ტაროლოგმა ანჯელა პერლმა 2023 წლის ტაროს პროგნოზი შეადგინა. მის რჩევებს მოუსმინეთ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯებით წლის მფარველი, ფუმფულა კურდღელი არ გააბრაზოთ. Paparazzi გიამბობთ, რომელ ზოდიაქოს ნიშნებს გაუმართლებთ 2023 წელს.
ვერძი – წლის პირველ ნახევარში მოგზაურობა, გადაადგილება და ახალი, უფრო ხარისხიანი ცხოვრების პირობები მოგელით. ემოციები უნდა აკონტროლოთ. ეს ნებისმიერ სიტუაციას ეხება. გადაწყვეტილება ცივი გონებით მიიღეთ და ინტუიციას მოუსმინეთ. მარტი ცვლილებების მხრივ მნიშვნელოვანი თვე იქნება. საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ. სტატუსის შეცვლის და ორსულობის შესახებ ახალი ამბის გაგების დიდი ალბათობაა.
კურო – 2023 წელი პერიოდულად გამოცდებს მოგიწყობთ. კარიერის და ბიზნესის მხრივ სერიოზული გამოცდის გავლა მოგიწევთ. ახლა ამ სფეროებში დიდი ცვლილებებია. ნერვიულობა არ ღირს, ყველაფერს გაუმკლავდებით. პირად ცხოვრებაში ყველაფერი საუკეთესოდ ჩაივლის. ოჯახის შექმნის მსურველებს ბედის ცვლილებები გაახარებთ. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
ტყუპები – კურდღლის წელი ახალი დასაწყისი იქნება. ბედი წარმატებას გამოგიგზავნით ყველა შემთხვევაში, როცა ძველის ახლით შეცვლას ისურვებთ. ყველა სფეროში ცვლილებისთვის შესანიშნავი წელია. ახლის შესწავლა დაიწყეთ, თქვენთვის უჩვეულო სცენარები მოძებნეთ, ახალი ჩვევები შეითვისეთ. ყველაფერი გამოგივათ. თუ ძველს და ჩვეულებრივს არ მოიშორებთ, წლის ბოლოს იმედგაცრუებას ელოდეთ. მიხვდებით, რომ დრო ტყუილად დახარჯეთ და ყველა შეცდომას მწვავედ გააცნობიერებთ.
კირჩხიბი – კარგი ცვლილებების წელი მოდის. მთავარია, გჯეროდეთ საკუთარი თავის და იმის, რომ დაბრკოლებები ყველა სფეროში ახალი დონის მისაღწევად გვეძლევა. სიყვარულში თქვენს პარტნიორზე ინერვიულებთ. მან შეიძლება სამსახური დაკარგოს ან ოჯახში ურთიერთობა გაუფუჭდეს. საყვარელ ადამიანს თქვენი მხარდაჭერა დასჭირდება.
ლომი – არკანი „განდეგილი“ საუბრობს მარტოობის მნიშვნელობაზე, რომ საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღოთ. წელს ბევრი ლომი შეხვდება თავის მასწავლებელს, რომელიც თვალებს აუხელს და ოცნების სწრაფად მიღწევაში დაეხმარება. ბუნებაში მოგზაურობა ხელსაყრელია. სამუშაო სფეროში ცვლილებები მოსალოდნელია. ფინანსური მდგომარეობა შეიცვლება, მაგრამ არ იდარდოთ, ყველაფრისთვის გეყოფათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება სწრაფად, მაგრამ ცივი გონებით მიიღეთ.
ქალწული – 2023 წელს 100%–ით უკეთესობისკენ ცვლილებები გელოდებათ. პროფესიის სფერო შეიძლება შეიცვალოთ ან ახალი სამსახური იპოვოთ. გაჩნდება აზრი: „დავიმსახურე, ფუფუნების და კომფორტის უფლება მაქვს“. კარგ ადგილას დასვენება და წარმატებული ბიზნეს პარტნიორი მოსალოდნელია. წლის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი პროცესების დასრულებას ელოდეთ. შიშების დამარცხება ფინანსურ ნაყოფს გამოიღებს. საკმაოდ ნაყოფიერი წელია.
სასწორი – 2023 წელს ბედი ბევრ საჩუქარს მოგიტანთ. ესაა ახლობლების შეხვედრა, ფინანსური შესაძლებლობები და რომანტიკული ურთიერთობები. სტატუსი შეიძლება შეიცვალოთ: ქორწინება, ბავშვის დაბადება ან განქორწინება. სამსახურში მცირე სირთულეებს ელოდეთ. ინტუიციას მოუსმინეთ და სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ძილის და დასვენების რეჟიმი დაიცავით, რომ ჯანმრთელობამ არ შეგაწუხოთ.
მორიელი – 2023 წელი საკუთარი თავის და ცხოვრების, საკუთარი მნიშვნელობის გაცნობიერებით და დამსახურებული წარმატებით დაიწყება. გაზაფხული და ზაფხულის დასაწყისი მიზნების დასახვას დაუთმეთ. საკუთარ თავზე იზრუნეთ, ასევე კარიერას და ურთიერთობას მიხედეთ. ზაფხულის ბოლო და სექტემბერი ბალანსის დროა. საკუთარ თავს, ბედნიერებას და ცხოვრებაში ადგილს იპოვით. ეს წელი შინაგანი გარდაქმნით, ცვლილებებით და ახალი გზის ძიებით დასრულდება.
მშვილდოსანი – წელი ოჯახთან დაკავშირებული კარგი ამბებით დაიწყება. მარტოხელა მშვილდოსანი თავის სიყვარულს იპოვის, ხოლო დაოჯახებული ახალ, უფრო ხარისხიან ურთიერთობის დონეზე გადავა. ამ წელს გახსნილი ბიზნესი წარმატებას მოგიტანთ. მოსალოდნელია ახალი ამბავი, რომელიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. წელი სავსე იქნება მოგზაურობით, ფინანსური კეთილდღეობით და სასიხარულო მომენტებით, რომელიც პირად ცხოვრებას და მეგობრებს უკავშირდება. ჯანმრთელობა არ შეგაწუხებთ.
თხის რქა – გარე სიტუაციები თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ეს სამსახურს ან გადაადგილებას შეიძლება უკავშირდებოდეს. წლის პირველ ნახევარში ანაზღაურებას, შემწეობას ან ბავშვებისთვის დახმარებას ელოდეთ. ზრდასრული შვილი დამოუკიდებელი გახდება, ალბათ, ეს სწავლასთან დაკავშირებულია. წლის მეორე ნახევარში ძველი სამყარო განადგურდება. ის, რაც ადრე სიხარულს არ განიჭებდათ, წარსულში დარჩება. ბოლო სამი თვე ბევრ ბედნიერებას და სიამოვნებას მოგიტანთ. ახალი შესაძლებლობების კარი გაიხსნება.
მერწყული – წელს ბევრი ფრენა, მოგზაურობა, აქტივობა და კომუნიკაცია გელოდებათ. ეს ყველაფერი ახალ ნაცნობებს და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. გაზაფხულზე დამშვიდდით, გაჩერდით და ცხოვრებაში თქვენი ადგილი გაიგეთ. შუა ზაფხულში მიზნისკენ შეუპოვრად იარეთ, სულიერად განვითარდით. საკუთარი თავის უნდა გწამდეთ. 2023 წელი სოციალური აქტივობით, ნაცნობობით და ახალ პოზიციაზე განვითარებით დასრულდება.
თევზები – დაასრულებთ ყველა პროცესს, რომელიც წინა 2 წლის განმავლობაში დაიწყეთ. ეს შეჯამების პერიოდია. ამის შემდეგ სამყაროს სურათი შეიცვლება, ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. წლის ბოლოს ახალი რამის შესწავლაზე დაფიქრდით. მოსალოდნელია სტატუსის შეცვლა: ქორწინება, განქორწინება ან ბავშვის დაბადება. საცხოვრებელი ადგილის შეცვლა ან რემონტის გაკეთება ხელსაყრელია.
ყველა ეზოთერიკოსი ერთხმად ამბობს, რომ შავი კურდღლის წელი თითოეული ჩვენგანის მიმართ უფრო ლმობიერი და კეთილი იქნება.