პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარი ოჯახის ისტორიას გვიამბობს.მე ლევანი მქვია, ჩემს მეუღლეს კი – ნანა. მე და ნანამ ერთად 15 წელი ვიცხოვრეთ, გვყავს ერთი ქალიშვილი. ნორმალურად ვცხოვრობდით. მე ყოველთვის კარგი ხელფასი მქონდა და ნორმალურად ვუზრუნველყოფდი ჩემს ოჯახს.
ჩემს მეუღლესთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და მეგონა, რომ ისიც კმაყოფილი იყო ჩემთან ცხოვრებით. ნანა ერთ სამსახურში დიდხანს ვერ ჩერდებოდა. მე არ ვითხოვდი, რომ ჩემს მეუღლეს ემუშავა. ფული, რომელსაც მე გამოვიმუშავებდი, ჩვენთვის საკმარისი იყო. სამაგიეროდ, ჩვენი სახლი მუდამ მოწესრიგებული იყო.
ცოტა ხნის შემდეგ, ნანამ მაღაზიაში დაიწყო მუშაობა. თანამშრომლები მხოლოდ ქალები იყვნენ. ნანას თავისი სამსახური მოსწონდა და მე ეს მიხაროდა.ერთხელ ნანამ მითხრა, რომ მის ერთ-ერთ თანამშრომელს დაბადების დღე ჰქონდა და ყველა კაფეში დაპატიჟა. ნანას უფლება მივეცი, რომ მათთან ერთად წასულიყო.
მე ჩემს ცოლს ვენდობოდი, ის ყოველთვის ძალიან გონივრულად იქცეოდა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ კაფეში ეს ერთი წასვლა ჩვენს ოჯახს დაანგრევდა და მთლიანად შეცვლიდა ჩვენს ცხოვრებას.ძალიან არ მომეწონა ის, რომ ნანა სახლში დილის სამ საათზე დაბრუნდა. ცოტა ვეჩხუბე, მაგრამ დიდი ჩხუბი არ დამიწყია.
რამდენიმე დღის შემდეგ შევამჩნიე, რომ ნანა ძალიან შეიცვალა. ის ძალიან უხეშად მელაპარაკებოდა და მუდმივად უკმაყოფილო იყო ყველაფრით, რასაც ვაკეთებდი და ვამბობდი.მე ჩემი საყვარელი მეუღლის სრულიად განსხვავებულ ქცევას ვიყავი მიჩვეული და ამიტომ მაშინვე ვიეჭვე, რომ რაღაც ცუდი ხდებოდა.
ერთი თვის შემდეგ ჩემმა მეუღლემ აღიარა, რომ კაფეში, სადაც თანამშრომლის დაბადების დღე აღნიშნეს, მან ერთი მამაკაცი გაიცნო და შეუყვარდა.მე და ნანა ერთმანეთს დავშორდით. ექვსი თვის შემდეგ ნანამ დამირეკა და პატიება მთხოვა. მას ჩემთან დაბრუნება სურდა, მაგრამ მე ვერ შევძელი, რომ მისთვის ღალატი მეპატიებინა.
ერთი წლის შემდეგ წესიერი ქალი გავიცანი და მასზე დავქორწინდი. ცოტა ხნის ბიჭი შეგვეძინა და ძალიან ბედნიერები ვართ.ერთი კვირის წინ მაღაზიაში ჩემი ყოფილი მეუღლე შემხვდა. ის ძალიან ცუდად გამოიყურებოდა და ასევე ძალიან უცნაურად გამოიყურებოდა მასთან ერთად მყოფი მამაკაციც.
ნანამ შეცდომა დაუშვა, რომელმაც ჩვენი ცხოვრება დაანგრია და მას ბედნიერება წაართვა.მაგრამ, ეს უკვე ჩემი პრობლემა არ არის…