2023 წლის საეკლესიო დღესასწაულების კალენდარი, რომ მნიშვნელოვანი თარიღები არ გამოგრჩეთ

0
6494

მართლმადიდებლური დღესასწაულები მორწმუნეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვეულებრივ, ამ დღეებისთვის წინასწარ ემზადებიან, რომ არაფერი გამორჩეთ. ბევრი დღესასწაული კონკრეტულ თარიღზე მიბმული არაა, ამიტომ ყველაფრის დამახსოვრება რთულია. სწორედ ამიტომ, 2023 წლის საეკლესიო კალენდარს გთავაზობთ. Paparazzi დღესასწაულების და მარხვის დღეების შესახებ გიამბობთ. დაე, კალენდარი ყოველთვის ხელთ გქონდეთ.

2023 წლის საეკლესიო კალენდარი – ჩვენ დღესასწაულებს იულიუსის კალენდრის მიხედვით აღვნიშნავთ, ამიტომ სადღესასწაულო თარიღებიც ამის მიხედვით არის შედგენილი.

თორმეტთაგან უძრავი დღესასწაულები:

  • 7 იანვარი – შობა.
  • 19 იანვარი – იესო ქრისტეს ნათლისღება.
  • 15 თებერვალი – უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტეს მირქმა.
  • 7 აპრილი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარება.
  • 19 აგვისტო – უფლის ფერისცვალება.
  • 28 აგვისტო – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინება.
  • 21 სექტემბერი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობა.
  • 27 სექტემბერი – პატიოსანი და ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება.
  • 4 დეკემბერი – ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება.

თორმეტთაგან მოძრავი დღესასწაულები:

  • 9 აპრილი – ბზობა. უფლის შესვლა იერუსალიმში.
  • 16 აპრილი – აღდგომა.
  • 25 მაისი – უფლის ამაღლება.
  • 4 ივნისი – წმინდა სამების დღე. სულთმოფენობა.

დიდი დღესასწაულები:

  • 14 იანვარი – იესო ქრისტეს წინადაცვეთა და წმინდა ბასილი დიდის ხსენება.
  • 27 იანვარი, 1 ივნისი – ნინოობა.
  • 8 თებერვალი – დავითობა.
  • 23 თებერვალი, (მოძრავია) 22 მაისი – შიოობა.
  • 26 თებერვალი – შენდობის კვირა.
  • 8 აპრილი – ლაზარეს შაბათი (მოძრავია).
  • 23 აპრილი – კვირაცხოვლობა (მოძრავია).
  • 30 აპრილი, 14 მაისი – თამარობა.
  • 6 მაისი, 23 ნოემბერი – გიორგობა.
  • 12 მაისი, 13 დეკემბერი – ანდრიაობა.
  • 22 მაისი, 19 დეკემბერი – ნიკოლოზობა.
  • 1 ივნისი – მამადავითობა (მოძრავია).
  • 11 ივნისი – ყოველთა წმიდათა (მოძრავია).
  • 7 ივლისი – წმინდა იოანე ნათლისმცემლის, უფლის ნათლისმცემლის შობა.
  • 12 ივლისი – წმინდა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე.
  • 13 ივლისი, 14 ოქტომბერი – სვეტიცხოვლობა.
  • 15 ივლისი – ვლაქერნობა.
  • 28 ივლისი – კვირიკობა და ივლიტობა.
  • 9 აგვისტო – პანტელეიმონობა.
  • 11 სექტემბერი – წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთა.
  • 14 სექტემბერი – საეკლესიო ახალი წელიწადი.
  • 26 სექტემბერი – ქეთევანობა.
  • 9 ოქტომბერი, 21 მაისი – იოანე ღვთისმეტყველობა.
  • 14 ოქტომბერი – დღესასწაული კვართისა საუფლოისა და სვეტისა მირონმდინარისა; ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველი.
  • 18 ოქტომბერი – გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე.
  • 13 ნოემბერი – ასი ათასი მოწამის ხსენების დღე.
  • 21 ნოემბერი – მთავარანგელოზობა.
  • 13 დეკემბერი – ვახტანგ გორგასლობა.
  • 17 დეკემბერი – ბარბარობა.
  • 19 დეკემბერი – წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის დღე.
  • 24 დეკემბერი – ყოველთა წმიდათა.
  • 25 დეკემბერი – სპირიდონ ტრიმიფუნტელობა.

2023 წლის დიდი მარხვები:

  • სააღდგომო დიდი მარხვა – 27 თებერვლიდან 15 აპრილამდე.
  • პეტრე–პავლობის მარხვა – 12 ივნისიდან 12 ივლისამდე.
  • მარიამობის მარხვა – 14–დან 27 აგვისტომდე.
  • შობის მარხვა – 28 ნოემბრიდან 2024 წლის 6 იანვრამდე.

ერთდღიანი მარხვები 2023 წელს:

  • ყოველი შვიდეულის ოთხშაბათი და პარასკევი, გარდა ხსნილისა.
  • 18 იანვარი – ნათლისღების წინა დღე
  • 11 სექტემბერი – წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღე
  • 27 სექტემბერი – ჯვართამაღლება

მიცვალებულთა მოსახსენიებელი დღეები:

  • 18 თებერვალი – ხორციელის შაბათი.
  • 11 მარტი – დიდი მარხვის მეორე შაბათი.
  • 18 მარტი – დიდი მარხვის მესამე შაბათი.
  • 25 მარტი – დიდი მარხვის მეოთხე შაბათი.
  • 25 აპრილი – თომას კვირის სამშაბათი.
  • 3 ივნისი – სულის შაბათი
  • 4 ნოემბერი – დიმიტრის შაბათი