2022 წლის ზამთრის მზებუდობა, როგორც ყოველთვის, 21 დეკემბერს აღინიშნება. ამ დღიდან მზე ახალ ციკლს იწყებს. ეს წლის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ენერგეტიკული წერტილია. უმაღლესი ძალების მხარდაჭერის მისაღებად ეს დღე გონივრულად გაატარეთ. Paparazzi გიამბობთ, რისი გაკეთება არ შეიძლება ზამთრის მზებუდობის დღეს.
2022 წლის ნაბუნიაობა – უძველესი დროიდან 21 დეკემბერი ენერგეტიკულად წლის ერთ–ერთ უძლიერეს დღედ ითვლება. ეს წლის უმოკლესი დღის და უგრძელესი ღამის დროა, როდესაც მზე დედამიწისგან მაქსიმალურად დაშორებულია. ამ დღეს მზის ენერგია მინიმალურია. ძველად ამ დღეს მომავალი პერიოდისთვის რიტუალებს ასრულებდნენ. დროთა განმავლობაში პრიორიტეტები შეიცვალა, მაგრამ ამ დღის სიძლიერე და ენერგეტიკა არ გამქრალა.
ზამთრის მზებუდობისთვის მომზადება – 21 დეკემბრამდე ყველა დაწყებული საქმე დაასრულეთ, ვალი დაფარეთ. ასე მოიშორებთ ენერგიას, რომელიც უკან გქაჩავთ. სახლი მოაწესრიგეთ. ყველა ძველი ნივთი, რომელიც ხელს გიშლით, გადააგდეთ, სივრცე ხარახურისგან გაათავისუფლეთ. მით უფრო, რომ ახალ წლამდე სახლს მაინც დაალაგებთ. ტელეფონის მეხსიერება გაათავისუფლეთ, წერილები წაშალეთ. ყველაფერი, რის დატოვებასაც წარსულში გეგმავთ, მოიშორეთ. 2022 წელს დაწყებული მოკლევადიანი საქმეები დაასრულეთ. ბუნებრივია, რომლის დასრულებაც შეიძლება.
გონებაც გაწმინდეთ. ყველა ნეგატიური ფიქრი და მოგონება მოიშორეთ. წარსული გაუშვით და სიცოცხლე ღრმად ჩაისუნთქეთ. 21 დეკემბრის წინა დღეს საუნაში წადით ან უბრალოდ შხაპი მიიღეთ (კონტრასტული შხაპიც შეიძლება). სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვით. ამ დღეებში უსარგებლო ურთიერთობები უმტკივნეულოდ შეგიძლიათ გაწყვიტოთ. მაგალითად, კომპანიის დამფუძნებლების სიიდან დანაკარგის გარეშე გამოხვიდეთ. ეს ნაბუნიაობას გააკეთეთ და თქვენი პარტნიორები დათმობაზე წავლენ, შურს არ იძიებენ და ცხოვრებას არ მოგიწამლავენ.
რა არ უნდა გააკეთოთ ზამთრის მზებუდობის დღეს – პირველ რიგში, კამათი და გინება არ შეიძლება. ბოროტად არ იმოქმედოთ, საკუთარ თავს ზიანი არ მიაყენოთ. მეორეც, ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ, ხელშეკრულება და კონტრაქტი არ გააფორმოთ. მესამეც, საყიდლებზე არ წახვიდეთ, რადგან ასე მთელი წელი ფული სახლიდან გავა. ამ დღეს დაქორწინება არ შეიძლება.
ზამთრის მზებუდობა კარგი დღეა ნაძვის ხის დასადგამად. ეს ძველი ტრადიციაა. ადრე თვლიდნენ, რომ წიწვოვანი ხის სუნი უწმინდურ სულებს აფრთხობს და სულები სახლს გვერდს უვლიან. დროა ყურადღება პრობლემებიდან მომავლის ვიზუალიზაციაზე გადაიტანოთ. ნაბუნიაობას ძლიერი ენერგიაა, რომელიც ჭეშმარიტი ზრახვებისა და სურვილების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. საკუთარი ოცნებების გასაგებად, ყველაფერი ხელისშემშლელი უნდა მოიშოროთ.
2022 წლის ზამთრის მზებუდობა მატერიალურ სურვილებს უკავშირდება. გთავაზობთ ხალხურ ხრიკს: ოჯახის თითოეულ წევრს ფურცელზე სურვილების ჩამოწერა სთხოვეთ, ქისაში ჩადეთ და სათითაოდ ამოიღეთ. სურვილი, რომელიც ამოიღეთ, თქვენი თეფშის ქვეშ დადეთ, ხოლო წვეულების შემდეგ ნაძვის ხეზე ჩამოკიდეთ. იქ უნდა ეკიდოს, სანამ ნაძვის ხეს არ დაშლით. ეს ჯადოსნური დღე სასიკეთოდ გამოიყენეთ. ამ მომენტს შეგნებულად და გაღიმებული შეხვდით.