მაღაზიაში პატარა გოგონა და დედამისი დავინახე. გოგონა 6 წლის იყო

0
1048

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.ცოტა ხნის წინ, ასეთი ისტორია გადამხდა თავს. მაღაზიაში ჩემს სიახლოვეს ერთი გოგონა და დედამისი დავინახე. გოგონა 6 წლის იყო. ეტყობოდა, რომ გოგონას ძალიან უნდოდა რაღაცის ყიდვა, მაგრამ მას ესმოდა, რომ დედამისს ფული არ ჰქონდა და ამიტომ არაფერს არ სთხოვდა. მე ეს ბავშვი ძალიან შემეცოდა.

ბავშვის დედა ჩამოფასებული ნივთების კალათაში ეძებდა რაღაცას. გოგონამ კი ამ დროს ფლომასტერები აიღო, შეხედა და ისევ ადგილზე დადო. მერე ფერადი თმის სამაგრები აიღო, მერე სახატავი ალბომი. ამ დროს გოგონას ისეთი თვალები ჰქონდა, რომ ძალიან შემეცოდა.გოგონას დედამისი მიუახლოვდა და უთხრა:

  • მაპატიე, მაგრამ ვერაფერს ვერ გიყიდი, ფული ძალიან ცოტა მაქვს.

გოგონამ თანხმობის ნიშნად უბრალოდ თავი დაუქნია. გოგონას ძალიან სასაცილო ყვითელი ქუდი ეხურა. დიდხანს არ მიფიქრა, თაროს მივუახლოვდი, ავიღე ფლომასტერები, ფერადი ფანქრები, ალბომი, თმის სამაგრები და პლასტელინი.სალაროსკენ მივდიოდი და ვფიქრობდი, როგორ მიმეცა ბავშვისთვის ეს ყველაფერი ისე, რომ დედამისს არ სწყენოდა.

ჩემი პრობლემის შესახებ მოლარეს მოვუყევი. მან გამოსავალი უცებ გამონახა. მოიფიქრა, რომ ვითომდა მათ მაღაზიაში იმ დღეს აქცია იყო მათთვის, ვინც ყვითელი სამოსით ან ქუდით მივიდოდა. ნივთები მოლარეს დავუტოვე და განზე გავდექი.

როდესაც გოგონა და დედამისი სალაროს მიუახლოვდნენ, მოლარემ გამოგონილი აქციის შესახებ უამბო და გოგონას ჩემი ნაყიდი ნივთები გადასცა.გოგონა ძალიან ბედნიერი იყო და მასთან ერთად მეც ბედნიერი ვიყავი. რომ იცოდეთ, რა კარგად ვიგრძენი თავი! სხვა ადამიანის გაბედნიერება – ეს ხომ შესანიშნავია!

სახლში მივდიოდი და იმ შემთხვევაზე ვფიქრობდი, რომელიც სამი წლის წინ გადამხდა თავს. მაშინ ჩემს ცხოვრებაში ტოტალური წარუმატებლობების ზოლი დაიწყო. სამსახურიდან გამათავისუფლეს. ბინის ქირის გადასახდელი ფული არ მქონდა და სახლიდანაც გამომასახლეს.პარკში სკამზე ვიჯექი და ვტიროდი. როდესაც ცოტა დავმშვიდდი ერთი ჭიქა ყავის ყიდვა გადავწყვიტე, მხოლოდ ამის ფული მქონდა. კაფესკენ მიმავალ გზაზე ჯიხური დავინახე, სადაც ლატარეის ბილეთები იყიდებოდა.

რაღაც უხილავმა ძალამ მაიძულა, რომ იმ ყავის ფულით ლატარეის ბილეთი მეყიდა. სასწაული მოხდა: საკმაოდ დიდი თანხა მოვიგე.

ამ ფულით ვცხოვრობდი, სანამ სამსახურს ვიპოვიდი.ასე რომ, სასწაულები ხანდახან ნამდვილად ხდება და ეს შესანიშნავია!