ჩემი დედამთილი მოულოდნელად თავის მეგობართან გაემგზავრა და იქ დიდხანს დარჩა. იგი ახალშობილთან ერთად დაბრუნდა

0
347

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი დედამთილის ისტორიას გვიამბობს.გიორგი, ჩემი მეუღლე, უნივერსიტეტში გავიცანი. ჩვენს შორის მაშინვე გაჩნდა სიმპათია, რაც მოგვიანებით ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა.

მე და გიორგი საერთო საცხოვრებელში ერთ სართულზე ვცხოვრობდით. მას ყოველ კვირა სახლიდან საჭმელებით გატენილი უზარმაზარი ჩანთა ჩამოჰქონდა. გიორგის დედა არაჩვეულებრივ კერძებს ამზადებდა. სწავლის დამთავრების შემდეგ დაქორწინება გადავწყვიტეთ, სწორედ მაშინ გავიცანი გიორგის დედა.ის არაჩვეულებრივი ქალი აღმოჩნდა, ჩვენ მაშინვე დავმეგობრდით. ის ძალიან ჭკვიანი და კეთილი ქალია.

გიორგი მან ძალიან ახალგაზრდამ გააჩინა, 19 წლის ასაკში. სიყვარულით გათხოვდა, მაგრამ ქმარი მაშინ გარდაეცვალა, როდესაც გიორგი მხოლოდ 2 წლის იყო. ნანა დეიდა აღარ გათხოვილა, ის თავისი შვილის აღზრდით დაკავდა. მან ის ნამდვილ მამაკაცად აღზარდა. ამისთვის, მას ძალიან დიდი შრომა დასჭირდა.

მიუხედავად ამისა, ნანა დეიდა თავის წლებთან შედარებით, ბევრად უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. ის ყოველთვის უვლიდა საკუთარ თავს და წონაშიც არ მოუმატებია.

ქორწილის შემდეგ, ნანა დეიდამ მაშინვე გამოგვიცხადა, რომ ჩვენ ერთად არ ვიცხოვრებდით და ნაქირავებ ბინაში გადასვლა შემოგვთავაზა. პირველ ხანებში ქირის გადახდაშიც კი გვეხმარებოდა.

ნანა დეიდა ჩვენთან სტუმრად ძალიან იშვიათად მოდიოდა და მე მხოლოდ მაქებდა. ჩვენ კი მასთან სტუმრად ძალიან ხშირად მივდიოდით და ის ყოველთვის გვიმასპინძლდებოდა თავისი გემრიელი ღვეზლებით.

ნანა დეიდას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა. ის ხშირად დადიოდა კინოში, თეატრში და სხვადასხვა გამოფენებზე. მოკლედ, საკუთარი ცხოვრებით ცხოვრობდა და ჩვენ ხელს არ გვიშლიდა.ცოტა ხანში მე ნიკა შემეძინა. ჩემი დედამთილი ბავშვის გაზრდაში ძალიან კარგად მეხმარებოდა. ნიკა რომ გაიზარდა, ძალიან ხშირად მიჰყავდა თავისთან, ზოგჯერ ბაღიდან გამოჰყავდა, როდესაც მე გიორგის ამის გაკეთება არ შეგვეძლო.

ერთ დღესაც ჩემმა დედამთილმა გვითხრა, რომ თავის მეგობართან აპირებდა სტუმრად წასვლას და იქ დიდხანს უნდა დარჩენილიყო, მინიმუმ, ნახევარი წლით მაინც. ჩვენ ძალიან გაგვიკვირდა, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ ზედმეტი კითხვები არ დაგვესვა.გავიდა დრო. ჩემი დედამთილი დაბრუნდა და თავისთან სტუმრად მიგვიწვია.როდესაც მასთან მივედით, გაოცებისაგან დავმუნჯდით. მის ბინაში დივანზე დაახლოებით 50 წლის მამაკაცი იჯდა, რომელსაც ხელში ახალშობილი ეჭირა.

– გიორგი, ანა, გაიცანით. ეს დავითია, ეს კი ჩვენი შვილია. ჩვენ მას ლაშა დავარქვით. მაპატიეთ, რომ თავიდანვე სიმართლე არ გითხარით. ძალიან მეშინოდა, რომ ბავშვის გაჩენას ნორმალურად ვერ შევძლებდი, რადგან ახალგაზრდა აღარ ვარ. მაგრამ, მე ძალიან ბედნიერი ვარ.ჩემი დედამთილის ბედნიერება ძალიან გამიხარდა. ის შესანიშნავი ქალია და ამას ნამდვილად იმსახურებს.

ახლა ბავშვის გაზრდაში მე ვეხმარები, ისიც ხომ მეხმარებოდა ჩემი ბიჭის გაზრდაში. მე ჩემი დედამთილით ვამაყობ კიდეც, რადგან ასეთ ასაკში ბავშვის გაჩენას ბევრი ვერ გაბედავდა.