52 წლის ვიყავი, როდესაც ქმარს დავშორდი. 53 წლის ასაკში დედა გავხდი. ბევრს გიჟი ვგონივარ, მაგრამ მე ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მთელ მსოფლიოში

2069

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარ ისტორიას გვიამბობს.

ამბობენ, უბედურება მარტო არასოდეს მოდისო. ამაში პირადად დავრწმუნდი. მე ნანა მქვია. მე და ჩემმა მეუღლემ, ლადომ, ერთად ოცდაათ წელზე მეტხანს ვიცხოვრეთ. დარწმუნებული ვიყავი, რომ მე და ჩემი ქმარი ერთად დავბერდებოდით, მაგრამ ვცდებოდი.

ერთ დღეს ჩემმა ქმარმა განსაცვიფრებელი რამ მითხრა. მითხრა, რომ ახალგაზრდა საყვარელი ჰყავდა, რომელიც ორსულად იყო და ის ჩემს მიტოვებას და მასთან წასვლას აპირებდა.

აი ასე, ერთ წამში დაინგრა ჩემი ოჯახი და მარტო დავრჩი. ქმარს არ ვადანაშაულებდი, რომ მიმატოვა. ჩვენ შვილები არ გვიჩნდებოდა. გამოკვლევები ჩავიტარეთ, ვიმკურნალეთ, მაგრამ ექიმებმა ბოლოს გვითხრეს, რომ მე დედა ვერასოდეს გავხდებოდი.

მე და ჩემი ქმარი ამის გამო ძალიან ვნერვიულობდით. განსაკუთრებით ჩემი ქმარი – ის შვილებზე ოცნებობდა.

განქორწინების შემდეგ, ყურადღების გადატანის მიზნით, მთლიანად სამსახურზე გადავერთე. ერთ დღეს სახლში გვიან ღამით ვბრუნდებოდი სამსახურის შემდეგ. ავტობუსის გაჩერებაზე ახალგაზრდები მომიახლოვდნენ. ისინი ნასვამები იყვნენ და ძალიან ცუდად იქცეოდნენ.

ერთ-ერთმა ბიჭმა ხელიდან ჩანთა გამომტაცა. გაქცევა ვცადე, მაგრამ დამიჭირეს და სარდაფში ჩამიყვანეს. მერე თავში ჩამარტყეს. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოვედი გონს. მთელი ტანსაცმელი დახეული მქონდა. მივხვდი, რომ გამაუპატიურეს.

სახლამდე ძლივს მივედი. პოლიციაში არ განმიცხადებია. უბრალოდ გადავწყვიტე, რომ ეს ყველაფერი დამევიწყებინა, მაგრამ მას შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები დამეწყო: გული მერეოდა, გამუდმებით სისუსტეს ვგრძნობდი. ექიმთან რომ მივედი, გამაოგნებელი ამბავი გავიგე: ორსულად ვიყავი. ვიცოდი, რა დროს ჩაისახა ეს ბავშვი, მაგრამ ჩემთვის სულ ერთი იყო.

მე გადავწყვიტე, რომ ეს ბავშვი უნდა გამეჩინა. ჩემი ბინა გავყიდე და საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავედი.

მშვენიერი, ჯანმრთელი ბიჭი შემეძინა. ახლა დედობით ვტკბები. საერთოდ არ ვღელავ იმის გამო, რომ ხშირად ლაშას ბებიას მეძახიან. ისე მიყვარს ჩემი შვილი, რომ საერთოდ არ მწყინს.

მე ყველაზე ბედნიერი დედა ვარ მთელ მსოფლიოში.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს