ქმარმა გადაწყვიტა ახალი წელი ყოფილ ცოლთან და შვილებთან ერთად აღნიშნოს. რა გავაკეთო

315

ბევრისთვის ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, რომელსაც ახლობლებთან ერთად სუფრაზე აღვნიშნავთ. ორმაგად საწყენია, თუ საყვარელმა ადამიანმა ახალი წლის აღნიშვნა ყოფილ ოჯახთან ერთად გადაწყვიტა. ასე მოხდა ვივიენის ცხოვრებაში. Paparazzi მის ამბავს გიზიარებთ.

„მე და თაზო ახლახანს დავქორწინდით. მხოლოდ ერთი წელია გასული. ჩემთან შეხვედრამდე წლები დაოჯახებული იყო. ერთმანეთი მეგობრებმა გაგვაცნეს კონკრეტული მიზნით, რომ წყვილი გავმხდარიყავით. თავიდან მხოლოდ ვმეგობრობდით, ერთად ყოფნა მოგვწონდა, მაგრამ ჩვენს შორის ნაპერწკალი არ არსებობდა. ვიცოდი, რომ განქორწინებული იყო, ორი შვილი (7 წლის და 4 წლის) ჰყავდა და დრო სჭირდებოდა, რომ განქორწინების შემდეგ გონს მოსულიყო. ახალი ურთიერთობისთვის მზად არ იყო.

დროთა განმავლობაში ერთმანეთს მივეჩვიეთ და მივხვდით, რომ რომანტიკულ გრძნობებს განვიცდით. უცნაური არაფერი იყო, რომ გასული წლის აღნიშვნა ყოფილ ოჯახთან ერთად გადაწყვიტა. მით უფრო, მე და ჩემს დაქალებს გრანდიოზული გეგმა გვქონდა. თაზომ მაშინვე გამაფრთხილა: „არ იფიქრო, მე და ჩემს ყოფილ მეუღლეს დიდი ხანია ერთმანეთის მიმართ გრძნობები არ გვაქვს. მაგრამ იქ ჩემი შვილებია და მშობლებიც ახალი წლის აღსანიშნავად მოვლენ. ასეთი ტრადიციაა“.

მათი განქორწინების მიზეზი ბანალური იყო. თაზოს თქმით, ხასიათებში ვერ შეეწყვნენ. გამიკვირდა, ერთად ხომ 8 წელი იცხოვრებს და 2 შვილი შეეძინათ. ნუთუ მხოლოდ ამდენი წლის შემდეგ მიხვდა, რომ ერთმანეთს ვერ უგებენ? ამიხსნა, რომ თავიდან სულ მივლინებაში იყო. მას შემდეგ, რაც სახლში უფრო ხშირად ჩნდებოდა, მიხვდა, როგორ უჭირს ცოლთან ურთიერთობა. შეგუებას ცდილობდნენ, მაგრამ ამაოდ. ცივილურად დაშორება და მეგობრებად დარჩენა გადაწყვიტეს. თავიდან არ მაწუხებდა, რომ ჩემი შეყვარებული განქორწინებული იყო და შვილები ჰყავდა. მას შემდეგ, რაც ხელი მთხოვა, მივხვდი: ყოფილი დიდი ხნის წინ დაივიწყა და ახალი ურთიერთობისთვის მზად იყო. მაგრამ მისი ოჯახი ჩვენს შორის იდგა.

„თაზოს ხანდახან ბიჭები ჩვენთან მოყავდა, მათთან საერთო ენა სწრაფად ვიპოვე. მოგვიანებით, უფრო და უფრო ხშირად იკარგებოდა, თავს იმართლებდა, რომ ბავშვებთან იყო. მესმოდა, როგორ ხშირად ურეკავდა ყოფილ ცოლს, ხან რჩევისთვის, ხან საქმის გასაგებად. არ შემეძლო არ მეეჭვიანა. ახლა მისი ცოლი მე ვარ, ანუ რჩევა მე უნდა მკითხოს. თან ყოფილი ცოლი ლამაზი, მოვლილი და მოდურად ჩაცმულია. რამდენჯერმე ვნახე. „ბავშვები ნახე, მაგრამ გაითვალისწინე, რომ შენი ცოლი მე ვარ“ – ვუთხარი თაზოს, რომ ყველაფრისთვის ადგილი მიმეჩინა. ჩემს ეჭვიანობაზე მხოლოდ გაეცინა და მითხრა, რომ ყოფილ ცოლთან მხოლოდ ბავშვები აკავშირებს.

ცოტა ხნის წინ საბოლოოდ მივხვდი, რომ თაზოს ოჯახი ჩვენ შორის მუდმივად იდგება. ქმარმა მითხრა, რომ ახალი წლის აღნიშვნას ყოფილი ცოლის ოჯახში აპირებს. თითქოს, როგორც ჩვეულებრივ, მშობლები მოვლენ, ბავშვებს ენდომებათ, რომ მამამ საჩუქრები დაურიგოს. შვილებს ასეთ სიამოვნებაზე უარს ვერ ეტყვის. მე რა გავაკეთო? გათხოვილმა ქალმა მეგობრებს წვეულებაზე წასვლა უნდა ვთხოვო? შეგვეძლო მშობლები ჩვენს სახლში დაგვეპატიჟებინა. მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს. თავს ვგრძნობ არა კანონიერ ცოლად, არამედ საყვარლად, რომელიც ოჯახურ დღესასწაულებზე მარტო რჩება. იქნებ ოჯახის მატებაზე უნდა დავფიქრდე, რადგან მხოლოდ ბავშვები აკავებს? არ ვიცი, როგორ მოვიქცე!“