ჩემი მეორე ქმრისთვის არ მითქვამს, რომ კიდე ერთი ბინა მაქვს

2334

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას მოგვითხრობს.მე ნინო მქვია. ჩემს ქმარს, ლექსოს, მაშინ დავშორდი, როდესაც ჩვენი შვილი მხოლოდ ოთხი წლის იყო. დაშორების მიზეზი ის იყო, რომ ჩემმა ქმარმა საყვარელი გაიჩინა.ჩემი შვილი არც ჩემს ქმარს და არც ჩემს დედამთილს უყურადღებოდ არ დაუტოვებიათ. ჩემმა ყოფილმა ქმარმა ცოლი მოიყვანა და ცოლთან ერთად საზღვარგარეთ წავიდა. მათ ქალიშვილი შეეძინათ. ახალ ცოლთან ერთად ლექსომ ბიზნესი წამოიწყო, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.

ნიკა წამოიზარდა და მამამისმა სტუმრად მიიწვია. ჩემს შვილს იქ ძალიან მოეწონა და ამიტომ იქ დარჩა საცხოვრებლად. ჩემმა დედამთილმა ბინა ნიკას უანდერძა. მისი გარდაცვალების შემდეგ ბინა მას გადაეცა. ნიკა საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ამიტომ ნება დამრთო, რომ ეს ბინა გამექირავებინა. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ ქირის ფული ჩემთვის დამეტოვებინა. ნიკამ ბევრჯერ შემომთავაზა საცხოვრებლად მასთან გადასვლა, მაგრამ მე ყოველთვის უარს ვეუბნებოდი: უბრალოდ არ მინდოდა.

კარგი სამსახური მქონდა, ბინაც გავაქირავე და ფული საკმარისად მქონდა. ფულის გადადებაც კი შემეძლო.ზოგადად, მფლანგველი არასოდეს ვყოფილვარ და ყოველთვის ვიცოდი, როგორ მეცხოვრა ჩემი შემოსავლით.

ერთ დღესაც ერთი მამაკაცი გავიცანი. ერთმანეთი მოგვეწონა და ერთმანეთს ვხვდებოდით. გიას კარგი სამსახური ჰქონდა და კარგ ხელფასს იღებდა, მაგრამ ფული არასოდეს ჰქონდა. საქმე ის იყო, რომ მან არ იცოდა ფულის დაზოგვა და ძალიან ხშირად ისეთ რამეებს ყიდულობდა, რაც მაინცდამაინც არ სჭირდებოდა.

სწორედ ამიტომ, ქორწილის შემდეგაც არ მითქვამს მისთვის, რომ სხვა ბინაც მქონდა, რომელსაც ვაქირავებდი. არც იმაზე მითქვამს რამე, რომ საკმაოდ სოლიდური თანხა მაქვს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში დავაგროვე.

ერთ დღეს ჩვენთან გიას ვაჟი მოვიდა და 5000 ლარი გვთხოვა. მას მანქანის ყიდვა უნდოდა, მაგრამ თანხა აკლდებოდა. ბუნებრივია, გიას ამდენი ფული არ ჰქონდა. მე ვუთხარი, რომ ამდენი ფული არც მე არ მქონდა.

ერთი თვის შემდეგ ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა. მას უბედურება შეემთხვა: მისი ქალიშვილი იყო ძალიან ავად და ოპერაციისთვის ფული სჭირდებოდა. მე მას საჭირო თანხა მივეცი.გიამ გაიგო და საშინელი ჩხუბი ატეხა.

  • აი, თურმე როგორ! ჩემს შვილს არ მიეცი ფული და შენი ბიძაშვილისთვის მაშინვე გამონახე ამხელა თანხა. ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ! – ყვიროდა გია.

თავდაპირველად, მისთვის რაღაცის ახსნას ვცდილობდი, მაგრამ მას არაფრის მოსმენა არ უნდოდა. ძალიან გამინაწყენდა, ნივთები ჩაალაგა და წავიდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ერთმანეთს დავშორდით. გია ახლა თავის შვილს ეხმარება სესხის გადახდაში, რომელიც მან მანქანის საყიდლად გამოიტანა.ეს მისი პირადი საქმეა. ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცი. ეს ჩემი ფული იყო და მე სრული უფლება მქონდა ისე განმეკარგა, როგორც საჭიროდ ჩავთვლიდი.

გიას ბიჭმა კი საკუთარი ფინანსური პრობლემები თავად მოაგვაროს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს