პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ერთი ოჯახის ისტორიას მოგითხრობთ.გიორგის ელენე ჯერ კიდევ მაშინ შეუყვარდა, როდესაც ისინი სკოლაში სწავლობდნენ. ელენე მეთერთმეტე კლასში სწავლობდა, გიორგი – მეათეში. ელენე ძალიან ლამაზი გოგო იყო და უამრავ ბიჭს მოსწონდა. გიორგი ყველაზე ეჭვიანობდა, თუმცა ელენე მას იმ დროისთვის არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.
გიორგის ელენე ძალიან უყვარდა და არ ნებდებოდა. სკოლის დამთავრების შემდეგ იმავე უნივერსიტეტში ჩააბარა, სადაც ელენემ. კიდევ კარგი, რომ ელენემ მათემატიკის ფაკულტეტი აირჩია.გიორგის ძალიან ეშინოდა, რომ ელენეს იქამდე არ მოესწრო გათხოვება, სანამ თვითონ სკოლას დაამთავრებდა. ის ხომ ძალიან ბევრ ბიჭს მოსწონდა. მაგრამ, ელენე არ გათხოვილა. გიორგი ძალიან სიმპათიური ბიჭი იყო, სტუდენტიც გახდა და, ბოლოს და ბოლოს, მიიპყრო ელენეს ყურადღება. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ და ერთმანეთი ძალიან მაგრად შეუყვარდათ.
ელენეს მშობლებს გიორგი არ მოსწონდათ. მათი აზრით ელენეს შეეძლო, რომ უკეთესი საქმრო ეპოვა: ბინით და მანქანით უზრუნველყოფილი.გიორგის მშობლებს კი ელენე ძალიან მოსწონდათ. გიორგის მამინაცვალი ზრდიდა. ნანა ქმარს მაშინ გაშორდა, როდესაც გიორგი 1 წლის იყო. საერთო შვილები მათ არ ჰყავდათ, თუმცა ამაზე ოცნებობდნენ.
მამინაცვალი გიორგის ძალიან კარგად ეპყრობოდა, საკუთარი შვილივით ზრდიდა.გიორგისა და ელენეს შორის ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. ცოტა ხანში ელენე დაორსულდა.გამოკვლევების შემდებ ექიმებმა თქვეს, რომ ელენეს ძალიან სუსტი ჯანმრთელობა ჰქონდა და ის მეორედ დაორსულებას ვერ შეძლებდა. ამიტომ, აბორტის გაკეთებას არ ურჩევდნენ.გიორგიმ მაშინვე სთხოვა ხელი ელენეს. მისმა მშობლებმა მხარი დაუჭირეს. ელენეს კი თავისმა მშობლებმა უთხრეს:
– ადრე უნდა გეფიქრა. ახლა კი – თავად გადაწყვიტე. ეს შენი ცხოვრებაა.
ელენე სერიოზულად ფიქრობდა აბორტის გაკეთებაზე, რადგან უნივერსიტეტი უნდა დაემთავრებინა.ელენემ ისე ინერვიულა, რომ საავადმყოფოში მოხვდა. მასთან ნანა მივიდა. მან ელენე დაარწმუნა, რომ აბორტი არ გაეკეთებინა და დაპირდა, რომ შვილიშვილს მიხედავდა. მან დაარწმუნა, რომ მას ყველა ხელს შეუწყობდა. მოკლედ, ელენე დათანხმდა, რომ ბავშვს გააჩენდა და გიორგის ცოლად გაყვებოდა.უნივერსიტეტის დამთავრებამდე ძალიან ცოტა იყო დარჩენილი. აკადემიურის აღება საჭირო არ იყო. ნანა დაპირდა, რომ ბავშვს მიხედავდა.
გიორგიმ და ელენემ იქორწინეს. ისინი გიორგის მშობლებთან ერთად ცხოვრობდნენ სამოთახიან ბინაში.ცოტა ხანში ნანამ შეიტყო, რომ თავადაც ფეხმძიმედ იყო. იმდენივე ხნის ორსული აღმოჩნდა, რამდენისაც ელენე.ასეც ხდება ხოლმე ცხოვრებაში, ამდენ ხანს შვილი არ უჩნდებოდა და ახლა მოულოდნელად დაორსულდა. ნანამ გადაწყვიტა, რომ ბავშვი უნდა გაეჩინა და ძალიან ბედნიერი იყო.ყველას უხაროდა. მოიფიქრეს, რომ ნანა ორ ბავშვს ერთად მიხედავდა და ყველაფერი კარგად იქნებოდა.
ორსულობის პერიოდში ნანა ძალიან უცნაურად იქცეოდა. მან განაცხადა, რომ შვილიშვილს ვერ მიხედავდა, რადგან თავადაც ბავშვს ელოდებოდა. და საერთოდაც, ჯერ სწავლის დამთავრებაა საჭირო და მერე გათხოვება და შვილის გაჩენა. აი ასე.ნანას ელენეს მიმართ მუდმივად პრეტენზიები ჰქონდა. დედამთილის აზრით, ის ცუდად იქცეოდა. სახლში ხმაურობდა, სახლს ცუდად ალაგებდა, საშინელ სუნამოს ხმარობდა. მისი სუნამოსგან დედამთილს თავი საშინლად სტკივდებოდა. ეს კი ორსულისთვის ძალიან ცუდია.დედამთილს ერჩივნა არ ეფიქრა იმაზე, რომ ელენე თავადაც ორსულად იყო.
ახალგაზრდებმა სხვაგან გადასვლა მოისურვეს. მაგრამ სად? ელენეს მშობლებს ძალიან პატარა ბინა ჰქონდათ და იმ ბინაში ცხოვრობდნენ ელენეს მშობლები, ბებია და და. იქ მათთვის ადგილი ნამდვილად არ იყო. მამინაცვალი დაეხმარათ, მათთვის ბინა იქირავა. ელენე სახლში იყო, გიორგი კი სწავლობდა. მუშაობა მას არ შეეძლო.
ელენემ და მისმა დედამთილმა თითქმის ერთდროულად იმშობიარეს. ჯერ დედამთილს შეეძინა ბიჭი, სამი დღის შემდეგ კი – ელენეს.ერთი კვირის შემდეგ ელენეს დედამთილი ესტუმრა. ბოდიში მოუხადა და ელენეს და გიორგის სახლში დაბრუნება შესთავაზა. ასეც მოიქცნენ.ელენემ და გიორგიმ მშვიდად დაამთავრეს სწავლა და კარგ სამსახურებში მოეწყვნენ.ბიძა და ძმისშვილი ერთად იზრდებოდნენ. ისინი ერთად არასოდეს იწყენდნენ.
ელენემ და გიორგიმ ბინა იპოთეკით შეიძინეს და საკუთარ ბინაში გადავიდნენ საცხოვრებლად.ნანასთან და მამინაცვალთან მათ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ. მათ ელენეს მშობლებთანაც კი მოახერხეს ურთიერთობის გაუმჯობესება.