როგორ დიასახლისების უმეტესობა, მეც დასვენების დღეს საოჯახო საქმეებს ვუთმობ. რეცხვა, დალაგება, დაუთოება, საჭმლის მომზადება, საქმე ყოველთვის არის. ახლახანს რეცხვის დროს შუქი მოულოდნელად გამოირთო. როცა დენის მიწოდება განახლდა, სარეცხი მანქანა აღარ ჩაირთო. ნუთუ მომიწევს ახლის ყიდვა? უნდა იცოდეთ, როგორ მოიქცევა თქვენი ტექნიკა, თუ შეუფერებელ მომენტში შეჩერდა. Paparazzi გიამბობთ, რა გააკეთოთ, თუ რეცხვის დროს შუქი გამოირთო. ყველაფერი საკმაოდ მარტივია.
რეცხვისას შუქი გამოირთო: რა ვუყოთ მანქანას – თქვენი სარეცხი მანქანის ქცევა მის მოდელზეა დამოკიდებული. თანამედროვე ძვირადღირებულ მოდელებში შუქის გამორთვა გათვალისწინებულია. სწორედ ამიტომ, სარეცხი მანქანა დენის მიწოდების აღდგენის შემდეგ რეცხვის პროცესს აგრძელებს. ყველა ტექნიკა ასე არ იქცევა. საუკეთესო მოდელები ელექტრონულად იმართება, ამიტომ შეიძლება გკითხოს, გააგრძელოს თუ არა მუშაობა იმ რეჟიმზე, სადაც გაჩერდა. იმ შემთხვევისთვის, თუ სხვა გეგმა გაქვთ ან სხვა რეჟიმის არჩევა გსურთ.
სარეცხი მანქანების ნაკლებად ახალი მოდელები ავტომატურად შეიძლება არ ჩაირთოს. მათ გადატვირთვა დასჭირდებათ. ღილაკს „პაუზა/ჩართვა“ დააჭირეთ, შემდეგ ისევ ჩართეთ. თუ უშედეგოა, შტეკერი როზეტიდან რამდენიმე წამით გამორთეთ, შემდეგ ისევ შეაერთეთ. ასეთი მანიპულაციები ტექნიკას გადატვირთვაში თითქმის ყოველთვის ეხმარება. სხვა რეჟიმი აირჩიეთ, თუ სარეცხი მანქანა მუშაობის გაგრძელებაზე მაინც უარს ამბობს.
შეიძლება თუ არა დაზიანდეს სარეცხი მანქანა შუქის გამორთვის გამო – შუქის მოულოდნელი გამორთვა სარეცხ მანქანას არ აზიანებს. შუქის ჩართვა უფრო სახიფათოა. ამ მომენტში ძაბვის გაზრდა ხდება, რომელიც არა მხოლოდ სარეცხი მანქანისთვის, არამედ სხვა ტექნიკისთვისაც სახიფათოა. ახალი მოდელების უმეტესობა ამ პრობლემებისგან დაცულია, ძველი – არა. სასურველია, რომ შტეკერი როზეტიდან გამორთოთ, შემდეგ ჩართოთ, როცა დენის მიწოდება აღდგება.
თუ შუქი გამოირთო, არ მოიწყინოთ. შესანიშნავი შანსია, რომ დაისვენოთ და ყოველდღიური საქმეებისგან, ტელეფონისა და ტელევიზორისგან განიტვირთოთ. დრო საკუთარ თავს დაუთმეთ ან ოჯახთან ერთად მხიარულად გაატარეთ. აბაზანა სანთლის შუქზე ან ვახშამი რომანტიკულ ატმოსფეროში სასიამოვნო ბონუსია.