ექსპერტებმა გაამხილეს, რატომ გამოიყურება ქეით მიდლტონი უფრო ასაკოვნად, ვიდრე მეგან მარკლი

0
391

სამეფო ოჯახის წევრები მუდმივად კამერების ობიექტივში ხვდებიან. ყველა აქტიურად განიხილავს, ვინ რას აკეთებს და როგორ გამოიყურება. განსაკუთრებით, სამეფო ოჯახის ქალებს. ქეითს და მეგანს ადარებენ და განიხილავენ მას შემდეგ, რაც ისინი ამ ოჯახის წევრები გახდნენ. ამჯერად სასაუბრო თემა გახდა, რატომ გამოიყურება ქეით მიდლტონი უფრო ასაკოვნად, ვიდრე გაფურჩქნული მეგან მარკლი. სხვადასხვა სახის ექსპერტები ამ თემაზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ. Paparazzi გიამბობთ, რამდენი წლისაა ქეით მიდლტონი და მეგან მარკლი. ვეცდებით გავარკვიოთ, რატომ განსხვავდებიან გარეგნულად ასე ძალიან.

ქეითი და მეგანი – ფანები უელსის პრინცესას გარეგნობით უკვე შეშფოთებულნი არიან. ბევრი ფიქრობს, რომ ბოლო პერიოდში ქეითი ძალიან დაბერდა. ინტერნეტ სივრცეში პრინცესას გარეგნობის ყველა ნაკლოვანება გაუჩერებლივ განიხილება. ბევრი კრიტიკა მიიღო იმის შესახებ, რომ თავს არ უვლის. კომენტარებში თავს არ იკავებენ: „თვალების ქვეშ ტომრები ძალიან აბერებს, როგორც ცხვირ–ტუჩის ნაოჭები. ნამდვილად 50 წლის არაა? კარგი კოსმეტოლოგი შეურჩიეთ!“ რა თქმა უნდა, მოკაშკაშე და გაფურჩქნულ მეგან მარკლს ადარებენ. ქეითი და მეგანი ხომ თანატოლები არიან. სხვაობა მხოლოდ რამდენიმე თვეა. სასექსის ჰერცოგინია ახლა 41 წლისაა, ხოლო ქეით მიდლტონი იანვარში 41 წლის გახდება. ჩნდება კითხვა, რატომ არის მათ შორის ასეთი დიდი განსხვავება? სილამაზის სფეროს სპეციალისტები თავიანთ დაკვირვებებს გვიზიარებენ.

რას ამბობენ ექსპერტები – პლასტიკური ქირურგი ამბობს: „40 წლისთვის ქეით მიდლტონი ძალიან დაღლილად გამოიყურება. საქმე ბუნებრივ სიბერეში არაა. სავარაუდოდ, მის გარეგნობაზე აისახება ცხოვრების სტილი, რომელიც ასეთ სწრაფ ცვლილებებს იწვევს“. სპეციალისტი ვარაუდობს, რომ პრინცესამ ბოლო დროს ბევრი სტრესი მიიღო, ხოლო ნერვები გარეგნობაზე ცუდად აისახება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრინცესას გარეგნობაზე კვება და აქტივობა გავლენას ახდენს. არსებობს ვარაუდი, რომ ყოველთვის მხოლოდ ჯანსაღ საკვებს არ მიირთმევს. სახეზე შეშუპება მიგვანიშნებს, რომ საღამოს ჭამს. შესაძლოა, პრინცესა კოსმეტოლოგთან ვიზიტზე უარს ამბობს, რის გამოც მისი კანი საუკეთესოდ არ გამოიყურება. რა თქმა უნდა, სპეციალისტები პრინცესას ურჩევენ, რომ პროფესიონალური პროცედურები ჩაიტაროს. მაგალითად, ბლეფაროპლასტიკა ან დროებითი ლიფტინგი. პრინცესის ფანებს მოსწონთ, რომ ის სიბერის ნიშნებს არ მალავს და პლასტიკურ ქირურგიაზე უარს ამბობს.

კაშკაშა მეგანი – ექსპერტებმა მეგანის გარეგნობაზეც ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ მას გენეტიკაში უფრო გაუმართლა. თან ჰერცოგინია მთელი ძალით ახალგაზრდობის შენარჩუნებას ცდილობს. სწორად იკვებება და ვარჯიშობს. კოსმეტიკურ პროცედურებზე უარს არ ამბობს. სპეციალისტი აღნიშნავს: „მეგან მარკლის ფოტოების დათვალიერებისას თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს ქალი ჯანმრთელობით და ბედნიერებით ანათებს“.

არ დაგავიწყდეთ, რომ სიბერის ნიშნები ყველა ადამიანში განსხვავებულად ჩნდება. ეს ინდივიდუალური პროცესია. ვფიქრობთ, რომ ვერ ვიტყვით, რომ ქეით მიდლტონი ცუდად გამოიყურება, უფრო ბუნებრივად. ის ასაკს და დაღლილობას საზოგადოებისგან არ მალავს. ნუთუ ეს მის გულწრფელობასა და გულახდილობაზე არ საუბრობს? ამის გამო ფანები აფასებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ პრინცესამ სამი ბავშვი გააჩინა. როგორც არ უნდა თქვათ, ეს ჯანმრთელობაზე ძლიერ გავლენას ახდენს. თან დედოფალი ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ ბევრი მოვალეობა დაეკისრა. იმის განხილვა, როგორ გამოიყურება პრინცესა, ცოტა უადგილოა. ვთვლით, რომ მშვენიერი და ძლიერი ქალია, რომელსაც გულწრფელობა არ აშინებს.