ეგზოტიკური ტორტი „თოვლის კაცი ტროპიკებში“, რომელიც ზამთრის დღესასწაულებზე ზაფხულის ნოტებს მოგიტანთ

0
120

წელს დღესასწაულებზე რაღაც უჩვეულოს მომზადება მომინდა. დიდხანს ვეძებე და გემრიელი ბისკვიტის ტორტის რეცეპტი ვიპოვე. ნაზი ბისკვიტის და ნაღების კრემის კომბინაცია გასაოცარია. ვფიქრობ, გულგრილი ვერ დარჩებით. ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს იდეალურად ეთავსება და გემოების ფეერიას ქმნის. Paparazzi გიზიარებთ ტორტის „თოვლის კაცი ტროპიკებში“ რეცეპტს.

ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 8 კვერცხის გული
  • 2 კვერცხი
  • 0,5 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა ფქვილი
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

ყაყაჩოს ბისკვიტის ინგრედიენტები:

  • 8 კვერცხის ცილა
  • 1 ჭიქა შაქარი
  • 0,5 ჭიქა ფქვილი
  • 0,5 ჭიქა ყაყაჩო
  • 1 ჩ/კ გამაფხვიერებელი

კრემის ინგრედიენტები:

  • 500 მლ წყალი
  • 2 შეფუთვა ლიმონის ჟელე
  • 500 მლ ნაღები (30%–იანი)
  • 5 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 1 ჭიქა ატამი ან მანგო

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტის მომზადებით დაიწყეთ. მაცივრიდან კვერცხი წინასწარ გამოიღეთ. ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. კვერცხის გულები და 2 კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ. ღია ფერის ფაფუკი მასა უნდა მიიღოთ. გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი თანდათან კვერცხის მასას დაუმატეთ. სპატულით ნაზად აურიეთ. ცომი ფორმაში ჩაასხით და ბისკვიტი 180 გრადუსზე ზუსტად 15 წუთით აცხვეთ.
  2. ყაყაჩოს ბისკვიტი გააკეთეთ. კვერცხის ცილები მყარი ქაფის მიღებამდე ათქვიფეთ. კოვზობით შაქარი დაუმატეთ და ათქვეფა გააგრძელეთ. ფქვილი, მშრალი ყაყაჩო და გამაფხვიერებელი აურიეთ. კვერცხის მასას დაუმატეთ და აურიეთ. ფორმაში ჩაასხით და ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
  3. ბისკვიტებს ოთახის ტემპერატურამდე გაგრილება აცადეთ. ჩვეულებრივი ბისკვიტი ორ თხელ ფენად გაჭერით.
  4. კრემი მხოლოდ მაშინ მოამზადეთ, როცა ტორტის აწყობას დააპირებთ, რადგან სწრაფად მაგრდება. ცხელ წყალში ჟელე გახსენით და გაგრილებამდე გააჩერეთ. ცივი ნაღები და შაქრის ფხვნილი ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. მიქსერის სიჩქარე შეამცირეთ და ნაღებს წვრილ–წვრილად ცივი ჟელე დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ათქვიფეთ. ბოლოს დაჭრილი ხილი დაუმატეთ და აურიეთ. ახალი ან დაკონსერვებული ხილი გამოიყენეთ.
  5. ტორტი ააწყვეთ. ეს მაღალ ფორმაში გაატარეთ, რადგან კრემი ძალიან თხელია. ჯერ ჩვეულებრივი ბისკვიტის ფენა ჩადეთ, ზემოდან ნახევარი კრემი წაუსვით, შემდეგ ყაყაჩოს ფენა, მეორე ნახევარი კრემი. ზემოდან ჩვეულებრივი ბისკვიტის ფენა დაადეთ. ტორტი მაცივარში მინიმუმ 8 საათით გააჩერეთ. სუფრაზე გატანის წინ შაქრის ფხვნილი მოაყარეთ.

ბისკვიტის ტორტი ცოტა რთულად მოსამზადებელი ჩანს, მაგრამ ასე არაა. სადღესასწაულო სუფრისთვის იდეალური დესერტია. ნაღების და ხილის გემოს კომბინაცია თავის საქმეს აკეთებს. კმაყოფილი დარჩებით.