ამალ კლუნის ორიგინალური სტილი: მოდური ლამაზმანის 5 ხრიკი

214

თუ კინოინდუსტრიით დაინტერესებული ხართ, ამალ კლუნის სახელი ნამდვილად გაგიგიათ. ამ ლამაზმანმა ჰოლივუდის ერთ–ერთი ყველაზე შესაშური საქმროს გული მოიგო. დიდებული ლამაზმანი კინოს სამყაროდან შორს იყო: მისი პროფესია იურისპრუდენციაა. ქორწილის შემდეგ ამალს სამსახური არ მიუტოვებია, დღემდე საქმეს დიდ დროს უთმობს, თუმცა ახლა ფოტოგრაფები ყველგან დასდევენ.

ჯორჯ კლუნის მეუღლე არა მხოლოდ ნიჭიერი და ლამაზია, არამედ სწორად ჩაცმაც იცის. ამას სტილისტები ხშირად აღნიშნავენ და მის არჩევანს აქებენ. ამალი ყოველდღიურად და წითელ ხალიჩაზე დახვეწილ სამოსს პრინტების და ზედმეტობის გარეშე ირჩევს, მისი ყოველი არჩევანი ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. Paparazzi ამალი კლუნის სტილის განხილვას გთავაზობთ.

ამალ კლუნი: როგორ იცვამს ჰოლივუდის მსახიობის მეუღლე

  • კომბინიზონი – ამალ კლუნს კომბინიზონები უყვარს და ხშირად იცვამს როგორც ყოველდღიურად, ასევე ოფიციალურ შეხვედრებზე. ქალისთვის არც თუ ისე მოსახერხებელი ტანსაცმელია, მაგრამ თავისი უპირატესობები აქვს. ზედა და ქვედა ნაწილის შეხამება არ მოგიწევთ, რადგან ეს სტილისტებმა უკვე გააკეთეს. უბრალოდ კომბინიზონი ჩაიცვით, აქსესუარები შემატეთ და გარეთ გადით. ასეთი ტანსაცმელი სტილს სრულყოფილს ხდის.
  • ხორცისფერი ნავი ფეხსაცმელი – ამალ კლუნს საკმაოდ გრძელი და მოხდენილი ფეხები აქვს, მაგრამ ხორცისფერი ნავი ფეხსაცმლით უფრო გამოკვეთილს ხდის. ამ ხრიკს პრინცესა ქეით მიდლტონიც მიმართავს. ხორცისფერი ფეხსაცმელი ყოველთვის გონივრული და ძვირადღირებულია. როგორც კაშკაშა, ასევე ღია ან პასტელურ სამოსს შეგიძლიათ შეუდაროთ. ფეხსაცმლის ფორმა და ფერი ფეხს ვიზუალურად აგრძელებს.
  • ასიმეტრიული კაბა – ალბათ, ეს ამალ კლუნის მეთოდია, რომ იურისტის ყოველდღიური სტილისგან დაისვენოს. უნდა ითქვას, რომ ასიმეტრიული ტანსაცმელი ძალიან უხდება. გახსოვდეთ, რომ ასიმეტრიული ზედა უნდა ჩაიცვას მან, ვისაც სხეულის ზედა ნაწილი უფრო დიდი აქვს, ვიდრე ქვედა. ასეთი რამ სპორტსმენებში ხშირად გვხვდება. „არასწორი“ ზედა მის ვიზუალურად შემცირებაში დაგეხმარებათ.
  • აქცენტური ფეხსაცმელი – ამალი ფეხსაცმლის შერჩევის ნამდვილი დიდოსტატია. მხოლოდ მონოქრომული ფეხსაცმლით შემოფარგვლა საჭირო არაა. აირჩიეთ ის, რომელსაც თქვენი სამოსის ერთ–ერთი ფერი აქვს. თუ თქვენი სამოსის ელემენტები თავშეკავებულია, არ იდარდოთ, რომ სტილი ზედმეტად „მყვირალა“ გამოვა. პირიქით, გონივრულად შეავსებთ.
  • საყურე – ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ყველაფერი არაა. აქსესუარები არ დაგავიწყდეთ. მის გარეშე ლუქი სრულფასოვანი ვერ გამოვა. სწორად შერჩეული საყურე, საათი, სამაჯური, სათვალე თქვენს სტილს შექმნის. გახსოვდეთ, რომ აქსესუარები უნდა შეგეფერებოდეთ. ცდების და შეცდომების მეთოდით შეგიძლიათ მიხვდეთ, რომელი საყურე და გულსაკიდი შეგეფერებათ.

წვრილმანები თქვენს სტილს განსაკუთრებულს, ორიგინალურს და სრულყოფილს ხდის. ამალ კლუნს აქვს საშუალება, რომ ძვირადღირებული ფეხსაცმელი და ჩანთა შეიძინოს, მაგრამ მისი ხრიკები შეზღუდული ბიუჯეტის შემთხვევაშიც შეგიძლიათ გაიმეოროთ. შეიძინეთ რამდენიმე კომბინიზონი, რომელიც გიხდებათ, აქსესუარები გონივრულად შეარჩიეთ და ხორცისფერი ნავი ფეხსაცმელი აუცილებლად იყიდეთ.