ქმარს ცოლი შესძულდა და მასთან განქორწინება უნდოდა. წარმოუდგენელი სიყვარულის ისტორია

0
384

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი ერთ ძალიან სევდიან ისტორიას გვიამბობს.ლაშა გრძნობდა, რომ ბოლო დროს თავისი ცოლი ძალიან შესძულდა. ის გრძნობდა, რომ ეს სიძულვილი ანადგურებდა ყველაფერ კარგს, რაც მასში იყო.

მან თავის მეუღლესთან ერთად თითქმის 20 წლის მანძილზე იცხოვრა. მაგრამ, ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველა მისი ჩვევა ძალიან აღიზიანებდა. მას განსაკუთრებულად არ მოსწონდა ის, რომ ანა ყოველ დილით მზეს ესალმებოდა და საკუთარ თავს კარგ დღეს უსურვებდა. შემდეგ ანა კიდევ რამდენიმე წუთის განმავლობაში ფანჯარაში იყურებოდა და რაღაცას უღიმოდა.

  • ანა, ჩქარა! – ხშირად აჩქარებდა ის.

მაგრამ, ანა რატომღაც არ ჩქარობდა. ის თითოეული დღით ტკბებოდა. ლაშა გრძნობდა, რომ ანამ იცოდა მისი საყვარლის შესახებ, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ჰყავდა. მაგრამ, ძველებურად არაფერს ამბობდა და ისე იქცეოდა, თითქოს ყველაფერი ნორმალურად იყო.

ანა ყველაფერს პატიობდა ქმარს: ღალატსაც და უყურადღებობასაც. მას თავისი სიცოცხლის თითოეული წუთი უხაროდა. სწორედ ასე გადაწყვიტა ცხოვრება მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სასიკვდილო სენი სჭირდა. არავინ იცოდა, რამდენ ხანს იცოცხლებდა, მაგრამ ერთი რამ ცხადი იყო, რომ აღსასრული ძალიან მალე დადგებოდა.

ანას უნდოდა, რომ თავისი ავადმყოფობის შესახებ ქმრისთვის, მშობლებისთვის და მეგობრებისთვის ეთქვა, მაგრამ მერე გადაიფიქრა. მას არ უნდოდა, რომ ვინმეს შებრალებოდა.

ავადმყოფობამ მას სიბრძნე შემატა, ის ყველაფერს სულ სხვანაირად უყურებდა. მან ცხოვრება ისწავლა, ის თითოეულ დღეს აფასებდა.

ანა ბევრს სეირნობდა და სხვადასხვა წიგნებს კითხულობდა. ეს მას ძალიან ამშვიდებდა.ლაშა თავის საყვარელთან წავიდა. მასთან თავს ძალიან კარგად გრძნობდა, ფიზიკურადაც და სულიერადაც. მას ძალიან უყვარდა თავისი საყვარელი ლელა. ამ საღამოს მან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო: ცოლს უნდა დაშორდეს. საკმარისია ასე ცხოვრება. რა საჭიროა ყველას დატანჯვა: საკუთარი თავის, ცოლის და საყვარლის?

მას უცებ მოეჩვენა, რომ ანა საერთოდ არასდროს არ ყვარებია. ფიქრობდა, რომ ყოველთვის ეჯავრებოდა, მაგრამ როგორ იცხოვრა მასთან ერთად ამდენი წელი?

ლაშამ ანა რესტორანში დაპატიჟა იმის სათქმელად, რომ მასთან განქორწინება სურდა. რესტორანში წასვლამდე მან გადაწყვიტა, რომ საჭირო საბუთები მოეძებნა. საბუთების ყუთში მან ლურჯი საქაღალდე ნახა. ადრე ის არასოდეს ენახა. მან გახსნა და ქაღალდები ამოიღო. მას გული შეეკუმშა. თავისი ცოლის სასიკვდილო დაავადების შესახებ შეიტყო. ინტერნეტის მეშვეობით გაარკვია, რომ ის ექვსიდან თვრამეტ თვემდე იცოცხლებდა.

მას შემდეგ, რაც ანამ თავისი დაავადების შესახებ შეიტყო ექვსი თვე იყო გასული.ლაშას ცივმა ოფლმა დაასხა. ის ყველაფერს მიხვდა: ცოლის საქციელსაც და იმასაც თუ რატომ პატიობდა ღალატს. მას უბრალოდ არ უნდოდა თავისი სიცოცხლის ბოლო დღეების გაფუჭება. სულ ეს იყო.ლაშა ყვავილების მაღაზიაში წავიდა, უზარმაზარი შროშანების თაიგული იყიდა, ანას საყვარელი ყვავილების და რესტორნისკენ გაიქცა.

ანას ძალიან გაუხარდა, როცა ქმარი თავისი საყვარელი ყვავილების უზარმაზარი თაიგულით დაინახა.რესტორნის შემდეგ დიდხანს ისეირნეს ღამის ქალაქში. ლაშამ არ უთხრა ანას, რომ მისი საიდუმლო იცოდა. ის უბრალოდ დიდი სინაზითა და მზრუნველობით ეპყრობოდა მას. ცდილობდა რაც შეიძლება ხშირად გაეხარებინა, გამუდმებით პატარა, მაგრამ სასიამოვნო სიურპრიზებს უკეთებდა.

ლაშა შიშით ითვლიდა დღეებს: მას ძალიან არ უნდოდა, რომ ანა გარდაცვლილიყო. ის ჩუმად უყურებდა, თუ როგორ იბრძოდა მისი საყვარელი მეუღლე სიცოცხლისთვის. მაგრამ დაავადებამ გაიმარჯვა.სამი თვის შემდეგ ანა გარდაიცვალა. ლაშამ უამრავი ყვავილი იყიდა მისი დაკრძალვისთვის. ის ტიროდა და ძალიან დამწუხრებული იყო. მას არ ეგონა, რომ ასე ძალიან ეტკინებოდა.

დაკრძალვის შემდეგ მან ორი ბარათი იპოვა. ბარათებზე მათი საახალწლო სურვილები ეწერა. ანას დაეწერა, რომ საყვარელ ქმართან ერთად ბედნიერად ცხოვრება სურდა თავისი ცხოვრების ბოლო დღემდე, ლაშას კი დაეწერა, რომ სურდა თავისუფალი გამხდარიყო.

ორივე სურვილი ახდა. მაგრამ ლაშას მიღებული თავისუფლება საერთოდ არ ახარებდა…