სასწაულები, რომელსაც უნდა ელოდოთ 19 დეკემბერს, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს

5442

როგორ შევხვდეთ და გავატაროთ წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღესასწაული 2022 წელს? Paparazzi ამ დიდებული წმინდანის ისტორიას შეგახსენებთ და გიამბობთ, რატომ სცემენ მას დიდ პატივს მთელ მსოფლიოში.

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღე 2022 წელს – ზოგიერთ ქვეყანაში ამ დღეს ბავშვებისთვის საჩუქრების ჩუქების ტრადიცია არსებობს, თითქოს წმინდა ნიკოლოზმა მოუტანათ. ბავშვები ბალიშის ქვეშ საჩუქრებს ეძებენ. ვინც დამჯერი იყო, მიიღებს იმას, რაც წმინდა ნიკოლოზისადმი მიწერილ წერილში ითხოვა. ურჩები საჩუქრის ნაცვლად წკეპლას მიიღებენ.

ისტორიული პერსონაჟი – ნიკოლოზი, რომელსაც საკვირველთმოქმედი უწოდეს, დღევანდელ თურქეთში დაიბადა. მისი ოჯახი შეძლებული იყო, ამიტომ კარგი განათლება მიიღო და მთელი ცხოვრების უფლისადმი მიძღვნა გადაწყვიტა. ბიჭი ცდილობდა, რომ გაჭირვებულებს შეძლებისდაგვარად დახმარებოდა. მათთვის საჭმელი მიჰქონდა, ფულს და ნივთებს სწირავდა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ უდიდესი მემკვიდრეობა ღარიბებს დაურიგა. თავიდან ხალხმა არ იცოდა, ვინ იყო მათი კეთილისმყოფელი. ნიკოლოზი ანონიმურობას ინარჩუნებდა და კეთილი საქმეებით ყურადღების მიქცევა არ სურდა. მოგვიანებით, ხალხმა მაინც გაიგო, ვინ იყო მათი მწყალობელი. ისურვეს, რომ ნიკოლოზი მათი ადგილობრივი ეპისკოპოსი გამხდარიყო. წმინდანი ითვლება ბავშვების, მოგზაურების, მეზღვაურების და ყველას მფარველად, ვისაც ღვთის დახმარება სჭირდება.

ლამაზი ამბავი – საიდან გაჩნდა ფაქტი, რომ წმინდა ნიკოლოზი ბავშვებს საჩუქრებს ბალიშის ქვეშ უტოვებს? ალბათ, ეს ნიკოლოზის ერთ–ერთი კეთილი საქმის ტრანსფორმაციაა. წმინდანმა გაიგო, რომ ერთ ღარიბ კაცს სამი გასათხოვარი ქალიშვილი ჰყავდა. მამაკაცს მათთვის მხოლოდ სიკეთე სურდა, თუმცა იცოდა, რომ მზითვის გარეშე პირადში ბედნიერებას ვერ იპოვიდნენ. მაშინ ასეთი იყო ტრადიცია, ვერაფერს ვიტყვით.

ნიკოლოზმა მათი დახმარება ისურვა. რა თქმა უნდა, ვინაობის გამხელის გარეშე. პირველი თეორიის მიხედვით, წმინდა საკვირველთმოქმედი ღარიბის სახლში ჩუმად შეიპარა და თითოეულ გოგონას ოქროს მონეტებით სავსე ქისა დაუტოვა. მომავალმა პატარძლებმა ამ ფულით დიდებული მზითვის შეძენა შეძლეს. მეორე თეორია ამბობს, რომ სახლის კარ–ფანჯრები დაკეტილი იყო, ამიტომ წმინდა ნიკოლოზმა მონეტები ბუხარში საკვამურიდან ჩაყარა. მონეტები ჩაცვივდა გოგოების წინდებში, რომლებიც ბუხართან გასაშრობად იყო ჩამოკიდული. ზოგიერთ ქვეყანაში ბავშვები ლამაზ საჩუქრებს წითელ წინდებში ტყუილად არ ეძებენ.

ნამდვილი დახმარება – ბავშვების მიმართ ყურადღების გამოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ საკუთარ შვილებზე, არამედ ობოლ და გაჭირვებულ ბავშვებზეც უნდა იზრუნოთ. მაგალითად, უკრაინაში დაიწყო საინტერესო ფლეშმობი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია „ნიკოლოზი“ გახდეს ბავშვისთვის, რომლის მშობლებიც მიგრანტები გახდნენ. ფლეშმობის პრინციპი მარტივია. მშობლები წერენ, საიდან მოუწიათ წამოსვლა და ბავშვებს სურვილების ჩამოწერაში ეხმარებიან. ბავშვები, ძირითადად, ითხოვენ სათამაშოებს და ტკბილეულს, ასევე ომის მალე დასრულებას. მშობლების შეტყობინებას ეხმაურება მსურველი, რომელსაც შეუძლია კონკრეტული ბავშვისთვის „ნიკოლოზი“ გახდეს.

ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის კეთილი დღესასწაული – ბავშვები არა მხოლოდ საჩუქრებით, არამედ სასარგებლო ღონისძიებებით, მასტერკლასებით, საინტერესო ხალხთან შეხვედრებით შეგიძლიათ გაახაროთ. მაგალითად, ორცხობილა ერთად გააკეთეთ და გააფორმეთ. თუ ბავშვებს შეკრებთ, დროს უფრო მხიარულად გაატარებთ.

დაე, წმინდა ნიკოლოზი მალე მოვიდეს და სიკეთე მოგვიტანოს. ავადმყოფი ბავშვების მალე გამოჯანმრთელება და გაძლიერება შეგიძლიათ შესთხოვოთ. დაე, უფალი დაეხმაროს ყველა ბავშვს, დალოცოს მათი კეთილი საქმეები და დაიცვას ღვთაებრივი საფარველით. გისურვებთ, რომ ბალიშის ქვეშ არა წკეპლა, არამედ საყვარელი საჩუქრები, ტკბილეული, ღია ბარათები და მეტი ბედნიერება იპოვოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს