2023 წლის დეტალური აღმოსავლური ჰოროსკოპი შორსმჭვერეტელი ჩინელი ასტროლოგისგან

0
505

2023 წელი ახლოვდება, მალე ლურჯ ვეფხვს წყლის შავი კურდღელი ჩაანაცვლებს. Paparazzi ჩინელი ასტროლოგის, კევინ ფუნგის 2023 წლის ზუსტ აღმოსავლურ ჰოროსკოპს გიზიარებთ. გირჩევთ, მისი პროგნოზები გაითვალისწინოთ, რადგან გასული წლის პროგნოზი 100%–ით ახდა.

  • ვირთხა – რთული პერიოდი გელოდებათ. ვირთხა კურდღლის მტერია. მოულოდნელად სირთულეები წარმოიშვება, მაგრამ ცხოვრება არ დააპაუზოთ. სიფრთხილე და წინდახედულობა გამოიჩინეთ, რომ ყველაფერთან გამკლავება შეძლოთ. ბეჯითად იშრომეთ და მიზნებს მიაღწევთ.
  • ხარი – კურდღლის და ხარის ინტერესთა სფეროები არ იკვეთება, ამიტომ მშვიდად შეგიძლიათ გააკეთოთ ის, რაც გსურთ. დაუფიქრებლად არ იმოქმედოთ. კონცენტრირდით იმაზე, რაც უკეთ გამოგდით. კარიერული წინსვლის მაღალი შანსია. სამსახურს მეტი დრო დაუთმეთ და ფინანსების გაზრდას შეძლებთ.
  • ვეფხვი – წარმატებული წელი გელოდებათ. ერთი პირობაა: საეჭვო სიტუაციებს მოერიდეთ. ფული საეჭვო პროექტში არ ჩადოთ, არასერიოზულ ურთიერთობებს მოერიდეთ, თუ უსიამოვნებების თავიდან აცილება გსურთ. პრობლემები იქნება, მაგრამ მათთან გამკლავებას შეძლებთ. დასვენება და ძალების აღდგენა აუცილებელია.
  • კურდღელი – თქვენი წელია, ვარსკვლავები ყველაფერში ხელს გიწყობთ. უსაფრთხო დროა, ამიტომ შეგიძლიათ თამამი ოცნები აისრულოთ. გარისკეთ, ყველაფერი გამოგივათ. ჩაფიქრებულს მარტივად მიაღწევთ. შანსი არ გაუშვათ.
  • დრაკონი – წარმატებული წელი გელოდებათ. ყველაფერში გაგიმართლებთ. კაშკაშის შანსი გაქვთ. მთელი ყურადღება თქვენკენ მიმართული იქნება, სრულად გამოიყენეთ. ყურადღების ცენტრში ყოფნა გჭირდებათ და ამ წელს ამის შესაძლებლობა გაქვთ. საჯარო გამოსვლა გელით, რომელიც კარიერული წინსვლის საშუალებას მოგცემთ.
  • გველი – 2023 წელს მოულოდნელ ვნებიან გრძნობებს ელოდეთ. კურდღელს თქვენი ეშინია, ამიტომ თქვენი გულის მოგებას ეცდება. ვნებიან რომანში გაეხვევით, რაც ცხოვრების შეცვლის შანსს მოგცემთ. თუ უკვე ურთიერთობაში ხართ, ცივი გონება შეინარჩუნეთ და ფრთხილად იყავით. გვერდზე რომანის გაჩაღების დიდი შანსია.
  • ცხენი – კურდღელს თქვენ მიმართ თბილი გრძნობები აქვს, ამიტომ სასიამოვნო წელი გელოდებათ. ყველა სფეროში ბალანსი და ჰარმონიაა. კარიერული ზრდა, ოჯახში სიმშვიდე და ჰარმონია გელოდებათ. შემოსავლების გაზრდის შანსი გაქვთ. კარგი და წარმატებული წელი გელოდებათ, თუმცა არ უნდა იზარმაცოთ.
  • თხა – ამ წელს პროფესიულ სფეროში თავის გამოვლენას შეძლებთ. სათანადოდ დაგაფასებენ. ასე თვითშეფასება გაიზრდება და ძალას იგრძნობთ. მიღწეულზე არ გაჩერდეთ და წინ იარეთ. შემოსავლის გაზრდის შანსი გაქვთ. სასურველის მიღწევას შეძლებთ. წარმატების მისაღწევად შეუპოვრობა გამოავლინეთ.
  • მაიმუნი – კურდღელი თქვენი ხელმარჯვეობით აღფრთოვანებულია, ამიტომ კეთილგანწყობილია. მოგიწევთ აირჩიოთ, სად გსურთ განვითარება. ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ვერ შეძლებთ. ერთზე კონცენტრირდით. თუ სამსახურს აირჩევთ, წარმატებას მიაღწევთ. თუ პირადს აირჩევთ, ძლიერ ოჯახს შექმნით. როგორი მოხერხებულიც არ უნდა იყოთ, ყველაფერს ვერ მოასწრებთ.
  • მამალი – რთული პერიოდის შემდეგ დასვენებას შეძლებთ. წელს უნდა დაისვენოთ და გაძლიერდით. დიდი მიღწევების იმედი არ გქონდეთ. დრო საკუთარ თავს დაუთმეთ. ცოდნა და უნარები დააგროვეთ. საკუთარი თავის გამოვლენისას დაგჭირდებათ.
  • ძაღლი – თქვენი ერთგულება კურდღელს მოსწონს. ეს წელი ხანმოკლე შესვენებისთვის გამოიყენეთ. კურდღელი მშვიდობისმოყვარე ნიშანია, ამიტომ თქვენი საბრძოლო სულისკვეთება არ მოეწონება. გირჩევთ, შეისვენოთ და ჭრილობები შეიხორცოთ. დიდი შანსი გაქვთ, რომ მეორე ნახევარს შეხვდეთ და ჰარმონია მოიპოვოთ.
  • ღორი – მშვიდი წელი გელოდებათ. არც ერთ სფეროში სირთულეები მოსალოდნელი არაა. კანონთან საქმეს მოერიდეთ. სასამართლოს მხრიდან მოულოდნელი პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, ამიტომ მათგან თავი შორს დაიკავეთ. ყველა პრობლემა მშვიდობიანად მოაგვარეთ. სხვა მხრივ, ვარსკვლავები თქვენს მხარესაა.

ასეთია კევინ ფუნგის 2023 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპის პროგნოზი. ბევრ ნიშანს კარგი და წარმატებული წელი ელოდება. თუ მათ შორის არ ხართ, არ იდარდოთ. კურდღელი თქვენს შეუპოვრობას და მიზანდასახულობას აუცილებლად დააფასებს და წარმატებას მოგიტანთ.