ჩაის პაკეტი გათბობის ბატარეაზე დადეთ, ეფექტს რამდენიმე წუთში იგრძნობთ

0
3315

ყოველდღე მინიმუმ ერთ ფინჯან ჩაის მაინც ვსვამთ. მისი გემოთი ვტკბებით, ხოლო პატარა ჩაის პაკეტებს დაუფიქრებლად ვყრით. სულ ტყუილად! ეს პაკეტები ყოველდღიურობაში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ძალიან სასარგებლო ნივთია. Paparazzi გიამბობთ, როგორ მიანიჭოთ მათ მეორე სიცოცხლე.

პატარა ჩაის პაკეტები – დილით ფინჯან ჩაიზე უკეთესი არაფერია, მაგრამ დღეს ამაზე არ ვსაუბრობთ, არამედ ჩაის პაკეტების გადაგდების ჩვევაზე. მას ხომ სახლში სასწაულების მოხდენა შეუძლია. გიამბობთ, როგორ გამოიყენოთ. ჩაის პაკეტი გამოყენების შემდეგ გააშრეთ. მშრალი პაკეტები გათბობის ბატარეებზე დადეთ. ასე იაფ და ეფექტურ ჰაერის გამწმენდს მიიღებთ. სამზარეულოში უსიამოვნო სუნი ხშირად გროვდება. ასეთი ხელნაკეთი გამწმენდი ამოცანას გაუმკლავდება. სუნებს შესანიშნავად შთანთქავს. თუ დამატებით რამდენიმე წვეთ ეთერზეთს დაუმატებთ, სასიამოვნო არომატსაც გააფრქვევს. ასე ზედმეტი ხარჯის გარეშე სახლში ჰაერს გააჯანსაღებთ. ეს ჩაის პაკეტის გამოყენების ყველა მეთოდი არაა.

სუნების შთანთქმა – უკვე ვთქვით, რომ ჩაის პაკეტი სუნებს კარგად იწოვს, ამიტომ სხვადასხვა მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ. მაგალითად, ღამით მშრალი პაკეტები ფეხსაცმელში ჩადეთ და სითბოში გააჩერეთ, დილით უსიამოვნო სუნი და სისველე გაქრება. ძვირადღირებული საშუალება საჭირო არაა. ასეთი პაკეტები ტანსაცმლის კარადაშიც შეგიძლიათ შეინახოთ. უსიამოვნო სუნი გაქრება. ვფიქრობთ, პრინციპს მიხვდით. თუ სადმე ცუდი სუნია, იქ ჩაის პაკეტი მოათავსეთ.

ლაქების მოშორება – ჩაის პაკეტი ჭურჭელს ლაქებს ეფექტურად აშორებს. ხსნარი მოამზადეთ. ცხელი წყლით სავსე თასში რამდენიმე გამოყენებული პაკეტი ჩადეთ. შემდეგ გასაწმენდი ჭურჭელი მოათავსეთ. ჭუჭყის დონის მიხედვით რამდენიმე საათით გააჩერეთ. ჩაი ცხიმის ლაქებს დაშლის და ჭურჭლის ხეხვას თავიდან აგაცილებთ. ჩაი ხის ავეჯსაც კარგად წმენდს. რამდენიმე პაკეტი ცხელ წყალში მოათავსეთ და გაგრილებამდე გააჩერეთ. შემდეგ რბილი სალფეთქი ჩაის ხსნარში დაასველეთ და ავეჯი გაწმინდეთ. ასე ჭუჭყს მოიშორებთ და ავეჯს ნაჯერ ფერს დაუბრუნებთ.

ოთახის მცენარეები – პატარა ჩაის პაკეტები ოთახის მცენარეებისთვის შესანიშნავი სასუქია. უბრალოდ პაკეტის შემადგენლობა მიწას მორწყვისას მოაყარეთ. მცენარე მადლიერი დარჩება და აქტიური ზრდით გაგახარებთ.

უკვე იცით, რა სასარგებლოა ჩაის პაკეტი სახლში. გადაყრა ნამდვილად არ ღირს! იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ხრიკები გამოგადგებათ და დაზოგვაში დაგეხმარებათ.