დილით მამამ ნახა, რომ მისი 5 წლის გოგონა ლოგინში არ იყო. ბავშვთან ერთად სახლიდან სტუმარიც გაქრა

808

მშობლიურ დასახლებაში 5 წლის ალეინა ერტლს ყველა იცნობდა და ყველას უყვარდა. მომღიმარი გოგონა, რომელიც მოფერებაზე გიჟდებოდა, ძალიან კეთილი იყო და ყოველთვის ახლობლების დახმარებას ცდილობდა. საუბედროდ, გოგონა ქალაქის ისტორიაში ყველაზე საშინელი დამნაშავის მსხვერპლი გახდა.

ადამიანმა, რომელსაც ალეინას მშობლები ენდობოდნენ, ბავშვი ღამით საწოლიდან მოიტაცა და მასზე მხეცურად იძალადა. არაადამიანურმა სისასტიკემ პოლიციელებიც კი საგონებელში ჩააგდო!

იმ ღამეს ერტლების სახლში 25 წლის ზაკარი ანდერსონი სტუმრად იმყოფებოდა. მამაკაცი ალეინას მამის ახლო მეგობარი და თანამშრომელი იყო. გოგონას მშობლები ზაკარის ოჯახის მეგობრად მიიჩნევდნენ. ადრე ანდერსონი ერტლებთან ღამით არაერთხელ დარჩენილა და არანაირი პრობლემა არ შეუქმნია.

ამჯერად, ყველაფერი სხვაგვარად იყო. კაილა, გოგონას დედა, იხსენებს, რომ გოგო ღამით, სამის ნახევარზე ლოგინში დააწვინა და პრინცესა ელზას გამოსახულებიანი საყვარელი საბანი დააფარა. მეთიუ, პატარას მამა, ამ დროს მეგობართან რაღაცას განიხილავდა. მამაკაცები მხოლოდ ღამის 4 საათზე დაიშალნენ.

დილით 9-ს ნახევარზე მშობლები მიხვდნენ, რომ გოგონა გამქრალი იყო. სახლი სწრაფად გაჩხრიკეს და აღმოაჩინეს, რომ გოგონასთან ერთად ზაკარიც, მისი მობილური ტელეფონიც და მეთიუს სამუშაო სატვირთო მანქანაც გაქრა. 10 საათზე ერტლების წყვილმა პოლიციაში დარეკა. სამართალდამცველებმა მთელ შტატში განგაში ატეხეს.

საღამოსკენ ადგილობრივ შერიფს ანდერსონის მამამ დაურეკა. მან შეატყობინა, რომ ეჭვი საკუთარ შვილზე ჰქონდა, ასევე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა: ბიჭმა მშობლებს დილით დაურეკა და ოჯახის ტყის სახლში წასვლის ნებართვა ითხოვა. უკვე სახლთან ახლოს პოლიციელებმა მეთიუს მანქანა იპოვეს. მანქანის დამალვა ახლომდებარე ღრუში სცადეს.

სახლში, სამზარეულოს მაგიდაზე პოლიციამ ორთავიანი თოფი აღმოაჩინა, რომლის გარშემოც ვაზნა იყო მიმოფანტული. იარაღის გვერდით დაუმთავრებელი სასიკვდილო წერილი იყო, რომლის ზედა ნაწილიც სისხლით იყო დასვრილი. განხილვის შემდეგ საქმეში ძაღლები ჩართეს და მალე დამნაშავე დაიჭირეს.

არამზადა ჭაობში მუხლებდაჩოქილი იჯდა და მარცხენა მაჯაზე ახალ ღრმა ჭრილობას უყურებდა. როცა კითხეს, თუ გოგონა სად წაიყვანა, გაბრუებულმა ანდერსონმა უპასუხა: „რომელი გოგო?“ თუმცა რამდენიმე წუთში გონს მოვიდა და აჩვენა, თუ უბედური გოგო სად დამალა.

ბინძურ ტოტებს შორის სამართალდამცველებმა ელზას ბინძური ვარდისფერი საბანი იპოვეს, რომელშიც ალეინას სხეული იყო გახვეული. ცხედრის შემოწმების შემდეგ ექსპერტებმა დასკვნა გამოიტანეს: ზაკარმა 5 წლის გოგონას თავისი ამაზრზენი ახირებების დასაკმაყოფილებლად გამოიყენა, შემდეგ დაახრჩო და ჭაობში ჩააგდო, ზემოდან კი ტოტები დააფარა.

არამზადამ თავისი ამაზრზენი დანაშაულის მოტივები ვერ ახსნა. სასამართლომ ზაკარის საქმის განხილვა დაასრულა. საბოლოო განაჩენი სასტიკი იყო – უვადო პატიმრობა ადრე გამოშვების უფლების არ ქონით. ადვოკატები ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას ცდილობდნენ, მაგრამ წააგეს.

დარდით მოკლულ მშობლებს ქალაქის მოსახლეობამ მხარდაჭერა გამოუცხადა. დაღუპული ბავშვისთვის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი მოაწყეს. ახლა კი დაზარალებული ოჯახისთვის ფულს აგროვებენ.

წარმოდგენაც კი არ მინდა, თუ რას გრძნობდნენ პატარას მშობლები, როცა გაიგეს, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში მათი მეგობრის სახეში გიჟი მკვლელი იმალებოდა.

მომზადებულია People.com -ის მიხედვით.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს