძალიან ჭუჭყიანი ნივთების გასარეცხად გამოიყენეთ. იმედი გვაქვს, რომ არ რჩევების გამოყენებით სარეცხი მანქანის რემონტზე ფულის დაზოგვას შეძლებთ.