დღეს საღამოს ის სახლიდან საკუთარმა ვაჟიშვილმა გამოაგდო

2149

პაპარაცის რედაქციის მიერ მომზადებულ დღევანდელ სტატიაში – ქალი საკუთარი მეზობლის ისტორიას გვიამბობს.მე ნატალია მქვია. ორი თვის წინ ჩემი ცხოვრება ძალიან შეიცვალა. მე მყავდა მშვენიერი ქმარი, ქალიშვილი მარი და საყვარელი ნაგაზი – დოლი. ერთ საღამოს ჩემმა ქმარმა მითხრა, რომ სხვა შეუყვარდა და იმ ქალთან მიდიოდა. ჩემი ქმარი არ მიყვარდა და ამიტომ განქორწინების წინააღმდეგი არ ვყოფილვარ.

ჩვენ ერთმანეთს დავშორდით. ერთ დღეს მარი დავაძინე და თავად დოლისთან ერთად სასეირნოდ გავედი. გარეთ ძალიან ციოდა, წვიმდა. ამაზრზენი ამინდი იყო, ნოემბრის ბოლოს რომ იცის ხოლმე, ისეთი.დოლისთან ერთად სეირნობისას დავინახე, რომ პარკში სკამზე მოხუცი ქალი იჯდა. მის გვერდით სკამზე პატარა ჩემოდანი იდო. აშკარა იყო, რომ ქალს ძალიან სციოდა. მივუახლოვდი და ვკითხე, სჭირდებოდა თუ არა ჩემი დახმარება?

ქალი ატირდა და მიამბო, რომ საღამოს ბინიდან საკუთარმა ვაჟიშვილმა გამოაგდო. მე ის ძალიან შემეცოდა და ჩემთან მივიწვიე. სახლში თბილი მოსასხამი შემოვახვიე და ცხელი ჩაით გავუმასპინძლდი. ნანა დეიდა გათბა და მიამბო, თუ რა დაემართა.მას ზრდასრული ვაჟი ჰყავს, რომელიც მან მარტომ გაზარდა. მისი მეუღლე ქარხანაში გარდაიცვალა ავარიის დროს. ნანა დეიდამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი შვილს ყველაფერი ჰქონოდა. ამისათვის ის ძალიან ბევრს მუშაობდა. მისი ვაჟი გაიზარდა და ნამდვილი ეგოისტი გახდა, ის საერთოდ არ აფასებდა იმას, რაც დედამ მისთვის გააკეთა. არსად მუშაობა არ უნდოდა, დალევა დაიწყო და მეგობრები სახლში მოჰყავდა. საღამოს კი სახლში ვიღაც გოგოსთან ერთად მისულა და დედამისისთვის უთქვამს, რომ სახლიდან წასულიყო და მისთვის ხელი არ შეეშალა.

ნანამ დეიდამ თურმე ძლივს მოასწრო ნივთების შეგროვება. ნანა დეიდას ლოგინი გავუშალე და მან დაიძინა. დილით წასვლა უნდოდა, მაგრამ მე შევთავაზე, რომ ჩემთან დარჩენილიყო საცხოვრებლად. მე სამსახურში გავიდოდი, ნანა დეიდა კი მარის მიხედავდა და დოლის გაასეირნებდა. იგი სიამოვნებით დათანხმდა ჩემს წინადადებას.აღმოჩნდა, რომ ნანა დეიდას ქალაქგარეთ აგარაკი ჰქონდა, მაგრამ იქ გათბობა არ ყოფილა. მთელი ზამთარი და გაზაფხული ქალაქში გავატარეთ ყველამ ერთად.

ნანა დეიდა მშვენიერი ქალი აღმოჩნდა და ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. ის ჩემი კარგი მეგობარი გახდა და დედის მაგივრობას მიწევდა. ჩემს მარის ის ძალიან შეუყვარდა. გაზაფხულზე ყველანი ერთად ნანა დეიდას აგარაკზე წავედით. მას ძალიან კარგი აგარაკი აქვს. ირგვლივ ტყეა, იქვეა მშვენიერი ტბაც. მე უბრალოდ აღფრთოვანებული ვიყავი ბუნების სილამაზით. მარი და ნანა დეიდა აგარაკზე რჩებოდნენ, მე კი მათთან უქმეებზე ჩავდიოდი.

ძალიან ბედნიერები ვიყავით. ერთ დღეს ნანა დეიდასთან მისი მეზობელი სერგი მოვიდა და სახლში გაზის შეყვანა შესთავაზა. ნანა დეიდამ უარი უთხრა, რადგან ამის ფული არ ჰქონდა. სერგიმ შესთავაზა, რომ ფულს ასესხებდა. ნანა დეიდა დათანხმდა და პირობა მისცა, რომ ვალს რაც შეიძლება მალე დააბრუნებდა.

ძალიან მალე ნანა დეიდას სახლში გაზი შეიყვანეს. ახლა მას ზამთრის სიცივე აღარ შეაშინებს.სერგი, ხან ტყეში და ხან ტბაზე სასეირნოდ მეპატიჟებოდა ხოლმე. მე ყოველთვის თანახმა ვიყავი, რადგან სერგი ძალიან მომწონდა.ერთ დღეს, სეირნობიდან დავბრუნდით და ვნახეთ, რომ ჩვენს ეზოში ვიღაც ახალგაზრდა შემოვიდა. ის მთვრალი იყო და ხმამაღლა ყვიროდა:

  • სად არის? სად არის ეგ თაღლითი? შენ მას საერთოდ არ სჭირდები! მას უბრალოდ ამ სახლის ხელში ჩაგდება უნდა! მე ამას არ დავუშვებ! ბინაც ჩემია და ეს სახლიც! ეს ჩემი მემკვიდრეობაა!

მივხვდით, რომ ნანა დეიდასთან თავისი შვილი ჩამოვიდა. ბინა არ ეყო და ახლა გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მისთვის სახლიც წაერთმია. სერგიმ ის ეზოდან გაიყვანა და დაელაპარაკა.მან უთხრა, რომ მე მისი ცოლი ვიყავი და ნანა დეიდამ ეს სახლი დიდი ხნის წინ მოგვყიდა, ფული კი – ბავშვთა სახლს გადასცა.

  • რატომ უთხარი, რომ შენი ცოლი ვარ?”
  • უბრალოდ, უკვე დიდი ხანია მინდა, რომ ასე იყოს! თანახმა ხარ ჩემი ცოლი გახდე?

გავუღიმე. თვალებზე ცრემლები მომადგა – ეს ბედნიერების ცრემლები იყო.ასე შეიცვალა ჩემი ცხოვრება ექვს თვეში. მე შევიძინე ერთგული მეგობარი და მყავს ქმარი, რომელსაც მე და ჩემი ქალიშვილი ძალიან ვუყვარვართ. მე ძალიან ბედნიერი ვარ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს