ლაშა სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და გაიგო, რაზე ვსაუბრობდით მე და ჩემი დედამთილი

0
967

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.ადრე გავთხოვდი, 18 წლის ასაკში. ლევანი ძალიან მიყვარდა. როდესაც ჩვენი შვილი დაიბადა, მე და ჩემი მეუღლე ძალიან ბედნიერები ვიყავით. ვოცნებობდით, რომ სულ მცირე სამი შვილი გვეყოლებოდა.

მაგრამ, ჩვენი ცხოვრება სხვაგვარად წარიმართა. ლაშა სამი წლის იყო, როდესაც ჩემი ქმარი ზღვაში დაიხრჩო. ეს ამბავი ძალიან მძიმედ გადავიტანე. დეპრესიისგან ჩემმა შვილმა გადამარჩინა, მანვე დამიბრუნა სიცოცხლის სურვილი. მას ხომ ჩემს გარდა არავინ ჰყავდა. ჩემს შვილს კარგი დედა სჭირდებოდა. სწორედ ასეთი მინდოდა ვყოფილიყავი.

უამრავი პრობლემა მქონდა, მაგრამ ყველაფრის მოგვარებას ვცდილობდი. დახმარება არავისთვის მითხოვია.

მე და ლევანმა ბინის ყიდვაც კი ვერ მოვასწარით, ამიტომ მე და ჩემს შვილს მთელი ცხოვრება ნაქირავებ ბინებში მოგვიწია ცხოვრება.ორ სამუშაოზე მიწვდა მუშაობა და შაბათ-კვირას დამლაგებლადაც ვმუშაობდი, სხვაგვარად ვერ შევძლებდი ბინის ქირის გადახდას, ტანსაცმლისა და წესიერი საკვების ყიდვას.

ლაშა თექვსმეტი წლის იყო, როდესაც სერიოზულად ავად გავხდი. სასწრაფო ოპერაცია დამჭირდა. ამისთვის ფული არ მქონდა. ამიტომ, ცხოვრებაში პირველად ჩემს დედამთილს ვთხოვე დახმარება. ლაშასთვის არაფერი მითქვამს: მისი განერვიულება არ მინდოდა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ლაშა სამსახურიდან ადრე დაბრუნდა და ჩვენი საუბარი მოისმინა.

როდესაც ყველაფერი გაიგო, მაშინვე თავის ოთახში გავიდა. იქიდან ფულით დაბრუნდა. თურმე, ის მრავალი წლის მანძილზე აგროვებდა ფულს კომპიუტერის შესაძენად.

  •  დედა, აიღე ეს ფული. ოპერაციისთვის ხომ გეყოფა? ჩემთვის შენ და შენი ჯანმრთელობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე კომპიუტერი.

ჩემს შვილს ჩავეხუტე და ავტირდი. რა შესანიშნავი შვილი გამიზრდია!

ოპერაციამ კარგად ჩაიარა. მალე გამოვჯანმრთელდი. მე და ჩემმა შვილმა მალევე გამოვიმუშავეთ ფული კომპიუტერის შესაძენად.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა.ჩემმა შვილმა ინსტიტუტი დაამთავრა და მუშაობა დაიწყო. ის დაქორწინდა და ჩვენ ბინის ყიდვაც შევძელით. მე მყავს მშვენიერი რძალი, რომელმაც ცოტა ხნის წინ შვილიშვილი მაჩუქა.ძალიან ბედნიერი ვარ!