ცნობილი ნათელმხილველი ვანგა 1996 წელს გარდაიცვალა, თუმცა ბევრი პროგნოზის დატოვება მოასწრო. მისი წინასწარმეტყველებები დღემდე სრულდება და მომავალი წელი გამონაკლისი არაა. ნათელმხილველმა 2023 წლისთვის პროგნოზები დაგვიტოვა. რა თქმა უნდა, ყველას არ სჯერა, რომ მომავლის წინასწარმეტყველება შეიძლება, მაგრამ წაკითხვა მაინც საინტერესოა. იქნებ, ასრულდეს? Paparazzi გიამბობთ, რა პროგნოზი დატოვა ყოვლისმხედველმა ვანგამ 2023 წლის შესახებ.
2023 წლის პროგნოზები – ამბობენ, რომ ვანგა ხედავდა სახიფათო მოვლენებს, რომელიც 2023 წელს მოხდება. მაგალითად, იწანასწარმეტყველა კოსმოსთან დაკავშირებული რაღაც გლობალური პროცესები. ყველაზე ნათელი წინასწარმეტყველება იყო ის, რომ დედამიწის ორბიტა როგორღაც შეიცვლება. რა თქმა უნდა, ვანგას მეტად არ დაუზუსტებია. ეს ყველაფერი წინასწარმეტყველებაა, ხოლო მომავალი ბუნდოვანია. ვანგა ამბობდა, რომ დედამიწის უმნიშვნელო გადაწევა მოხდება, რომელიც კლიმატის გლობალურ ცვლილებებს გამოიწვევს. ნათელმხილველი ყინულის გადნობის და ზღვის დონის აწევის შესახებ გვაფრთხილებდა.
მზის ქარიშხალი – არსებობს კიდევ ერთი ბუნდოვანი პროგნოზი, რომ 2023 წელს უპრეცედენტო მასშტაბის მზის ქარიშხალი მოხდება. ზოგადად, მზეზე ქარიშხალი ჩვენზე ირიბად მოქმედებს. ვანგა ამბობდა, რომ მზის ქარიშხალი დიდ ზიანს გამოიწვევს. მისი თქმით, კაცობრიობა დენის და კომუნიკაციის გარეშე შეიძლება დარჩეს.
ბირთვული საფრთხე – ვანგა გვაფრთხილებს, რომ 2023 წელს ბირთვული კატასტროფის საფრთხე არსებობს. ნახსენებია, რომ შეიძლება ატომური ელექტროსადგურის აფეთქება მოხდეს. ამის მიუხედავად, თანამედროვე ასტროლოგები დარწმუნებულნი არიან, რომ არანაირი ბირთული აფეთქება არ მოხდება.
ვირტუალური რეალობა – კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. ვანგა თანამედროვე ტექნოლოგიების მოსვლამდე გარდაიცვალა. უკვე იმ დროს იწინასწარმეტყველა, რომ ადამიანები ვირტუალურ რეალობაზე დამოკიდებულნი გახდებიან. დარწმუნებული იყო, რომ დადგება მომენტი, როცა რეალობასა და გამონაგონს შორის განსხვავებას ვეღარ დავინახავთ. ბუნდოვნად ჟღერს, მაგრამ ვერ უარყოფთ, რომ ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო მეტად იჭრება.
2023 წლის პროგნოზი ძალიან ზედაპირულია. არაფერია ნათელი, თუმცა დაფიქრება ღირს. თავად უნდა გადაწყვიტოთ, ამ ყველაფერს დაიჯერებთ თუ არა. როგორიც არ უნდა იყოს პროგნოზები, იცოდეთ, რომ მომავალი თქვენს ხელშია. მომავალ წელს წარმატებას გისურვებთ!