სტუდენტს მობეზრდა საერთო საცხოვრებელში ფულის გადახდა და ეს სახლი ააშენა. ახლა მისი ყველა თანაკურსელს შურს…

391

ყველამ იცის, რომ არსებობს ერთი განსაკუთრებული ტიპის ხალხი – სტუდენტები. მათ შეუძლიათ, დიდხანს არ დაიძინონ, ხოლო შემდეგ ამდენივე ხანს აღარ გაიღვიძონ, იკვებონ ჰაერით და დალიონ გაუფილტრავი წყალი. მეორე მხრივ, სწორედ სტუდენტები აოცებენ ყველას თავიანთი გამოგონებებით.

ჯოელ უებერი ტეხასის უნივერსიტეტში სწავლობს. ხშირად, სტუდენტებს უხდებათ საკმაოდ ბევრი ფულის დახარჯვა, სწავლის დროს, საცხოვრებლის ხარჯების დასაფარავად, განსაკუთრებით კი, თუ ისინი იმ ქალაქებში სწავლობენ, რომლებიც ცნობილია უნივერსიტეტებით (მაგალითად, საქართველოში – თბილისი).

ჯოელმა გადაწყვიტა, აეშენებინა საკუთარი მცირე ზომის სახლი, რომელშიც სწავლის დროს იცხოვრებდა. 14 კვ.მ.-მდე შენობის ასაშენებლად და მის სრულყოფილად მოსაწყობად, სტუდენტმა 20 ათას დოლარზე მეტი დახარჯა, თუმცა ეს მაინც იმაზე ნაკლებია, ვიდრე ბიჭი სწავლის დროს გადაიხდიდა საცხოვრებელში.

ბიჭი ამბობს: “ვიცოდი, რომ ვრისკავდი, თუმცა შედეგმა ხარჯი ნამდვილად გაამართლა.”

რა თქმა უნდა, დიდი სახლების მოყვარულთათვის ასეთი ვარიანტი არაა სახარბიელო, თუმცა უბრალო სტუდენტისთვის ძალიან კარგიც კია.

ასეთ სახლში მეც სიამოვნებით ვიცხოვრებდი. აქ ნამდვილად სიმყუდროვე სუფევს.

13.5 კვ.მ. ხის სახლი კარგადაა დაგეგმარებული. კიბის ქვედა სივრცე გამოიყენება ნივთების შესანახავად და სამუშაო მაგიდად.

ხოლო ესაა კუთხე, რომელიც სტუმრებისთვისაა განკუთვნილი.

ნიჟარა, რომელშიც მეპატრონე დილაობით იბანს ხელ-პირს.

მრავალფუნქციური სამზარეულო, მოშორებით კი, ნიჟარის გვერდით, საშხაპე კაბინა მოჩანს.

საძინებელი საცხოვრებელი ფართის ზემოთაა მოწყობილი. ასე ადგილიც იზოგება და განმარტოებაც შესაძლებელია.

ჰო, და კიდევ ერთი – ამ სახლის გადაადგილებაც შესაძლებელია. სასიამოვნო ბონუსი!

ჯოელი ცხოვრების აქტიურ წესს ეწევა, ამიტომ სახლის ასეთი ვარიანტი ნამდვილად მისთვისაა ზედგამოჭრილი. თავად იხილეთ ვიდეოში:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს