პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი ოჯახის ისტორიას მოგვითხრობს.
მე ნანა მქვია. მინდა ჩემი ცხოვრების შესახებ გიამბოთ.ოცი წლის ასაკში გავთხოვდი. ნიკა, ჩემი მეუღლე ძალიან მიყვარდა. ის სამხედრო იყო. ერთად ოცდათექვსმეტი წელი ვიცხოვრეთ.
ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ: გარნიზონებში დავდიოდით, საშინელ პირობებში ვცხოვრობდით. ნიკა სულ სამსახურში იყო. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი შვილები მარტომ გავზარდე.
გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩემმა ქმარმა გადაწყვიტა, რომ დრო იყო სამხედრო სამსახური დაესრულებინა და სამსახურიდან გაეთავისუფლა. მან ბიზნესის წამოწყება გადაწყვიტა.
ძალიან მძიმე დრო იყო, მაგრამ ჩვენ ერთად ვიყავით და მე ყველაფერში ვეხმარებოდი ჩემს ქმარს. ისეც ყოფილა, რომ მშივრებიც დავრჩენილვართ. მე ღამეებს ვათევდი – ნიკას დაბუღალტრო აღრიცხვების წარმოებაში ვეხმარებოდი.
ცოტა ხნის შემდეგ, ბოლოს და ბოლის, გაგვიმართლა. ჩვენს ბიზნესს კარგი შემოსავალი მოჰქონდა. ცხოვრების პირობები საგრძნობლად გაგვიუმჯობესდა. მე და ჩემი მეუღლე ხან თურქეთში ვისვენებდით, ხან საბერძნეთში. ნიკამ დიდი შავი ჯიპი იყიდა და მდიდარი კაცის ცხოვრებით დაიწყო ცხოვრება. ანუ მუდმივად დადიოდა საუნებში და რესტორნებში ახალგაზრდა გოგონებთან ერთად.
უკმაყოფილება გამოვთქვი, ნიკამ კი მიბრძანა გაჩუმებულიყავი და მითხრა, რომ მადლობელი უნდა ვყოფილიყავი, რომ მაჭმევდა და სახლიდან არ მაგდებდა. მან ყველაფერი დაივიწყა, თუ რამდენი რამ გავაკეთე მისთვის, რამდენი რამ გამოვიარეთ და რამდენი რამ გადავლახეთ ერთად.
ჩვენ ორი შვილი გვყავს. ვაჟიც და ქალიშვილიც ფასიან ფაკულტეტებზე სწავლობდნენ. სწავლის საფასურს მამა იხდიდა. გადავწყვიტე ჩემი ქმრის საქციელისთვის ყურადღება არ მიმექცია. ის მუდმივად ქალებთან ერთობოდა. მე კი ჩვენს ლამაზ აგარაკზე ვცხოვრობდი და ყვავილებს ვზრდიდი.
გავიდა დრო და ნიკამ ჩემი მიტოვება გადაწყვიტა. მას ახალგაზრდა 30 წლის საყვარელი ჰყავდა. ნიკა მაშინ ორმოცდათვრამეტი წლის იყო. ქალი მისმა სიმდიდრემ აცდუნა. ის ქალი მსუბუქი ყოფაქცევის იყო, მაგრამ ხელი არც ამან არ შეუშალა. ნიკა მე დამშორდა და ცოლად ის ქალი მოიყვანა.
ჩემმა ქმარმა ქალაქის ბინა მე დამიტოვა და თავის ახალგაზრდა მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად ჩვენს აგარაკზე გადავიდა.
ჩემი ქმარი ჩვენ შვილებს უზრუნველყოფდა, მე კი საკუთარი ცხოვრებიდან ამომშალა. თუმცა, მე ეს აღარ მაღელვებდა. გადავწყვიტე, ჩვენი დიდი ბინა გამეყიდა და პატარა ერთოთახიანი ბინა მეყიდა. ასეც მოვიქეცი.
შეძენილ ბინაში ბედნიერად ვცხოვრობდი იმ ფულით, რომელიც ოთხოთახიანი ბინის გაყიდვით მივიღე. მხოლოდ პენსიით ცხოვრება ხომ ძალიან რთულია…
შვილებს მამასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, ის ყოველთვის აძლევდა მათ ფულს.
ცოტა ხანში ერთი წესიერი მამაკაცი გავიცანი, ჩვენ ერთმანეთს ვხვდებოდით. მე ვცდილობდი კარგ ფორმაში ვყოფილიყავი. იმ პერიოდისთვის მხოლოდ ორმოცდათექვსმეტი წლის ვიყავი.
საერთო მეგობრებისგან გავიგე, რომ ჩემს ყოფილ ქმარს ბიჭი შეეძინა.გავიდა შვიდი წელი.
მე ჩემი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ერთ დღესაც ყოფილმა ქმარმა დამირეკა და შეხვედრა მთხოვა.
ერთმანეთს კაფეში შევხვდით. ვერ ვიცანი. ის ძალიან დაბერებული იყო და წელშიც მოხრილიყო. ვუყურებდი და მეცოდებოდა. თურმე ძალიან ავად იყო და ბიზნესშიც პრობლემები ჰქონდა.
ახალგაზრდა ცოლს ასეთი ნიკა აღარ სჭირდება. ისინი ერთმანეთს შორდებიან და ცოლი ქონების გაყოფას სთხოვს.
ნიკოლოზს ჩემთან დაბრუნება სურდა. თავისივე თქმით, მან გააცნობიერა, თუ რა საშინელი შეცდომა დაუშვა მრავალი წლის წინ.
ვუყურებდი ადამიანს, რომელთან ერთადაც ამდენი წელი ვიცხოვრე და სულში განსხავებული განცდები მქონდა. ერთის მხრივ, ძალიან მაწყენინა და დამამცირა, როდესაც ახალგაზრდა ქალზე გამაცვალა. მაშინ მას არ ვჭირდებოდი და თავისი ცხოვრებიდან ამომშალა. მაგრამ, მეორე მხრივ, მასთან ერთად უამრავი წელი მაქვს გატარებული და ოდესღაც ძალიან მიყვარდა. ჩემი ყოფილი ქმარი ძალიან მეცოდებოდა.
არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მე მას ვუთხარი, რომ მოსაფიქრებლად დრო მჭირდებოდა.იქნებ, ვაპატიო ჩემს ქმარს და ჩემთან დაბრუნების უფლება მივცე? არ ვიცი. მგონია, რომ ღალატს ვერასოდეს ვაპატიებ.