სამწუხაროა, რომ ახლა სკოლები სულაც არ არის ისეთი, როგორიც ადრე იყო. მოსწავლეებიც სხვანაირები არიან და მასწავლებლებიც

0
131

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი სკოლაში გატარებულ წლებს იხსენებს.ძალიან ხშირად ვიხსენებ სკოლაში გატარებულ წლებს. მინდა ჩემი მოგონებები გაგიზიაროთ.

სკოლაში 1965 წელს მივედი. კლაში 39 მოსწავლე ვიყავით. იმ დროისთვის ჩვენს სკოლაში 3 პირველი კლასი იყო.სკოლაში რომ მივედი, უკვე ძალიან კარგად ვიცოდი ასოებიც და კითხვაც.საკლასო ოთახი დიდი და ნათელი იყო. რადგან ძალიან ბევრნი ვიყავით, მერხები დაფასთან ახლოს იდგა, ჩვენი მასწავლებელი კი ყოველთვის დაფის გვერდით იდგა. ნათელა მასწავლებელი ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანი.

მასწავლებლები თავს უფლებას არ აძლებდნენ, რომ მოსწავლეებზე ეყვირათ. მაგალითს, ყოველთვის ჩვენი მასწავლებლებისაგან ვიღებდით. ძალიან დიდ პატივს ვცემდით ჩვენს მასწავლებლებს და მათ შრომას ვაფასებდით. ამ ყველაფერს ჩვენი მშობლები გვასწავლიდნენ. ჩვენი მასწავლებლების ცოტა გვეშინოდა კიდეც და არასოდეს არაფერს ვუშავებდით. ყოველთვის ვუსმენდით მათ და თავად სწავლის პროცესსაც სერიოზულად და პატივისცემით ვუდგებოდით.

დაწყებითი კლასებიდანვე ვიყავით ჩართული სოციალურ ცხოვრებაში, უამრავ დავალებას ვასრულებდით, უამრავი მოვალეობა გვქონდა. პარალელური კლასები მუდმივად ერთმანეთს ვეჯიბრებოდით: სწავლაში, ჯართისა და მაკულატურის შეგროვებაში.სკოლის ნაკვეთზე სხვადასხვა ბოსტნეული მოგვყავდა, ყოველთვის ვეხმარებოდით სწავლაში ჩამორჩენილ მოსწავლეებს.საშუალო სკოლაში სწავლის დროს მაქსიმალურად კარგად გვამზადებდნენ ცხოვრებისათვის. ჩვენ არ ვკითხულობდით ათას სისულელეს. გოგონებს კერძების მომზადებას და ჭრა-კერვას ასწავლიდნენ. ბიჭებს, ხეზე მუშაობას ასწავლიდნენ და  ელექტროობას აცნობდნენ. მაშინ ძალიან დიდი სირცხვილი იყო ამ ყველაფრის არ ცოდნა.

უფროსკლასელები არასოდეს ჩაგრავდნენ პატარებს. ფულს, არავინ არავის არ ართმევდა. სკოლის კაფეტერიაში ყოველთვის შეიძლებოდა რაიმე გემრიელის ყიდვა.სწავლა გვაინტერესებდა. თავად ვაწყობდით სხვადასხვა წარმოდგენებსა და დღესასწაულებს.სკოლაში არავინ ჩხუბობდა. მართალია, ბიჭები ზოგჯერ ჩხუბობდნენ, მაგრამ სკოლის გარეთ.ატესტატის ყიდვა არ შეიძლებოდა. ვინც ცუდად სწავლობდა, მას სკოლის დამთავრების შემდეგ მხოლოდ ცნობას აძლევდნენ. ასეთი საბუთით მხოლოდ მეეზოვედ თუ იმუშავებდა.

თუ ასეთი ადამიანი კარგ სამსახურში მოწყობას მოინდომებდა, მაშინ სწავლა ღამის სკოლაში უნდა გაეგრძელებინა.მასწავლებლები კი ყოველთვის ეხმარებოდნენ მოსწავლეებს და ამას სრულიად უფასოდ აკეთებდნენ.