რამდენ ადამიანს სურს მიწეროს წერილი საკუთარ თავს მომავალში? გაუგზავნოს მას, ვინც მომავალში სახეზე ღიმილით წაიკითხავს. ალბათ, განვლილი გზის მოგონება ემოციების ცუნამს გამოიწვევს. გეტყვით, რა იყო კარგი ან რთული. ეს სირთულეები აუცილებლად განვლილი იქნება. მომავლის წერილი ამაში დაგეხმარებათ.
მომავლის წერილი – მსგავსი წერილის იდეა ახალი არაა. ჩვენი წინაპრებიც მნიშვნელოვან სიტყვას, დოკუმენტს, ფოტოს სპეციალურ კაფსულებში ტოვებდნენ. ასეთი კაფსულები შემთხვევით ან მკაცრად დადგენილ დღეს შეიძლება გეპოვათ. მომავლისთვის წერილის შექმნის ფაქტი წარმატებაზე პროგრამირების საშუალებას გაძლევთ.
როგორ დაგვეხმარება ჩვეულებრივი წერილი წარმატების, ფულის მოზიდვაში? მოისმენთ რეზონანსულ კითხვას. რა თქმა უნდა, თავად წერილი არაფერს აკეთებს, მაგრამ განსაკუთრებულ ძალას ფლობს. მისი სახელია თვითკონტროლი, დისციპლინა და დაგეგმვა. ადამიანი ქაღალდზე წერს ყველაფერს, რასაც საჭიროდ თვლის. ეს ფიქრების დალაგებაში, გონების მოწესრიგებაში ეხმარება. ასე საკუთარ თავში გარკვევა უფრო ადვილია და მომავალი მესადმი გარკვეულ პასუხისმგებლობას იგრძნობთ. არავის სურს, რომ შეუსრულებელი დანაპირების გამო გაწითლდეს.
საინტერესო მეთოდი – როგორც ჩვეულებრივ ქაღალდზე, ასევე ელექტრონულ ფორმატში შეგიძლიათ დაწეროთ. ვის როგორ მოსწონს. რა თქმა უნდა, ხელით წერის პროცესს თავისი განუმეორებელი ხიბლი აქვს. როცა კალამი ქაღალდზე გადადის, იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს თითოეულ სიტყვაში სულის ნაწილი ჩადეთ.
როგორ არ დაგვავიწყდეს წერილის და მისი ადგილმდებარეობის შესახებ? ტელეფონში სპეციალური შეხსენება შეგიძლიათ გააკეთოთ. ვინ იცის, იქნებ ტელეფონს რამე დაემართოს. მომავლის წერილი შეიძლება დაიკარგოს. რა თქმა უნდა, ადრე თუ გვიან იპოვიან. მთელი საიდუმლო იმაშია, რომ წერილი გახსნათ და წაიკითხოთ მაშინ, როცა ავტორი ისურვებს. მომავლის მესადმი წერილის შექმნაში ბევრი სხვადასხვა საიტი დაგეხმარებათ. წერილი ელექტრონულ ფოსტაშიც შეგიძლიათ დატოვოთ. იქ წერილის დაწერა და გარკვეული თარიღისთვის გაგზავნის დაგეგმვა მარტივია. შეტყობინება მკაცრად იმ დღეს მოვა, როცა გამგზავნმა მიუთითა.
პირადი ინფორმაცია – რა დავწეროთ მომავლის წერილში? ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ვინ წერს. იქნებ, წერილში მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადგილია. ან გსურთ, მიუთითოთ, როგორი ამინდი იყო წერილის წერისას. თუ მსგავსი ინფორმაცია თქვენთვის ღირებულია, რატომაც არა. გირჩევთ, მეტი კონკრეტული ინფორმაცია ჩაწეროთ. სამწუხაროდ, ხალხს ყოველთვის არ ახსოვს, რა ხდებოდა მის ცხოვრებაში ამა თუ იმ კონკრეტულ დღეს. დაწერეთ, რას გრძნობთ წერილის დაწერისას. რატომ გადაწყვიტეთ წერილის დაწერა, რა ემოციების შეგრძნება გსურთ, როცა მომავალში წერილს მიიღებთ? გარწმუნებთ, მსგავსი ფიქრები სახეზე ღიმილს აუცილებლად გამოიწვევს.
ასეთ წერილში სამომავლო გეგმებსა და მიზნებს გვერდს ვერ აუვლით. ამ წერილის წაკითხვისას მიხვდებით, ოცნებების ასრულება თუ მოახერხეთ. შეძელით იმ მწვერვალის მიღწევა, რომელზეც ასვლას გეგმავდით. უკეთესია, თუ მიზანი კონკრეტული და დეტალური იქნება. ეს არა მხოლოდ საინტერესოა, არამედ უფრო ინფორმაციული. ზოგჯერ მსგავსი დეტალები ძალიან ღირებულია. მაგალითად, მხოლოდ მშრალი სურვილით „ბინის ყიდვა მინა“ არ შემოიფარგლოთ. მიუთითეთ, რამდენი ოთახი უნდა იყოს. სამზარეულო და სააბაზანო ოთახი დიდია თუ არა, რომელ ოთახში იკრიბებიან სტუმრები და ვის დაპატიჟებთ ახალმოსახლეობაზე. მომავალში არა მხოლოდ მთავარი მიზნის, არამედ საკუთარი ემოციების და სულიერი მღელვარების გახსენებას შეძლებთ. ეს ძალიან ღირებულია.
რატომ უნდა მიწეროთ წერილი მომავალ მეს – მაშინაც კი, თუ რაღაც ისე არ მოხდება და წერილს დროულად ვერ მიიღებთ, ამაში კრიტიკული არაფერია. მისი წაკითხვა ტორტის მწვერვალია, მაგრამ დიდი და გემრიელი ტკბილეული არ დაგავიწყდეთ. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ფიქრები, მიზნები და გეგმები მოაწესრიგოთ. წერილი დიდი დამხმარე გახდება. აუცილებლად დაწერეთ და თავად შეამოწმეთ. უკეთესია, თუ წერილის არსებობას მის მიღებამდე დაივიწყებთ. ასე წერილი არა მხოლოდ სასიამოვნო მოულოდნელობა, არამედ წარსულის ნოსტალგიური ელემენტი გახდება. მომავალი მესადმი წერილის გაგზავნის შესაძლებლობა საკუთარი თავის მხარდაჭერის შანსია. დაე, დაგიბრუნდეთ და ყველაფერი კარგი გაამრავლოს.